მთავარი » კონკურსი

კონკურსში “ჩემი სკოლა” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.02.2015 6 კომენტარი | 4,519 ნახვა

ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” რედაქციამ კონკურსში “ჩემი სკოლა” გამარჯვებულები გამოავლინა.

სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ კონკურსში აქტიურად ჩაერთო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. კონკურსის მონაწილეებმა ჩემი სკოლა საინტერესო კუთხით წარმოაჩინეს მათი თვალით დანახული თავიანთი სკოლა. საკონკურსო მასალები მნიშვნელოვანია ინფორმაციული თვალსაზრისით. თითოეული თემა საფუძვლიანად გაგვაცნობს სკოლის ისტორიას, თუ რა გზა განვლო სკოლამ დღევანდელობამდე, რა პრობლმების წინაშეა დღეს და წარმოჩენილია სკოლის მოსწავლეების ხედვა მათ მოსაგვარებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ საკონკურსო მასალები იყო მეტად სიღრმისეული და გამარჯვებულის გამოვლენა კი რთული, “ამბიონის” რედაქციამ, მიიღო გადაწყვეტილება, გამარჯვებულად გამოავლინოს კონკურსის ორი მონაწილე – I და II ადგილებისათვის. ასევე, გავზარდეთ სიგელების რაოდენობაც. რაც, ვფიქრობთ, უფრო მეტი სტიმული უნდა იყოს მოსწავლეებისთვის, მომავალშიც აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მსგავსი შინაარსის კონკურსებში, ისწავლონ კარგად და იყვნენ ჩვენი ქვეყნის განათლებული, ღირსებული მომავალი თაობა.

“ამბიონის” რედაქცია მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს.

კონკურსში “ჩემი სკოლა” გამარჯვებულები:

თამამ ხალილოვა – სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. რუსთავის №1 საჯარო სკოლა – I ადგილი – გადაეცემა სიგელი კონკურსში გამარჯვებისთვის და ფულადი პრიზი (100 ლარი).

იზოლდა შარაძე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა – II ადგილი – გადაეცემა სიგელი კონკურსში გამარჯვებისთვის და ფულადი პრიზი (50 ლარი).

საუკეთესო წერილისთვის “ამბიონისგან” სიგელი გადაეცემათ შემდეგ მოსწავლეებს:

ანი გრიგალაშვილი – წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა
თაკო გელაშვილი – თელავის მე-2 საჯარო სკოლა
ეკა დავლაშერიძე – სსიპ სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა
ზურა პატარიძე – თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხარის №2 საჯარო სკოლა
მირანდა ჯაჭვლიანი – სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. მულახის საჯარო სკოლა
დინა ხუხუნაიშვილი – სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლა
საბა მარგველაშვილი – სსიპ ქალაქ ქუთაისის №11 საჯარო სკოლა
გიორგი ქველიაშვილი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლა
გვანცა ტურაბელიძე – სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფ. რიონის საჯარო სკოლა
თამარ ყალიჩავა – სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლა
თ. შენგელია – განმუხურის საჯარო სკოლა
გოჩა ნეფარიძე – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ველევის საჯარო სკოლა
მარიამ პერიხანიანი – თბილისის №104 საჯარო სკოლა

გადაცემა “საბავშვო ენციკლოპედია” გადაცემაში გადაიღებს (უფასოდ):

ანი გრიგალაშვილს და მარიამ პერიხანიანს.

***

კონკურსში გამარჯვებულებმა უნდა მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტაზე – ambioni@ymail.com (მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი)

კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 15 თებერვალს, 16:00 საათზე, ინტერნეჟურნალ “ამბიონის” რედაქციაში.

მის.: ხიზანიშვილის 70 , გლდანის მე-5 და მე-6 მ/რ შორის. თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

საკონტაქტო ტელეფონი: 551 55 87 28

გისურვებთ წარმატებებს!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • saba says:

    ver gavige konkursi “chemi skola “skolis mdgomareobis agweras gulisxmobda tu moswavleta biografiis warmodgenas?

  • ნესტანი says:

    საბა, ეს კონკურსი ჩარჩოებით არ იყო შეზღუდული. მოსწავლეებს არა მხოლოდ სკოლის აღწერა და საკუთარი ბიოგრაფიის წარმოჩენა შეეძლოთ სკოლასთან მიმართებაში, არამედ მხატვრული ჩანახატებიც წარმოგვიდგინეს. :) პ.ს. ამ კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე გამარჯვებულად ითვლება, რადგან მათი წერილები გამოქვეყნდა და უამრავმა ადამიანმა წაიკითხა!

    • saba says:

      უღრმესი მადლობა ქალბატონო ნესტან .მე მთელი გულითა და სულით ვულოცავ გამარჯვებას გამარჯვებულებს და ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას ცხოვრებაში.

  • თინი says:

    მახსოვს პირველ მარტამდე შეეძლოთ მსურველებს თემის გადმოგზავნა, რატო დასრულდა ნაადრევად?:(

  • თეონა ნოზაძე says:

    კონკურსის დასრულების თარიღი გამოცხადების დღესვე მითითებული იყო 1-ლი თებერვალი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი