მთავარი » საზოგადოება

“ლაზარეთი” – მოხუცთა თავშესაფარი, სადაც ადამიანებზე, როგორც ოჯახის წევრებზე ისე ზრუნავენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.11.2016 4 კომენტარი | 7,768 ნახვა

მოხუცთა თავშესაფარი „ლაზარეთი“ თბილისში, სანზონაში ნაგომარის №46-ში მდებარეობს. თავშესაფარში ამჟამად 16 მოხუცია. ლაზარეთი მათი უმეტესობა დავრდომილი და შეზღუდული შესაძლებლობისაა. არიან ისეთები მოხუცებიც, რომლებიც თავშესაფარში ოჯახმა, ნათესავებმა გაუსაძლისი პირობების გამო მიიყვანეს. არიან მარტოხელა მოხუცებიც, რომლებსაც არავინ ჰყავთ და ქუჩაში ღვთის ანაბარა იყვნენ დარჩენილები. თავშესაფრის დაარსების იდეა ჯვრის მამის ტაძრის მონაზონ დედა ელენეს (ბერია) გაუჩნდა, რომელიც ტაძრის მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად თავშესაფრის ყოველდღიურ საქმიანობაშია ჩართული. თავშესაფრის დაარსების იდეა მოიწონა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, დალოცა და აკურთხა ეს საქმე.

„ამბიონი“ დედა ელენეს თავად ესაუბრა.

დედა ელენე: – ქუჩაში უამრავი მათხოვრისა და უსახლკარო მოხუცის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ გადამაწყვეტინა თავშესაფრის დაარსება. 2015 წელს მეუფე სვიმეონის კურთხევით პირველი ბენეფიციარები მივიღეთ. სამწუხაროდ, საკუთარი შენობა არ გაგვაჩნია. თავშესაფრისთვის მოხუცთა და მიუსაფართა საცხოვრებელი არენდით გვაქვს.

შემდგომ ჯვრის მამის მონასტრის დედების მეოხებითა და უფლის შეწევნით შესაძლებელი გახდა მეტი ადამიანი მიგვეღო. ლაზარეთი ვინაიდან ყველა ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, გადავწყვიტეთ “ლაზარეთი” დაგვერქმია, სადაც 24 ბენეფიციარის მოთავსებაა შესაძლებელი. თავშესაფარში ოჯახური გარემოა, სამჯერადი კვება და კვალიფიციური მომვლელები. სამედიცინო მომსახურებას მემორანდუმის ფარგლებში მალხაზ კაციაშვილის გადაუდებელი დახმარების ცენტრი გვიწევს, რომელიც მუხიანში მდებარეობს.

– რამდენად ზრუნავენ მოხუცთა თავშესაფრის წევრების სულიერებაზე?

– “ლაზარეთს” ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობს მამა გურამი (ოთხოზორია), რომელიც აზიარებს მოხუცებს და პარაკლის იხდის მათი ჯანმრთელობისათვის. მოდიან სხვა მამებიც. ხშირად გვსტუმრობენ ჯვრის მამის მონასტრიდან დედა ანასტასია და დედა იოანნა. ლაზარეთი უმეტეს დროს კი მათთან მე ვატარებ, ლოცვასა და მოვლაშიც.

– რამდენად გეხმარებიან რიგითი ადამიანები?

– სამწუხაროდ, ჩვენ დაფინანსება არ გაგვაჩნია. რომ არა კეთილი ადამიანები, მრევლი, მათი შემოწირულობა და წყალობა უფლისა, შეიძლება ითქვას რომ ეს ადამიანები ქუჩაში გაუსაძლის პირობებში მოხვდებოდნენ. მინდა აღვნიშნო, უბრალო, მშრომელი ადამიანებისგან უფრო მეტი გულისხმიერება და დახმარება მიგვიღია (თუნდაც მცირედი), ვიდრე იმ ბიზნესმენებისგან, რომლებსაც დახმარების საშუალებაც აქვთ და რესურსიც. ლაზარეთი უფალს მადლობა, რომ არსებობენ სათნო ადამიანები, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული მათგანი.

– რა სახის დახმარება გჭირდებათ ?

– ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის არენდა და კომუნალური გადასახადები. თითოეული მოხუცის მოვლის დაფინანსება/პატრონაჟი რომ რამდენიმე ბიზნესმენმა შეძლოს და ეს არაა დიდი თანხები, პრაქტიკულად შესაძლებელი იქნებოდა უამრავი მიუსაფარი და მოხუცი გამოგვეკვება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი ადამიანების სტატისტიკა არ არსებობს. მაგრამ ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს მათთან, დამეთანხმება, რომ პრობლემა მასშტაბური ხდება.

“ლაზარეთში” კი ყველაფერი გვჭირდება, დაწყებული ჰიგიენური მოვლის საშუალებებითა და მედიკამენტებით, ასევე პროდუქტი და ტანსაცმელი. იმედი გვაქვს, მივაწვდენთ ხმას იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ უამრავ მოხუცს ტკბილი და თბილი სიბერე აჩუქონ.

2616795 – თავშესაფარი.
514742112- დედა ელენე (ბერია)

თეონა ნოზაძე

ლაზარეთი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • Þiko says:

    გამარჯობათ მაინტერესებს ფასიანია თუარა თქვენთან მოხუცის მოყვანა და არის თუარა ადგილი და რა პირობებია

    • უცნობი says:

      Rogor movidet tkvenamde da fasiania Tu Ara da ramdeni xnit itovebt kalbatoni 80 wlisaa brmaa metki araferi awuxebs

    • ნონა ბრეგაძე says:

      გამარჯობათ.მაინტერესებს ფასიანია თუ არა და თუ ფასიანია რამდენია გადასახდელი.ამასთან ერთად პირობები მაინტერესებს.თუ მიპასუხებთ დიდად დავალებული ვიქნები.წინასწარ მადლობას გიხდით უფალი გფარავდეთ

      • თეონა ნოზაძე says:

        ნონა, მოგესალმებით. ეს ძველი სტატიაა, 2016 წელში მომზადებული. სტატიაში მითითებულია საკონტაქტო ნომერი, ეცადეთ დაურეკოთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი