მთავარი » სოფლის მეურნეობა

ლობიოს მავნებლები და ბრძოლის ღონისძიებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2021 | 145 ნახვა

საქართველოს პირობებში ლობიოს კულტურის მთავარ მავნებლად ითვლება ლობიოს მემარცვლია, რომელიც აზიანებს თესლს როგორც მინდორში, ისე საცავში.
მემარცვლია გავრცელებულია თბილი კლიმატის პირობებში, მაღალ ადგილებში, გრილი კლიმატური პირობები ხელს უშლის მის განვითრებას.

მემარცვლიას კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც იკვებება ლობიოს მარცვლით. ხოჭო კვერცხს დებს ან მარცვალზე ან პარკზე, სამარცვლე ტომრებში.

საწყობის პირობებში ლობიოს მემარცვლიას წინააღმდეგ საბრძოლველად რეკომენდირებულია თესლის ფუმიგაცია. მემარცვლიას მოსპობა თესლში შესაძლებელია აგრეთვე დაბალი და მაღალი ტემპერატურით. ლობიოს თესლი უძლებს 70% ტემპერატურამდე გახურებას 1 სთ-ის მანზილზე. 50-60°C გახურებით მისი გაღივების უნარი არ კლებულობს, ლობიოს მემარცვლია კი ამ პირობებში სრულიად იღუპება.

მინდვრის პირობებში მემარცვლიას წინააღმდეგ შესაძლებელია შეწამვლა სხვადასხვა ინსექტიციდით სხვადასხვა ფაზებში ყვავილობის დაწყებამდე და დაპარკების დროს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი