ლიმონისთვის ნიადაგის შერჩევა

ლიმონის გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მიკროკლიმატური პირობები, რელიეფი, ზღვის დონიდან ადგილმდებარეობის სიმაღლე, ზღვიდან დაშორება. ამასთან ერთად უნდა ვიცოდეთ გადაზამთრების პირობებისადმი ლიმონის ბიოეკოლოგიური მოთხოვნილებაც. უპირველეს ყოვლისა ლიმონისათვის საუკეთესოა შავი ზღვის სანაპირო ზოლის აჭარის, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის რეგიონები სადაც აბსოლიტური მინიმუმების საშუალო -6 -7°C არ აღემატება.
ლიმონის კულტურისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწერებული და ალუვიალური ნიადაგები.
ლიმონის გასაშენებლად ნიადაგი მზადდება დარგვამდე ერთი-ორი წლით ადრე. შერჩეული ნაკვეთები უნდა განთავისუფლდეს ტყის და ბუჩქნარისაგან, მათი ფესვები ამოიძირკვოს და ნაკვეთის ზედაპირი მოსწორდეს. შემდეგ მოხდეს ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა და კომპლექსური სასუქების შეტანა 500კგ.ჰა-ზე, სუპერაგრო,ამოფოსკა ან დიამოფოსკა.ჰუმუსის ნაკლებობის შემთხვევაში შეგვაქვს ორგანული სასუქი 30-35 ტონა ჰა-ზე მთელ სიღრმეზე და ხდება ნიადაგთან კარგად შერევა. ამის შემდეგ ითესება წინამორბედი კულტურები (სიდერატები, მარცლოვნები) მეორე წელს დარგვის წინ ვაკე და ფერდობ (150 მდე) ადგილებზე ეწყობა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45-სმ სიღრმეზე, ხოლო 15-30 გრადუსამდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები.
თუ გასაშენებელი ნიადაგი ჩაის კულტურის ქვეშ იყო დაკავებული, აუცილებელია ჩატარდეს ნიადაგის გამოკვლევა მასში მჟავიანობის მაჩვენებლის და სხვა საკვები ელემენტების შემცველობის მიზნით. თუ ნიადაგის მჟავიანობა გაზრდილია, აუცილებელია კირის, ან კირის შემცველი სასუქების შეტანა გაცვლითი მჟავიანობის მიხედვით.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.