მთავარი » კონკურსი

ლიკა ოსეფაშვილი -“ჩემი სკოლა” – სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.01.2015 6 კომენტარი | 2,211 ნახვა

მე ვარ ლიკა ოსეფაშვილი, მე-5 კლასის მოსწავლე, 10 წლის. ვსწავლობ სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში.

სკოლაში სუფევს მშვიდი გარემო, ლიკა ოსეფაშვილი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

სკოლას ჰყავს ჭკვიანი და განათლებული დირექტორი- ნანა ნინიაშვილი და კვალიფიციური კადრი მასწავლებლების სახით.

ჩემი სკოლა დაარსდა 1923 წელს. სკოლაში იყო ორი სექტორი ქართული და ოსურ-რუსული. 2008წელს გაუქმდა ოსურ-რუსული სექტორი და ამჟამად სკოლაში სწავლება მიდის ქართულ ენაზე.

სკოლა ორსართულიანია და ლამაზად დგას სოფლის შუაგულში. ჩემი სოფელი კი გარშემორტყმულია მთებით, რომელიც ამაყ და მედიდურ იერსახეს აძლევს ამ ყოველივეს. სკოლა კეთილმოწყობილია, გვაქვს ცენტრალური გათბობა, სველი წერტილები, თანამედროვე კარ-ფანჯარა, სპორტდარბაზი. მოკლედ, სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლის ხარისხი იყოს მაღალი.

საჭიროების მიხედვით გაკვეთილების ჩატარება ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გვაქვს ბიოლოგიის, გეოგრაფიის ფიზიკის, კაბინეტები. ვისურებდი, რომ შესაძლებელი იყოს სხვა საგნებშიც კაბინეტური სისტემა. კერძოდ, ქართულის,ხელოვნების და სხვა.

სკოლას აქვს ლამაზი და დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც ჩვენ დაუღალავად გვემსახურება. ლიკა ოსეფაშვილი სკოლის ეზოს რაც შეეხება, დიდი და მოწესრიგებული გვაქვს. მას ამშვენებს სპორტული მოედანი, ცაცხვისა და ნაძვის ხეები, რომლებიც ლამაზად ჩამწკრივებულან სკოლის გარშემო.

ჩემი სკოლის ბავშვები არიან მეგობრულები და თავაზიანები, ისინი მეგობრობენ რაიონის სკოლის მოსწავლეებთანაც, რადგან ჩემი სკოლა არასრულია და ბავშვები, ვისაც სწავლის გაგრძელება და სკოლის დამთავრება უნდათ, რაიონის სკოლებში ამთავრებენ საშუალოს. მათ ემსახურებათ სკოლის ავტობუსი.

სკოლას ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღუზრდია და ისინი რიგ თანამდებობებზეც არიან დასაქმებულნი.
იმედია, მომავალშიც ერუდირებული და ჯანსაღი თაობა გაიზრდება ჩემს სკოლაში და ასახელებენ მას.
პირადად მეც, გარკვეული სერიოზული მიზნები მაქვს და მინდა რომ ჩემი სკოლა ვასახელო.

სურვილს რაც შეეხება, ალბათ შესრულებადია, რადგან რეალისტი და ოპტიმისტი ადამიანი ვარ. მჯერა, რო მომავალი უკეთესი იქნება.

ლიკა ოსეფაშვილი
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა
მე-5 კლასის მოსწავლე, 10 წლის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი