მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილი მოსწავლეთათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.11.2013 | 3,196 ნახვა

პროექტის „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში“ მონაწილეებს კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილი ჩაუტარდათ

პროექტს „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში“ 2 ნოემბერს, „კონსტიტტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ ჟვანია ესტუმრა.

პროექტის მონაწილე მოსწავლეებს ვახტანგ ჟვანიამ „კონსტიტუციის გაკვეთილი“ ჩაუტარა. ინტერაქტიულ რეჟიმში მოსწავლეებთან საუბარი  კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილი საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს კონსტიტუციის ისტორიაზე, მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმებზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებებზე გაიმართა. ასევე, კონსტიტუციონალიზმის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მოსწავლეებს კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ესაუბრა.

„აღფრთოვანებული ვარ ბავშვებით. ფაქტია, რომ ერკვევიან კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც დღეს, შეიძლება ითქვას, იშვიათობაა. ასევე, ყურადღებით ისმენდნენ და ცდილობნენ განხილვაში მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყვნენ. პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში“ სამოქალაქო საზოგადოების განვითრებისთვის მნიშვნელოვანია. ბავშვები ინფორმირებულები ხდებიან მათი უფლებების დაცვაზე, სახელმწიფო ინტერესების საქმიანობასა და მათ როლზე სახელმწიფოს განვითარების პროცესში“ – აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.
კონსტიტუციონალიზმის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დუშეთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, საჩუქრად ახალი რედაქციის კონსტიტუციის წიგნები გადასცა.

„დღეს უკვე მე-5 შეხვედრა გვქონდა, რომელიც კონსტიტუციას ეხებოდა. ჩვენმა სტუმარმა, კონსტიტუციონალიზმის კვლევის ცენტრიდან, კონსტიტუციის ძირითადი საკითხები ამომწურავად გაგვაცნო, რაც დაგვეხმარება მომავალში. გავეცანით კონსტიტუციის თავებს და მოკლედ დავახასიათეთ ისინი. ჯგუფური მუშაობის დროს შევეხეთ და შევაჯამეთ ადამიანის სხვადასხვა უფლებები. ყოველთვის მოუთმენლად ველი ტრენინგის დღეს, ამ პროექტმა გაამრავალფეროვნა ჩვენი ცხოვრება. რადგან პროექტი დასასრულს უახლოვდება მინდა ვთქვა, რომ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გარდა, ამ შეხვედრებმა სხვა ბევრი რამ მასწავლა“ – განაცხადა პროექტის მონაწილე მოსწავლემ მარიამ ავლახაშვილმა.

პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში“ თვეზე მეტია დუშეთის N1 სკოლაში ხორციელდება. პროექტის მიზანია სამოქალაქო განათლებაში მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. პროექტი Joint Civic Education-ის ეგიდით ხორციელდება, რომელიც Robert Bosch Stiftung-ისა და გაერთიანება MitOst-ის პროგრამა Theodor-Heuss-Kolleg-ის ინიციატივის ფარგლებში მოქმედებს. პროექტის მსვლელობისას, მონაწილეებს ტრენინგკურსები კომუნიკაციაში, მოლაპარაკების წარმოებაში, სამოქალაქო განათლებაში, კონფლიქტების მართვაში, გუნდურობასა და ლიდერობაში ჩაუტარდათ.

პროექტი „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში“ დუშეთის N1 სკოლაში 10 ნოემბერს დასრულდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი