მთავარი » ქრისტიანობა

კონდაკი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.07.2017 | 6,083 ნახვა

რომანოზი სიტყვა კონდაკი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

კონდაკი (ბერძ. – მოკლე) – 1) სამღვდელმსახურო წიგნი, რომელსაც იყენებენ მღვდელმთავარი და დიაკონი. მასში მოთავსებულია მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე სათქმელი ლოცვები;

2) ჯოხი, რომელზეც დახვეული იყო პერგამენტის გრაგნილები, სადაც აღწერილი იყო ქრისტიანული საგალობლები. შემდგომ ასევე ეწოდა თავად საგალობლებსაც, რომლებშიც მოცემულია საეკლესიო დღესასწაულის, რომელიმე წმინდანის ცხოვრების, ან ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოკლე აღწერა.

კონდაკის – საგალობლის შემქმნელად ითვლება რომანოზ ტკბილადმგალობელი. ადრე რომანოზ მელოდოსს მიაწერდნენ მხოლოდ შობის კონდაკის ავტორობას, თუმცა ბოლო დროს აღმოჩენილმა 30-მდე კონდაკის ხელნაწერმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ წმ. რომანოზი იყო სადღესასწაულო კონდაკების მრავალი სხვა კრებულის ავტორი.

მ.სკაბალანოვიჩი აღნიშნავს, რომ კონდაკს, საგალობლებს შორის, ტროპარის შემდეგ მნიშვნელობით მეორე ადგილი უკავია და ტროპრის მსგავსად, ისიც გადმოგვცემს სადღესასწაულო მოვლენის არსს, მხოლოდ უფრო დაწვრილებით ასახავს დღესასწაულის შინაარს. იმ შემთხვევაში, როდესაც მსახურებაში მხოლოდ ერთი სადღესასწაულო საგალობელი სრულდება, არჩევანი კონდაკზე კეთდება.

XIX საუკუნის ღვთისმსახურების პრაქტიკაში კონდაკი წარმოადგენს წმიდანის ან დღესასწაულისადმი მიძღვნილ საგალობელს, რომელიც სრულდება ტროპარის შემდეგ, ჩართულია ჟამნში ჰიმნოგრაფიულ კანონში – მესამე-მეოთხე და მეექვსე-მეშვიდე გალობებს შორის.

წყარო: ჟურნალი ქართული გალობა, N1, სექტემბერი 2006 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი