მთავარი » კონკურსი

ლიკა ნახუცრიშვილი – “ჩემი სკოლა” – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2015 2 კომენტარი | 3,790 ნახვა

ლიკა ნახუცრიშვილი მე ვარ ლიკა ნახუცრიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლე.

ეს ჩემი სკოლაა,ოჟიოს საჯარო სკოლა.

ჩვენს სოფელში 1921 წელს გახსნილა დაწყებითი სკოლა, ჩვენებური თავადების, ანდრონიკაშვილების ბოლშევიკებისგან ექსპროპრირებულ სახლში,მოგვიანებით იგი საშუალო სკოლად გადაქცეულა.იმ სკოლის შენობა ამჟამად დანგრეულია და დემონტაჟს ელოდება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა

ამჟამინდელი სკოლის შენობასაც ანდრონიკაშვილებს უნდა ვუმადლოდეთ, ამჯერად იმ თავადების შთამომავალი, გამოჩენილი ფიზიკოსი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ყოფილა და თავისი გავლენა გამოუყენებია სკოლის მშენებლობის დასაგეგმად. სკოლის შენობა 1970-იან წლებში აუშენებიათ. სკოლის უკანა ეზოში შემორჩენილია ანდრონიკაშვილების სამლოცველო.

მე მახსოვს, წლების წინ, ჩვენი სკოლის საკლასო ოთახების უფერული კედლები, მორყეული ძველი მერხები,ფანჯრებზე ზამთარში ალაგ-ალაგ აკრული ცელოფნების შრიალი… ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა თითქოს არ იყო სწავლისთვის სასიამონო გარემო,მაგრამ ჩვენი ერთგული, უღალატო მასწავლებლები არც მოწყენის საშუალებას გვაძლევდნენ და არც სწავლა-აღზრდას გვაკლებდნენ…

დღეს ჩვენს სკოლაში მოწესრიგებული სასწავლო გარემოა, თანამედროვე ინვენტარით და ავეჯით მოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიებით, სკოლაში ფუნქციონერებს ბიბლიოთეკა.

გვაქვს სპორტდარბაზი, ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის.

სკოლაში მუშაობს მოსწავლეთა თვიათმმართველობა,სხვადასხვა კლუბები. მე ეკოლოგიურ კლუბს ვხელმძღვანელობ,მიხარია,რომ მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში,ეს იქნება სკოლის დასუფთავება,ეზო-გარემოს გამწვანება თუ მაკულატურის შეგროვება.ამჟამადაც შეგროვილი საკმაო რაოდენობის მაკულატურა, გვინდა გაზეთ ,,კვირის პალიტრის“ მიერ გამოცხადებულ ,,მაკულიტერატურის“ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა და შეძენილი წიგნებით გავამდიდროთ სკოლის ბიბლიოთეკა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა

მე მიყვარს ჩემი სკოლა და მეამაყება,რომ აქ დანერგილი ტრადიციით, ძალიან თბილი და გამორჩეული ურთიერთობები არსებობს სკოლის შიგნით,მოსწავლე-მასწავლებლებსა თუ სკოლის სხვა თანამშრომელს შორის,სკოლა მარტო შენობა ხომ არ არის, აქ ყველაზე ძვირფასი ურთიერთობებია,მე გამიმართლა რომ ვარ ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლე.

ლიკა ნახუცრიშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი