მთავარი » პოპულარული

“ლაზარესა” და “იავნანას” სოლო კონცერტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.06.2010 | 2,454 ნახვა

ანსამბლი ლაზარესაქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სულიერი და ინტელექტუალური განვითრების ცენტრის დარბაზში ვაჟთა და გოგონათა ანსამბლების “ლაზარესა” და “იავნანას” სოლო კონცერტი გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შექმნილმა ანსამბლებმა საგალობლები და ხალხური სიმღერები: “ღირს–არსი”, “ღმერთი უფალი”, “ყოველთა აღდგომასა”, “ქრისტე აღდგა”, “ჯვარსა შენსა”, “სატრფიალო (მთიულური)”, “ალილო (კახური, მეგრული)”, “საეკლესიო მრავალჟამიერი”… შეასრულეს.

გიორგი სუხიშვილი (ანსამბლების “ლაზარე” და “იავნანას” ხელმძღვანელი): “ჩვენი ანსამბლები 2009 წლის ივნისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიდა. გვქონდა სოლო კონცერტიც, დღეს კი ანგარიშით წარვსდექით ახალგაზრდების, საზოგადოების წინაშე. გვინდა, საგალობლები და ქართული-ხალხური სიმღერები დავხვეწოთ, აღვადგონოთ ძველი ჩანაწერები, ასევე გვსურს, ახალგაზრდებისთვის ვიყოთ ბიძგის მიმცემი, რომ შეისწავლონ ეს საგალობლები. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ანსამბლის არსებობა, რადგან მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს ქართული სულით. ანსამბლში მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა აუცილებელია ჰქონდეთ სმენა, კარგად მეცადინეობის შემდეგ კი მათ მთავარ ანსამბლში გადავიყვანთ. ყველა ადამიანს აქვს საშუალება გამოავლინოს თავისი ხმა. ის ადამიანები რომლებიც დღეს კონცერტში იღებენ მონაწილეობას, ზოგს სმენაც არ ჰქონდა, მაგრამ დღეს ისინი ჩამოყალიბებული მომღერლები არიან”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი