მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

სოფელ ლამბალოში საჯარო სკოლა აშენდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.09.2013 | 2,032 ნახვა

ლამბალოში სკოლა აშენდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმიკაშვილმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მოსამზედებელი სამუშაობის მიმდინარეობა გააცნო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის გრუნტის შესწავლა, სადაც სკოლის მშენებლობა უნდა დაიწყოს. სრულდება სკოლის სრული პროექტის კორექტირება, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ნიუანსები, რომლებიც მანამდე არსებულ პროექტში არ არსებობდა. გრაფიკის მიხედვით ტენდერის ჩატარების ვადები განსაზღვრულია მიმდინარე წლის 18 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით.

ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და წელწადნახევარში დასრულდება. სოფელ ლამბალოში სკოლის ძველი შენობა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მეშვიდე წელია ამ სოფლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება.

ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტებით.

ლამბალოს საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლას შორის, რომლის მშენებლობასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს დაიწყებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი