ლაზარეს შაბათი
“ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.
ლაზარეს შაბათი ბზობის წინა შაბათს აღინიშნება.
დღესასწაულის შესახებ “ამბიონს” თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე ესაუბრა.
“ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.
უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.
როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.
ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული. 2 დღე დარჩა იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა. ეს უფლის დიდი სიყვარულით გახლდათ გამოწვეული.
უფლის სიყვარული ყველას მიმართ უსაზღვროა. ქრისტეს მიერ ადამიანებისადმი სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება ჯვარზე გაკვრაა. მაცხოვრის ჯვარცმა, ერთის მხრივ, უდიდესი წყალობა იყო ღვთისა, მეორეს მხრივ – უდიდესი განსაცდელი მისი მოწაფეებისათვის. ვერც ერთი ჩვენი პიროვნული განსაცდელი ამას ვერ შეედრება, რაც შემდგომ უბრწყინვალესი აღდგომის სიხარულით შეიცვალა მოციქულთათვის და ყოველთა მართლმორწმუნეთათვის.
უფალი ჯვარს ურწმუნოებისა და შურის გამო აცვეს. იუდეველებს ჩაფიქრებული ჰქონდათ იესოს მოკვლა.
– იუდეაში წავიდეთ, – უთხრა უფალმა მოწაფეებს. მოწაფეებმა უპასუხეს: იუდეველები შენს ჩაქოლვას აპირებენ და შენ ისევ იქ მიდიხარო? რაზეც უფალმა მიუგო: მე როცა თქვენთან ერთად ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათო.
უფალი ღვთაებრივი ნათელია. ჩვენც, მორწმუნენი, ნათლობის საიდუმლოს მიმღებელნი და მისდამი რწმენით მცხოვრებნი უფალთან ვართ. ღმერთთან ყოფნას მაშინ ვგრძნობთ, როცა ჩვენ მასთან ვართ და ის ჩვენშია.
როდესაც უფალთან კაცი გამოაგზავნეს, ლაზარე ავად იყო. ცნობილია, რომ ლაზარე გარდაიცვალა. უფალმა ეს იცოდა. იესო სიკვდილს დაძინებას ეძახის არა იმიტომ, რომ მას ძინავს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანის სიკვდილი მისთვის მიძინებაა, მის წინაშე ყველა ცოცხალია. ჩვენთვის მძინარე ადამიანის გაღვიძება იოლია, უფლისთვის კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის აღდგინება.
როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.
ლაზარეს ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იქ მრავალი იუდეველი იყო ნუგეშის საცემად მისული. გლოვა 7 დღე გაგრძელდა. უფალი მხოლოდ 4 დღის შემდეგ ჩავიდა. ბეთანიაში მართა იესოს შეეგება. მარიამი კი სახლში იმყოფებოდა. მართამ უთხრა მაცხოვარს: შენ რომ აქ ყოფილიყავი, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მართამ იცოდა, უფალს ძალუძდა მისი ძმის მკვდრეთით აღდგენა. მას სურდა, რომ იესოს მისი ძმა აღედგინა. მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ ვერაფერი თქვა და ასე მიმართა იესოს: მე მჯერა, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს იგი. უფალმა კი უპასუხა, რომ თავად ის იყო ყოველთათვის სიცოხლე: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე”.
უფალი სიცოცხლის მიმცემი და სიცოცხლის წყაროა. რა არის სიცოცხლე?
სიცოცხლე არის ღმერთთან ყოფნა. სიცოცხლე არის თვით უფალი,
ღმერთთან განშორება – სიკვდილი. ადამიანის გარდაცვალება სულის სხეულისაგან გაყრაა, ღმერთთან დაშორება სულისთვის სიკვდილია. თუ სული განეშორება სხეულს, ე.ი. ადამიანი გარდაიცვალა. თუ სული განეშორება ღმერთს ცოდვილობის გამო ე.ი. სული მოკვდა.
სულის სიკვდილი შესაძლებელია ფიზიკური ყოფნის დროსაც. მაგალითად: მოუნათლავი ადამიანი სულიერად მკვდარია, რადგან ის იესო ქრისტეში არ შობილა. მონათლული კი, რომელიც შეგნებულად უსჯულოებაში ცხოვრობს და შეუნანებელი ცოდვილია, ის სულიერად მკვდარია. მისი საქმეები მის სიკვდილს მოწმობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაცოცხლება, მოქცევა და მობრუნება არ შეუძლია, სანამ ადამიანი ცოცხლობს, ყოველთვის ღიაა მისთვის ნათლისღებისა და სინანულის საიდუმლოს კარი.
მართამ უპასუხა: მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა. უფლის დარიგებით მართა რწმენაში განმტკიცდა და მის სულში სიმშვიდემ დაისადგურა. მას უნდოდა, მარიამსაც მიეღო ეს ნუგეშისცემა და თუმცა უფალს ის არ უხმია, მართამ მარიამს უთხრა, რომ მოძღვარი მასაც უხმობდა.
მარიამმა შეიტყო რა უფლის მოსვლა, უმალ გაემართ მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა.
იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა.
მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!
მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ
მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე.
აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.
ეპისკოპოს ლაზარეს წმიდა ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ბიზანტიის იმპერატორის – ლეონ ბრძენის ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.
ლაზარეს 2 საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე.
საქართველოში მართმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს განსაკუთრებულად ზეიმობს.
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.
თეა სულაბერიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
კაი რა სულ ნუ გაგიჯდიით, თუ ადამიანი სხვა ქვეყანაში დაიბადა და სხვა რელიგია აქვს ესეიგი ის მკვდარია სულიერაად და არ ცხონდებაა, რა დაასჰავა მოუნატკლავმა თუ მშობლებმა არ მონათლეს და ადრეულ ასაკში იგუპება, ესეიგი არ ცხონდებაა? იყავი კეთილი და გვთის მოშიში რაგაც კანონებს ნუ იგონებთ. გიყვარდეთ ადამიანი და ეგ არის შენი რწმენაც!!!
მთავარი რწმენაა,დაილოცოს უფლის განგება
აქ სადმე წერია რომ მამა იაკობმა თქვა სხვა ქვეყანაში დაბადებული ვერ ცხონდებაო ,აქ ლაპარაკია სულის მდგომარეობაზე ღმერთთან და ღმერთის გარეშე თუ რას განიცდის ”ვისაც ქრისტეს სული არ აქვს არა არს ღმრთის” და სხვა ქვეყანაში დაბადებულს ვისაც ქრისტეს შესახებ არ გაუგია. როგორც ამბობს მოციქული პავლე ისინი თავის ”გულის სვინდისისგან” განისჯებიან და დავაკვირდეთ რაზეა ლაპარაკი და მერე ვთქვათ ვინ უფრო გაგიჟებულია :)
auuu es ra aris?
მართლმადიდებლობა ქადაგებს:რამდენი ადამიანიცაა იმდენი გზა არსებობს უფალთან მისასვლელი. მართლმადიდებლობა კი ყველაზე სწორი, ჭეშმარიტი და სასარგებლო გზაა ადამიანისათვის. ეს მცირე რამაა რისი დაწერაც აქაა შესაძლებელი, მეტის თქმაც შეიძლება. გავიღრმაოთ ცოდნა და ასეთი მცდარი აზრი აღარ დაგვებადება.
თუ ადამიანი სხვა ქვეყანაში დაიბადა და სხვა რელიგია აქვს ესეიგი ის მკვდარია სულიერაად და არ ცხონდებაა, რა დაასჰავა მოუნატკლავმა თუ მშობლებმა არ მონათლეს და ადრეულ ასაკში იგუპება, ესეიგი არ ცხონდებაა?
გპასუხობ: თუ სხვა რელიგია აქნს, როგორც ამას თქვენ წერთ, როგორ იქნება ქრისტიანი? მეორე- თუ მოუნათლავია – ის მკვდარია, არაა ქრისტიანი. და მესამე – “იყავი კეთილი და გვთის მოშიში რაგაც კანონებს ნუ იგონებთ. გიყვარდეთ ადამიანი და ეგ არის შენი რწმენაც!!!” – ეს თქვენი სიტყვებია – რწმენა რისი უნდა გქონდეს???? რომელი ღმერთის და რელიგიის !!! ესაა მთავარი!
თიკო, ღმერთმა შეგინდოს!გონების თვალი აგიხილოს! ჭეშმარიტ რწმენაში მოგაქციოს!
თიკო, შენ უკვე სულ მთლად გათავხედებული და გატუტუცებული ხარ, ვის ეუბნები სულ ხომ არ გაგიჟდითო? პირველი კომენტარია შენი, ესეიგი სტატიაში ვინც ლაპარაკობს იმას, ცოტა დაუკვირდი რას იძახი.
ეხლა პასუხი:
ჭეშმარიტებას ვინც უარყოფს ვერავინ ვერ ცხონდება, ვერა! სულ ანგელოზივით რომ იცხოვროს. ადამის ცოდვის მერე მართლებიც ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ, იმიტომ რომ ეგ მთელი ჩვენი სიკარგე არ იყო საკმარისი იმ ცოდვის გამოსასყიდად, იმდენად დიდი ცოდვა იყო და საერთოდ ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატებოდა კაცობრიობის გამოხსნა. ქრისტემ გამოისყიდა ეგ ცოდვა.
ეხლა შენ თვითონ განსაჯე, რა აზრის აქვს იმ ადამიანის “ანგელოზობას” ვინც ქრისტეს უარყოფს? ვინც ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას უარყოფს, ვინც ქრისტეს ნამდვილ სიტყვებს არ ისმენს და შეცვლილ-გადაკეთებული მრწამსითაც კმაყოფილდება?
ვინც ჭეშმარიტებას ნახავს მაგრამ მაინც არ აღიარებს და არ მიიღებს, ან “იგნორირებას” გაუკეთებს – ვერ ცხონდება.
იესო ქრისტემ უთხრა ფარისევლებს, რომ არ გენახათ ის რაც არც ერთი კაცისგან არ გინახავთო (ქრისტეს სასწაულები), მაშინ ცოდვა არ გექნებოდათო.
შენი სიტყვები:
“იყავი კეთილი და გვთის მოშიში რაგაც კანონებს ნუ იგონებთ. გიყვარდეთ ადამიანი და ეგ არის შენი რწმენაც!!!”
– რომელ რწმენაზე ლაპარაკობ??? რწმენას მასხარად ნუ იგდებ, იმიტომ რომ რწმენა ჭეშმარიტებაზე უნდა იდგეს არა იმაზე რაც მოგესურვება!
თუ ჭეშმარიტება არ გეცოდინება ბავშვობიდან, ცოდვაც არ გექნება. ხოლო როცა ქრისტეს ჭეშმარიტებას გაიგებ და არ მიიღებ – ვერ ცხონდები.
თუ ჭეშმარიტება არ გაინტერესებს საერთოდ, ეგ ყველაზე უარესი შემთხვევაა – ღმერთია ჭეშმარიტება.
ჩვენ კი, საყვარელო ძმებო, მივიდრიკოთ ამ უკეთური გზისგან, ვისმინოთ უფლისა, რომელიც ამბობს: „იღუაწეთ შესლვად იწროასა მისგან კარისა; ხოლო გეტყვ თქუენ, მრავალნი ეძიებდენ შესლვად, და ვერ უძლონ“ (ლუკ. 13,24). ამგვარად გვმოძღვრავს უფალი და ყველა ღმერთშემოსილი მამა. წმინდა მოწამენი გონებაში იმარხავდნენ რა ამ დღის ხსენებას, თავიანთ სხეულს არ იბრალებდნენ, არამედ ითმენდნენ ყოველგვარ სატანჯველს და სულით იშვებდნენ იმ იმედით, რომ სიმართლის გვირგვნებით შეიმკობოდნენ. სხვები უდაბნოებსა და მთებში იღვწოდნენ, ბევრი ახლაც იღვწის, მარხულობს და ქალწულობას იცავს. არა მარტო მამები, არამედ დედებიც – უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლებიც – ვიდოდნენ ვიწრო ბჭეში, ფიცხელ გზაზე და ზეცათა სასუფეველს იმკვიდრებდნენ. ვინ მოითმენს იმ სირცხვილს, დედები რომ შეიმკობიან გვირგვინებით, ბევრი მამაკაცი კი თავს შეირცხვენს? იქ არ იქნება „რჩევა მამა-კაცისა, არცა დედა-კაცისა“ (გალ. 3,28), არამედ ყველა თავისი შრომის მიხედვით დაჯილდოვდება. არა მარტო უდაბნოებსა და მთებში, არამედ მეტადრე ქალაქებში, კუნძულებზე და ეკლესიებში გაბრწყინდა სულის ცხონების მრავალი მეძიებელი, რადგან ყოველმა თავისი წესის მიხედვით გულმოდგინედ დაიცვა მეუფის მცნებები. გაბრწყინდნენ ეპისკოპოსები, პრესვიტერები და ეკლესიის მოწესენი; გაბრწყინდნენ მეფეები და თავადები, მთავრობანი და ხელმწიფებანი, რადგან მეუფემ – ღმერთმა განსხვავებები როდი დააწესა, ან ერთ ადგილს მეორესთან შედარებით უპირატესობა როდი მიანიჭა, არამედ თქვა: „სადაცა იყუნენ… შეკრებულ სახელისა ჩემისათვის“ – უდაბნოში თუ მთაში, მღვიმეში თუ ჩემი მეუფების სხვა ნებისმიერ ადგილზე, „მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათ. 18,21); მათთან ვიქნები ვიდრე ამა სოფლის აღსასრულამდე და მერმის საუკუნეში დავმწყემსავ მათ საუკუნოდ.
კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით კონსტანტინეპოლში სად არის წმ. ლაზარეს საფლავი.
უკეთილშობილესი ,უსათნოესი და უჭკვიანესი მამა იაკობი
ჩვენთან არს ღმერთი!
amboben–gvwams gmerti, agiareben mis cheshmaritebas,dadian eklesiashi, marxuloben, magram scodaven mware enit(yvelas xom ar sheudzlia chaidinos iaragit mkvleloba) cdiloben tkivili miayenon sxvas, sxvis codvebze da shecdomebze saubroben, tavisas ki ver amchneven(an ar surt danaxva) , ogondac sababi gauchndet da moments ar kargaven, siamovnebt sxvisi ubedureba, warumatebloba, sxvisi dacema. martalia yvela sakutar tavze agebs pasuxs,magram mteli ubedureba isaa, rom dazaralebuls, sheuracxopils, gulnatkens ubidzgeben chaidinon igive codva—upasuxon da axla mat atkinon guli gamwarebul gulze(aidzulos dawyevlos, aginos da sxva xerxit ecados gasces pasuxi borot modzalades). dzalian michirs marxvis dacva–sakvebtan problema ar aris, magram gonebas, grdznobebs ver vumklavdebi, roca matireben–vtiri, roca mawyenineben–mwyins, roca mcemen(mware, gesliani enit) mtkiva… roca ar ganebeben tavs ra unda qna, mudam igive(bindzuri saqcielit) dzalebit mogerieba rtulia,roca morwmune da eklesiuria adamiani(sheidzleba eklesiashi xshirad ar dadiodes magram…) yovel shemtxvevashi cdilobs, rom ar shescodos… mxolod ert gamosavalia–ubralod ar miaqcio yuradgeba,sul win iaro, iyo bednieri sakutar ojaxshi, igvwode warmatebisken da daloco mteri sheni, es ert-erti gamosavalia mat miaxvedro tu ra aris namdvili cheshmariteba, rwmena, sikete—gmerti…