მთავარი » ხატები და ფრესკები

კორსუნის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.11.2016 | 3,208 ნახვა

ეფესოს, ანუ კორსუნის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი. 988 წლის 9 ოქტომბერს დიდმა მთავარმა ვლადიმირმა ის ხერსონიდან ჩამოიტანა კიევში, შემდეგ ნოვგოროდში და ბოლოს მოსკოვში, სადაც მიძინების ტაძარში, ტრაპეზთანაა მოთავსებული. მეორე გადმოცემის მიხედვით XII ს-ში ხატი რუსეთში საბერძნეთიდან ჩამოაბრძანა პრეისლავამ – პოლოცლის მთავრის გიორგის ქალიშვილმა, რომელსაც მონაზვნობაში ეფროსინე ერქვა.

კორსუნის ღვთისმშობელი

მან მეტად რთული სამოღვაწეო გზა განვლო, პოლოცკში დედათა მონასტერი დააარსა, მისი პირველი იღუმენიაც იყო და 1162 წელს ყოვლადმოწყალე მაცხოვრის ეკლესიაც ააგო. როცა შეიტყო, რომ ჯერ კიდევ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების დროს წმინდა მახარებელმა ლუკამ მისი ხატები დაწერა და ამ ხატთაგნ ერთი ინახებოდა იერუსალიმში, მეორე – ცარგრადში, ხოლო მესამე – ეფესოში, საბერძნეთში ელჩები გაგზავნა, მათ იმპერატორ მიქაელსა და პარტიატქ ლუკა ქრიზოვერხს გადასცეს მისი მდიდრული საჩუქრები და თხოვნა, რომ ეფესოს ღვთისმშობლის ხატი რუსეთში გაეგზავნათ. მათ შეიწყნარეს ღირსი ეფროსინეს თხოვნა და ეფესოდან გაუგზავნეს ხატი, რომელიც მან ოქროთი და ძვირფასი ქვებით შეამკო და მაცხოვრის ეკლესიაში მოათავსა.

1239 წელს, როცა კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი ტოროპცში პოლოცკის მთავრის ბრიაჩესლავის ქალიშვილზე დაქორწინდა, მთავრის მეუღლემ მოინდომა, ეფესოს ხატი თან წაეღო და ტოროფცის ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა, სადაც დღემდე იმყოფება, კორსუნის ხატის სახელითაა ცნობილი და მრავალი სასწაულითაც განდიდდა.

ციმბირის გუბერნიის საოლქო ქალაქ კორსუნში, სამრევლო ეკლესიაში არის ღვთისმშობლის სხვა კორსუნის ხატი. კიდევ ერთი ამავე სახელწოდების გამოსახულება, რომელიც ბერძნული წარწერის მიხედვით 993 წელს უნდა იყოს დაწერილი, ნიჟეგოროდის ხარების მონასტერშია დაცული. ვლადიმირის გუბერნიაში, სერგიევის ლავრის სიახლოვეს, სოფელ გლინკოვში იმყოფება ასევე კორსუნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი; ყველა ეს ხატი ოდითგანვე მრავალი სასწაულით განდიდდა.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).