მთავარი » ქრისტიანობა

კვეთის მნიშვნელობისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.09.2023 ერთი კომენტარი | 299 ნახვა

საღვთო ლიტურგია პირობითად სამ ნაწილად იყოფა: კვეთა (პროსკომიდია), კათაკმეველთა ლიტურგია და მართალთა ლიტურგია.

კვეთა (პროსკომიდია) საღვთო ლიტურგიის საწყისი ნაწილია. თანამედროვე საღვთისმსახურო პრაქტიკაში იგი III და VI ჟამების კითხვისას აღესრულება. იკვეთება ხუთი სეფისკვერი: ოთხი – ჯვრის, ხოლო – ერთი ღვთისმშობლის გამოსახულებით.  ჯვარგამოსახული სეფისკვერებიდან ერთი, რომელსაც მწირველი (მკვეთელი) მღვდელი გამოარჩევს, არის მთავარი. მისგან ამოიკვეთება ტარიგი, რომელიც ლიტურგიის გარკვეულ ნაწილში შეიწირება და გარდაისახება (გარდაიქმნება) იესო ქრისტეს ყოვლადწმინდა და ყოვლადუხრწნელ ხორცად.

📖 წმინდა მამათა სწავლებით: „პური წინადაგებისაჲ გამოაჩინებს განწმედასა სოფლისასა და გარდამატებულებასა ღმრთისა სახიერებისა სიმდიდრისასა, რამეთუ ძე ღმრთისაჲ ძე კაცისად იქმნა და თავი თვისი წინა-დადვა მსხვერპლად და შესაწირავად, სახსრად და სალხინებელად სოფლისა ცხორებისათვის“.

კვეთის დროს დანარჩენ ოთხ სეფისკვერსაც განსაზღვრული ფუნქცია აქვს. კვერიდან, რომელზეც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამოსახული, ამოიკვეთება ნაწილი დედა ღვთისას მოსახსენებლად. მას მღვდელი დაასვენებს ფეშხუმზე, ტარიგიდან მარჯვნივ, ნიშნად ღვთის წინაშე ღვთისმშობლის განსაკუთრებული პატივისა.

 მესამე კვერიდან ამოიღება ნაწილები მოსახსენებლად წმინდანთა ცხრა დასისა, რომელთაც მღვდელი ტარიგიდან მარცხნივ სამ-სამ წყებად განალაგებს. ბოლოს, დანარჩენი ორი კვერიდან, მღვდელი ამოკვეთს მცირე ნაწილებს ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზეც, რომლებსაც იგი ტარიგის ქვევით, ფეშხუმის დასავლეთ ნაწილში განალაგებს.

 პროსკომიდიის სრულყოფის შემდგომ, როდესაც ხუთივე სეფისკვერი იკვეთება და შესაბამისად განლაგდება ფეშხუმზე, ჩვენ წინაშე მთელი სისავსით წარმოჩინდება ერთობა მოზეიმე და მებრძოლი, მიწიერი და ზეციური ეკლესიისა. ჩვენ ვხედავთ ქრისტეს, რომლის ირგვლივაც შეკრებილია ერთობა წმინდანთა, ცოცხალთა და მიცვალებულთა.  მაშასადამე, ფეშხუმი არის სახე-სიმბოლო ეკლესიის სისავსისა და ერთიანობისა.

პროსკომიდიას საღმრთო ლიტურგიის ცნობილი განმმარტებლები იესო ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს უკავშირებენ. 

წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელის შეფასებით, კვეთა მაცხოვრის მსხვერპლის, მისი ვნებისა და სიკვდილის სახეა, რომელიც პროსკომიდიის აღსრულების წესში წარმოჩინდება. 

წმინდა სვიმეონ თესალონიკელის აზრით, ლიტურგიის საწყისი ნაწილი არის ქრისტეს ხორცშესხმა, ცხოვრების ადრეული წლები, მისი ვნებისა და სიკვდილის წინასწარ უწყება.

მასალა მოამზადა გიორგი მეტრეველმა

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი