მთავარი » ქრისტიანობა

“კვირის პირველი დღე – უფლის დღე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2022 | 153 ნახვა

წმ. გრიგოლ პალამა ასე გვმოძღვრავს: „კვირის პირველ დღეს (ანუ კვირა დღეს) უფლის დღე ეწოდება, ვინაიდან იგი უფალს ეძღვნება – უფალს, რომელიც სწორედ ამ დღეს აღდგა მკვდრეთით და წინასწარ გვაუწყა საყოველთაო აღდგომის შესახებ, და დაგვარწმუნა, რომ უეჭველად მოიწევა ეს დღე – დღე აღდგომისა, როცა განქარდება ყოველგვარი მსოფლიო ზრუნვა. „წმიდა-ყავ“ დღე ესე და ამქვეყნიური საქმეების კეთებას თავი ანებე, გარდა აუცილებელი საქმეებისა. შენს ხელქვეითებსაც და ოჯახის წევრებსაც თავისუფლება მიანიჭე, რათა ყველამ ერთად განადიდოთ ის, ვინც სიკვდილისაგან გამოგვიხსნა და, აღდგა რა, ჩვენი ბუნებაც თანა-აღადგინა მკვდრეთით;

რათა ამ დღეს მოიხსენებდე საუკუნო ცხოვრებას და სწავლობდე ღვთის მცნებებსა და სამართალს; და რათა გამოსცდიდე საკუთარ თავს – ხომ არაფერი გამოგრჩა, ხომ არ დაარღვიე რომელიმე მცნება, და ცდილობდე ყოველმხრივ გამოასწორო საქმე; და რათა ამ დღეს საღვთისმსახურო შეკრებას დაესწრო ღვთის ტაძარში და გულწრფელი რწმენითა და სუფთა სინდისით მიეახლო ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს; რათა საფუძველი დაუდო უფრო მკაცრ ცხოვრებას, განუწყვეტლივ განაახლებდე საკუთარ თავს და ემზადებოდე მომავალი ზეციური სიკეთეების მისაღებად. ამგვარად შენ წმიდა-ჰყოფ შაბათს და იშაბათებ ბოროტებისგან განშორებას. კვირა დღეს კი დიდი დღესასწაულებიც შეუერთე და ამ დღეებშიც იგივე გააკეთე, იგივესგან შეიკავე თავი“




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი