მთავარი » დღესასწაულები

კვირაცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება (15.04.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2018 | 1,962 ნახვა

15 აპრილს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მცხეთა მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

“კვირაცხოვლობა არის აღდგომის დღესასწაულის გაგრძელება. ეს არის განსაკუთრებული დღე. ამ დღეს კიდევ უწოდებენ თომას კვირიაკეს. თომა მოციქული იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა უფალი, როგორც ღმერთი. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობოთ. ბედნიერი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი. ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დღეს მაკურთხეს მღვდლის ხარისხში, როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი. წმინდა თომა მოციქული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”,- აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგების შემდეგ რამდენიმე გვარი დალოცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი