მთავარი » ქრისტიანობა

კონსტანტინეპოლის ეკლესია – ავტოკეფალური ეკლესიები და მათი მეთაურები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.12.2018 | 113 ნახვა

ბართლომეოსი ეკლესიათა დიპტიქში პირველ ადგილზე არის კონსტანტინოპოლის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულების – ანდრია პირველწოდებულის, პავლესა და იოანე ღმრთისმეტყველის მიერ. კონსტანტინოპოლის ეკლესია იყო ბიზანტიის იმპერიის – მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი მართლმადიდებლური სახელმწიფოს ეკლესია. სწორედ ამან განაპირობა მისი პირველი ადგილი ეკლესიათა შორის. მოგვიანებით კონსტანტინოპოლის ეკლესია იღებს მსოფლიო საპატრიარქოს სახელს, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით იგი კანონიკურად მოექცა მართლმადიდებელ ეკლესიათა სათავეში. უბრალოდ, ეს ტიტული გამომდინარეობს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ფუნქციებიდან და მისი მასშტაბიდან. ასევე საყურადღებოა ერთი გარემოებაც: კონსტანტინოპოლის ეკლესიას ხშირად უწოდებენ ეკუმენიკურ საპატრიარქოს, რაც მსოფლიო საპატრიარქოს ბერძნული შესატყვისია (οικουμ̠νίκος – მსოფლიო). აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ეკუმენიკური ეკუმენურისაგან. როგორც აღვნიშნეთ, ეკუმენიკური ნიშნავს მსოფლიოს და კავშირიში არ არის ეკუმენურ მოძრაობასთან.

მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრი არის სტამბოლი (კონსტანტინოპოლი), მისი იურისდიქცია კი ვრცელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მრევლის ოდენობა დაახლოებით 2,5 მლნ-ია, აქედან 20 ათასამდე თავად თურქეთის რესპუბლიკიდან. მსოფლიო საპატრიარქოს ასევე კანონიკურად ექვემდებარება კუნძული კრეტა (საბერძნეთის რესპუბლიკა). მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარება ფინეთის ავტონომიური ეკლესია. კონსტანტინეპოლის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი.

1991 წლის 22 ოქტომბერიდან კონსტანტინეპოლის ეკლესიას მწყემსმთავრობს ბართლომეოსი ყოვლადუწმიდესი ბართლომე.
ერში – დიმიტრიოს არქონდონისი.
დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალი, თურქეთის კუნძულ იმბოსზე.
განათლება მიიღო: რომის გრეოგირიანას უნივერსიტეტში (საეკლესიო სამართლის დოქტორი), შემდგომ ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში (შვეიცარია) და გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში.
1973 წლის 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად ფილადელფიის მიტროპოლიტის ტიტულით.
1990 წელს დაინიშნა ქალკედონის მიტროპოლიტად.
1991 წლის 22 ოქტომბერს არჩეულ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქად, ინტრონიზაცია შედგა 2 ნოემბერს.
საპატრიარქო რეზიდენცია და საკათედრო ტაძარი მდებარეობს კონსტანტინეპოლში (სტამბული).
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საფოსტო მისამართი:
Rum Patrikhanesi, 34 220 Fener-Halic, Istanbul, Turkey. Grand chancellary tel.: (90-212) 525-21-17; Fax:(90-212) 531-90-14.
patriarchate.org

წყარო: www.patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.