მთავარი » ქრისტიანობა

კვერექსი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.05.2018 | 2,734 ნახვა

კვერექსიკვერექსი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული – გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებული მოკლე ლოცვების წყება, რომელსაც კითხულობს დიაკონი ან მღვდელი, ხოლო ლოცვების თითოეულ მუხლზე გუნდი პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“, ზოგიერთ შემთხვევაში „მოგვმადლენ უფალო“.

კვერექსის სახეებია: მცირე, დიდი, მრჩობლი, თხოვნითი, მშვიდობიანი, მიცვალებულის მოსახსენიებელი და სხვა.

მშვიდობიანი, რომელიც იწყება სიტყვებით: “მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ” და თითოეულ მუხლზე გუნდი პასუხობს: “უფალო, შეგვიწყალენ”;

თხოვნითი, რომლის უმეტესი მუხლი მთავრდება სიტყვებით: “უფლისა მიმართ ვითხოვოთ”, გუნდი კი პასუხობს: “მოგვმადლენ, უფალო”. ეს კვერექსი არის მწუხრის, ცისკრის, კათაკმეველთა ლიტურგიისა და მართალთა ლიტურგიის ბოლოს;

მრჩობლი (ე.ი. გაორმაგებული, გაძლიერებული), რომლის თითოეულ თხოვნაზე გუნდი სამგზის პასუხობს “უფალო, შეგვიწყალენ”.

მშვიდობიანი კვერექსი ორნაირია: დიდი, რომელიც 12 თხოვნისაგან შედგება და მცირე, რომელიც მხოლოდ 2 თხოვნას შეიცავს. მრჩობლი კვერექსიც სიგრძის მიხედვით არის დიდი და მცირე. მშვიდობიან და თხოვნით კვერექსებში თხოვნების ბოლოს, მლოცველ ერს მოეწოდება მოიხსენოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი და ყველა წმინდანი და “თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა შევვედროთ”. ამ უკანასკნელ თხოვნაზე გუნდი პასუხობს “შენ, უფალო”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი