მთავარი » ქრისტიანობა

ლიტურგია – ღვთისადმი ლოცვის უმოკლესი გზა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.08.2018 | 776 ნახვა

ლიტურგია ბევრი, ვინც არ დადის ეკლესიაში, ხშირად ასე მსჯელობს: „არ არის სასიში, ღმერთი ყველგან მყოფია, შემიძლია სახლშიც ვილოცო“. რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ სახლში ვერ აღასრულებ საღმრთო ლიტურგიას. ეკლესიაში ლოცვა სულ სხვაა. ეკლესია თვით ქრისტეს სამყოფელია, მას ეკუთვნის სიტყვები: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათთანა ვარ“. თუ კი ორ ან სამ შეკრებილთან არის ქრისტე, როგორი სიხარულით იქნება იქ, სადაც იკრიბებიან ათეულები, ასეულები და ათასაეულებიც კი. ყოველ საქმეს, რაც არ უნდა სთხოვოს ხალხმა ერთად, აკურთხევს უფალი. აღთქმის მიხედვით ეკლესიაში ღვთისაგან ველოდებით თხოვნის აღსრულებას და იგი გვაძლევს მეტს, ვიდრე ვთხოვთ. რომელი მამა არ შეასრულებს შვილების ერთობლივ კეთილ თხოვნას სიხარულით? აი, რატომ არის საჭირო ყველა მორწმუნემ, ვინც ეს იცის, მოიყვანოს ეკლესიაში სხვებიც. რაც უფრო მეტი მოუწოდებს სხვებს, მით უფრო მეტი გაიგებს და გამოეხმაურება. ამიტომაც ეშმაკი ადამიანს ყოველთვის უშლის ხელს და ცდილობს, მოაცილოს იგი ეკლესიას, ომის დროს რას აზიანებს დამპყრობელი პირველ რიგში? კავშირგაბმულობის ხაზებს, რათა მოშალოს მომარაგება.

ერთხელ, კვირა დილით, ერთმა წმინდანმა გვერდი ჩაუარა სამლოცველოს, რომლის სახურავზეც უშფოთველად ეძინა ეშმაკს. მეზობელ სოფელში მისულმა მოღვაწემ დაინახა, როგორ იკრიბებოდა ხალხი ეკლესიაში. გარშემო ეშმაკის ბრბო ირეოდა.

– რა ხდება? – ჰკითხა ერთ მათგანს წმინდადმა, – აქაც ტაძარია, იქაც, რატომ ხართ აქ ამდენი და იქ მხოლოდ ერთი?

– იქ სამლოცველო ცარიელია და ერთი ეშმაკიც კმარა. აქ კი, როგორც ხედავ, ბევრი სამუშაოა – იყო პასუხი.

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი
რატომ არა ხარ ეკლესიაში?


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.