მთავარი » ქრისტიანობა

“არაფერი არ ხდება რაც წარმოუდგენელია… იგივე ვნებათაღელვებია ახლაც რაც ადრე…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2019 | 1,009 ნახვა

მიმდინარე აქტუალურ პრობლემებზე დეკანოზი ლევან მათეშვილი:

“ბერდიაევის მიერ მოტანილი მოსანათლი ებრაელის იგავისა არ იყოს, მართლაც, ეკლესია დაზიანებული ადამიანების დაარსებული რომ ყოფილიყო ერთი საუკუნეც ვერ გაძლებდა. მსოფლიო ეკლესიის ისტორია სავსეა უღირსი ადამიანების ისტორიებით. ცხადია, თანამედროვეებს თანამედროვეები გვაღელვებს, თუმცა, ღვთისთვის ჩვენეული თანამედროვე კონტექსტი ერთ მთლიან აწმყოში ერთიანდება, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთ დაუსრულებელ უდროობაშია და წარიმართება მისი განგებულობით. არაფერი არ ხდება რაც წარმოუდგენელია, მინდა განუგეშოთ, უფალი თუ ჩვენთანაა, ვისი უნდა გვეშინოდეს, უფალი მეფობს და არა ადამიანები, უფალი მომთმენია და მისი სამართალი ჭეშმარიტი.

ჩვენ არც ჩვენ წინაპრებზე უარესები ვართ და არც უკეთესები, იგივე ვნებათაღელვებია ახლაც რაც ადრე, მაგალითისთვის ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან “მარგალიტებს” მოვიტან:დავით კურაპალატი საკუთარმა მიტროპოლიტმა ბარძიმიდან მოწამლა,ტყვეთა სყიდვა საუკეთესო ბიზნესი ყოფილა სასულიერო პირთათვის, მრავალი საეკლესიო კათედრა გაყიდულა და გადაყიდულა, სინოდსაც დომენტი კათოლიკოსის მეთაურობით მიუღია დადგენილება მეფისთვის ისლამის მიღება შეეთავაზებინა და მეფეც დათანხმებულა სინდისდამშვიდებული, კირიონ კათალიკოსი უახლოესმა სასულიერო გარემოცვამ მოკლა და სხვა მრავალი, მაგრამ ასეთი მაგალითების გვერდით თავგანწირვის, ერთგულების, თავმდაბლობის ბევრი მაგალითიც ყოფილა.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რას ვირჩევთ(ერმაც და ბერმაც) , ვისთვის თუ რისთვის ვართ ეკლესიაში, თორემ არასწორად ნაგები, ქვიშაზე დაფუძნებული დიდებულებანი დაინგრევიან და ინგრევიან კიდეც და მრავალი დაფარული თუ დაუფარავი გამჟღავნდება, უბრალოდ, როცა ეს ყველაფერი მოხდება თუ უკვე ხდება, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ სწორი ორიენტირები”.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი