მთავარი » სხვადასხვა

კონფერენცია სოფლის მეურნეობის პრობლემების შესახებ…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.06.2013 ერთი კომენტარი | 7,192 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა (24.06.2013). კონფერენცია შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული საერთაშორისო ქრისტიანული კვლევის ცენტრის ეგიდით მოეწყო და სოფლის მეურნეობის პრობლემებს ეძღვნებოდა.

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე): „სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ პირველი მცნება – მიწის მუშაკობა – ბილიკია ზეცის დასაბრუნებლად. მიწის მუშაკი ამუშავებს ნიადაგას და ახსოვს, რისგან არის მიღებული. ესმის ნათქვამის მნიშვნელობა: მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ენატრება მთქმელი და ზეცა – სახლი. ამიტომ ამ წუთისოფელში თავის შრომას სასოებით ეწევა, გამოითხოვს მფარველობას შემოქმედისგან, აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა, ზომიერი ჰაერი, ქარი, წვიმა და სხვა მრავალი შესაწევნელად მოსცეს ქვეყანას. მიწა არა მხოლოდ იმიტომ გვიყვარს, რომ იქ წინაპრის ძვალია, ძარღვი და ხრტილია ჩანაცრული, ან მხოლოდ ნაყოფის მომცემი, საზრდოა ხორციელი. მიწა ზეცას გაბმული ხსოვნის ძაფია. ჩვენდამი მოცემული აღთქმის გასაღებია. კიბეა ცად აღმყვანებელი. მიწა–სამშობლო თავის უფლებაა ღმერთში.

ვენახი ზეცას მიბჯენილი კიბეა. „ … ახალი ღვინით“, ზიარების სისხლით ცა და ქვეყანა გაერთიანდა. მიწა ჩვენი სულიერი საზრდოს მომცემია, გვასწავლის მორჩილებასა და მოთმინებას, წარმავალს გვანახებს, მარადისობაზე, სიკვდილზე გვაფიქრებს.

ვახტანგ მეექვსე სამართლის წიგნში წერს: „…ბოგანოა კაცი, რომელსაც ვენახი არა ჰქონდეს, რაგინდ სხვა მამული ბევრი ჰქონდეს“ “.

პაატა კოღუაშვილი (პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი):

„რამდენიმე ღონისძიებაა განსახორციელებელი სოფლის მეურნეობის პრობლემებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება დაქუცმაცებულ საწარმოო ბაზის კონსოლიდაციას, მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობით კოოპერაციული გაერთინებების შექმნას, მათ ინტეგრაციას გადამამუშავებელ მრეწველობის საწარმოებთან. ასევე, რაც გლეხკაცს სჭირდება: ხელმისაწვდომი აგრარული მომსახურება, მატერიალურ–ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. აუცილებელია შეიქმნას სპეციალიზებული აგრო საკრედიტო სესხები, ვინაიდან ბანკები გლეხებს არ აძლევენ სესხს.

უზარმაზარი გამოცდილება იყო სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოში. თუ ჩვენ ამ ყოველივეს არ შევხედავთ, როგორც აუცილებლად გადასაჭრელ პრობლემას, პერსპექტივა ძალიან მცირე იქნება.

აუცილებელია გლეხი დაუბრუნდეს სოფელს, მიწას ქვეყნის კეთილდღეობისათვის. აქ არის პრობლემები მიმართულებებსა და მეთოდებზე და ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სადაო იყოს.

ვხედავ, რომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი განათლება, გამოცდილება, ცოდნა არ გააჩნია. მათი დიდი ნაწილი ვერ ერკვევა სიტუაციაში და ვერ დგამს რადიკალურ ნაბიჯებს. ისიც კი არ იციან, რა კანონებია დღეს საჭირო სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისათვის, თუ რა ცვლილებებია კანონში შესატანი. ვერ ჩამოყალიბდა პარლამენტი მიწის საკითხთან დაკავშირებით, რაც უცხოელზე გასხვისებას ეხება. ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია…

ამიტომ მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს მოითხოვს სისტემურ ცვლას სოფლის მეურნეობაში. უნდა გადაიხედოს ის ბალანსი, რომელიც დღეს პარლამენტში გვაქვს. აუცილებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც თავად მივა პროფესიონალიზმთან. ამ მხრივ საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. მოვიდეს ისეთი პარლამენტი, რომელიც გაითავისებს მთელ ამ პრობლემატიკას, რაც საქართველოში გვაქვს.

დღევანდელი მმართველი ხელისუფლება წლის ბოლოსთვის გვპირდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რადიკალურ ღონისძიებებს განახორციელებს, რომელიც მასტიმულირებელი იქნება ეკონომიკური ზრდისა და საერთო კეთილდღეობისათვის ქვეყანაში“.

სამეცნიერო კონფერენციას წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები და მეცნიერები ესწრებოდნენ.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი