მთავარი » სხვადასხვა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.09.2012 | 1,666 ნახვა

მიქაელ ბოტკოველი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდა. ამ საკითხზე სტამბულში მიმდინარე შეხვედრებს ქართული ეკლესიის დელეგაციაც ესწრება. ისინი ჩამოიტანენ ინფორმაციას და მასზე პატრიარქი წმიდა სინოდის წევრებთან ერთად იმსჯელებს.

“აფხაზური მხარე ითხოვს გარკვეულ თავისებურებებს, რაც ამ ეპარქიისთვის იქნება აუცილებელი და მათ ამ თხოვნით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართეს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, როგორც დედაეკლესიამ, თავი ვალდებულად მიიჩნია, აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდეს. აფხაზები ამბობენ, რომ 20 წელია, მათთან საქართველოს და, შესაბამისად, ქართული ეკლესიის იურისდიქცია ვერ ხორციელდება და აქვთ გარკვეული მოსაზრებები, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომდე მიიტანეს.

აფხაზეთი არის საქართველოს ეკლესიის იურიდიული საზღვარი და იქ სხვა წარმონაქმნი ჩვენი ეკლესიის ნებართვის გარეშე ვერ შეიქმნება”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი