მთავარი » ქრისტიანობა

კოვზით ზიარების უსაფრთხოების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.02.2020 | 2,715 ნახვა

კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ადამიანებში მრავალი აზრის გავრცელება ზიარებასთან მიმართებაში.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: წამოიჭრა კოვზით ზიარების უსაფრთხოების საკითხი. მე პირადად არაოდეს მიფიქრია რომ საფრთხის შემცველია ეს ჩემთვის (მრევლის ზიარების შემდგომ დარჩენილ წმ. ნაწილებს- ევქარისტიულ პურსა და წყალგარეულ ღვინოს მღვდელი/დიაკონი ღებულობს იმავე კოვზით) ან სხვისთვის, გამომდინარე ევქარისტიის მადლისა და ენერგიების. თუმცა ისიც გვახსოვდეს, რომ მოციქულ პავლეს მიხედვით, უღირსად და ურწმუნოდ მაზიარებელი ფიზიკური სნეულებებით გაიტანჯება.

ზოგადად, მსჯელობის და აზროვნების საგანი ყველაფერი შეიძლება იყოს და მორწუნეები აგრესიის გარეშე უნდა ჩაერთონ დისკუსიაში. სადაც აგრესიაა, იქ რწმენა არაჯანსაღია.

უნდა ვიცოდეთ, რომ კოვზით ზიარება გვიანდელი საუკუნეების მოვლენაა, ჩნდება ბიზანტიაში და შემდგომ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებმაც გადაიღეს. საქართველოს ეკლესიაში კოვზით ზიარების დაწყების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ მაქსიმალურად ქვედა ზღვარად შეგვიძლია დავასახელოთ მე-11 საუკუნე, რადგან საქართველოში ამ საუკუნეში შეცვალა მოციქულთა იაკობის და პეტრეს ლიტურგიები ოქროპირის და ბასილი დიდის ლიტურგიებმა. ხოლო მოციქულთა ლიტურგიებში დღესაც კოვზის გარეშე ხდება ზიარება, ისევე როგორც თავდაპირველად იგივე ხდებოდა ოქროპირის და ბასილის ლიტურგიებშიც: მრევლის გადაჯვარედინებულ ხელის გულზე სამღვდელო პირის მიერ ევქარისტიული პურის დადება და ბარძიმიდან ევქარისტიული ღვინის შესმა (როგორც ეს დღესაც ხდება საკურთხეველში სამღვდელოების ზიარებისას). მაგრამ თუ ვფიქრობთ რომ ვირუსი ზიარებისას გადამდებია, პირვანდელი საუკუნეების პრაქტიკაც ვერ გვიშველის, არ არის კოვზი, მაგრამ საერთო ბარძიმიდან ვსვამთ და ვეხებით ბაგეებით.

ამდენად, უნდა გვწამდეს, რომ ევქარისტია (ზიარება) უსაფრთხოა რწმენით, სიყვარულით და ღვთისმოშიშებით მაზიარებლისათვის, ხოლო ვისაც აქვს ეჭვი და შიში, სჯობს არ ეზიაროს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი