მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

კომპიუტერული თამაშები და ბავშვები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.11.2009 12 კომენტარი | 14,374 ნახვა

რამდენად საზიანოა კომპიუტერული თამაშები ბავშვებისთვის

Counter Strikeკომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის დამკვიდრებასთან ერთად, გამოიკვეთა ახალი პრობლემა – კომპიუტერული თამაშები, სადაც უმეტესად ძალადობის ფაქტები მძაფრად და უხვადაა. ასეთი თამაშები ბავშვების ფსიქიკას საფრთხეს უქმნის. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე თავად ბავშვები?

ლექსო, 15 წლის: “ორი წელია, რაც C.S.-ს (ქაუნთერი) ვთამაშობ, ჯგუფები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამ თამაშის შესახებ გავიგე ინტერნეტის საშუალებით, ძალიან დამაინტერესა. თამაშის დროს მუღამში შევდივარ რომ ვინმემ არ მაჯობოს ადამიანების მკვლელობაში. დღეში 8 საათს ვთამაშობ. ვთვლი, რომ ერთგვარად დამოკიდებული ვარ და შეიძლება ითქვას, უფრო აგრესიულიც გავხდი”.

ირაკლი, 16 წლის: “მე GTA-ს (Grand Theft Auto-მანქანების დიდებული ქურდობა) ვთამაშობ, უკვე 4 წელია. მასში ის მიზიდავს, რომ ვასრულებ მისიებს და შემიძლია მქონდეს მოტო, მანქანა და ა.შ. სწორედ ამიტომ, სულ მინდა ვაკეთო ის, რაც თამაშში ხდება. დღეში 4-5 საათს ვთამაშობ”.

ფსიქოლოგი ბავშვებს და მათ მშობლებს რჩევებს აძლევს:

1. რამდენად საზიანოა ბავშვის ფსიქიკისთვის ის კომპიუტერული თამაშები, სადაც ძალადობაა?

ხათუნა ლებანიძე (ფსიქოლოგი): ბავშვობის პერიოდი არის სამი წლიდან 16 წლის ჩათვლით, ამ პერიოდში ხდება ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბება. პიროვნების ფსიქიკის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა სასიამოვნო სოციალური გარემო. ის თამაშები, სადაც ძალადობაა, პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ვერ მოგვცემს ნაყოფიერ ნიადაგს, ვინაიდან მძაფრი სიუჟეტების აღქმა ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა. ამ დროს, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, ყალიბდება ჰიპერ აქტიურობა ანუ ყურადღების დეფიციტი, ბავშვი კარგავს სწავლის ხალისს, სკოლაში გამოირჩევა ცუდი ყოფაქცევით, უჭირს ათვისება და ა.შ.

Counter Strikeშედარებით რთული გარდატეხის პერიოდია 10-დან 16 წლამდე, ამ ასაკში მიღებული ნებისმიერი ცოდნა გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქიკის განვითარებაზე, ამ პერიოდში ასეთი თამაშებით დაკავებული ბავშვები ხდებიან აგრესიულები, არა მარტო თანატოლების მიმართ, არამედ ოჯახის წევრების, მასწავლებლების და ზოგადად, საზოგადოების მიმართ. ისინი მუდმივად კონფლიქტში არიან საზოგადოებასთან, აღენიშნებათ ასაკისათვის შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ხშირია ნევროზი, რომელიც გამოწვეულია ამგვარი თამაშებისადმი მძაფრი დამოკიდებულების განცდით.

ბავშვებში ამგვარი დამოკიდებულება თამაშისადმი შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვნების კომპლექსით და სწორედ ამ თამაშებით სურთ თვითრეალიზაციის მოხდენა.

ხშირია ბავშვთა ზოგიერთი ანომალიური ფსიქიური მოქმედებანი, სადაც ყურადღების დეფიციტის მიზეზი ნებისყოფის შეკავების სუსტი უნარი და არასწორი მორალური კონტროლია. ანუ ადვილად სჩადიან ცუდ საქციელს და პასუხისმგებლობაც არ აქვთ, ხშირად, არაადეკვატურები არიან.

GTA2. რა რჩევებს მისცემდით ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ ამ ტიპის თამაშებს?

– ვინაიდან თითოეული ადამიანის დანიშნულება არის სწრაფვა პიროვნული სრულყოფისაკენ ე.ი. დადებითი პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ, აუცილებელია, მათ თავისუფალი დრო სასიამოვნო და მათთვის ნაყოფიერ საქმიანობას მოანდომონ. ასეთი სახის თამაშებით დაკარგული დროით ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ადამიანები, ვერც საზოგადოებაში და ვერც სკოლაში. ეს დრო სჯობს მოახმარონ სულიერ ცხოვრებას. ნუ იქნებით დამოკიდებულები ამგვარ თამაშებზე, ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ.

3. ასეთ დროს დიდია მშობლის ფუნქცია. როგორ უნდა მოიქცეს ის?

– მშობლებმა აუცილებლად უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ ეს თამაშები საზიანოა მათთვის, არარელიგიურია. უნდა გაუწიონ ხშირი კონტროლი, თუ რას თამაშობს ბავშვი. აუცილებელია, შვილებთან ხშირი კონტაქტი. ბავშვს არ უნდა დარჩეს ამ თამაშებისათვის დრო. საჭიროა გარკვეული ლიმიტის დაწესება, ბავშვისა და კოპიუტერთან კონტაქტის შემთხვევაში. ასევე საჭიროა წახალისება, რომ ბავშვმა ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე.

მნიშვნელოვანია, პედაგოგის როლიც. მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ სტრატეგია.

საჭიროა მშობელმა ადრეულ ასაკშივე გაიგოს საკუთარი შვილის ინტერესები, რადგან ბავშვის ფსიქიკა ადვილად სამართავია და მშობელს საშუალება ექნება თავიდან აიცილოს შემდგომში ამგვარი მავნე დამოკიდებულება.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • nina says:

    Bavshvis psiqika martlac yvelaze saprtxilo penomenia da titoeuli adamiani valdebulia tavisi wvlili sheitanos mis sworad chamoyalibebashi. Bavshvebi xom qveybis momavals warmoadgenen da aucilebelia qveyanas sagad moazrovne taoba gaezardos..

  • oboba says:

    ბავშვები ცხოვრებაშიც თამშობენ უამრავ ისეთ თამაშს, სადაც ძალადობის ელემენტები მრავლადაა. ასევე რელიგიურ წიგნებში ძალადობის ფაქტებია. აბა ჯოჯოხეთის სცენები აიღეთ. კომპიუტერი მოზარდისთვის დამხმარე საშუალება უნდა იყოს მეტი ხარისხიანი განათლების მისაღებად. სტატია მხოლოდ ცალმხრივია. ქაუნთერის და ჯეტეას გარდა მილიონობით თამაშია. ტექნოლოგიების გამოყენება აღმზრდელობით და საგანმანათლებლო საქმიანობაშჳ აუცილებელია და შეუქცევადი პროცესია.

    იქნებ სხვა ფსიქოლოგებიც გენახათ. ან ინტერნეტში მაინც მოგეძიათ

  • მანანა says:

    e,ra znelia kovelive amis mosmena…teknika kompiuteri shemovida hven cxovrebashi gahirvebam dedebi garet ojaxidan shors gamogvistumra,bebiebis napereb kompiuteris cin gazrdili svilebidan ras mivigebt….droa xelisupleba da mteli sazogadoeba am problemas haugrmavdes da gadaidgas nabijebi siduxhiris dasazlevad,ojaxebshi dedebis dasabruneblad….vshishob am sakitxisadmi gulgriloba mzime chedegs gamoigebs uaxloes momavalshi…gmerto gvihvene xsnis gza….tvalcremliani emigranti deda.bodichi…

  • Avanger says:

    araswors bazrob brat ;) Me GGc (georgian gamer communiity var :D

  • luka says:

    ra sisulelea? saidan moitanet? 18 wlis var da dgemde vtamashob tamashebs… rac ar gaqvt gamocdili da gaketebuli imaze ase tamamad komentarebs rogor aketebt? darwmunebuli var am psiqologs ertxelac ar utamashia raime tamashi… video tamashebi aris ubralod gartobis ert-erti gza, amastan ertad tu tamashs istoriac kargi aqvs gasartobtan ertad sainteresoc xdeba… tan tamashebis bevr kategorias sxvadasxva + aqvs( marto -ebs rom xedavt)… shemovides saqartveloshi anti-piratuli kanoni,rom ver shedzlos yvelam ufasod chaiweros esa tu is tamashi internetidan da mxolod shedzenis shemdeg sheedzlos tamashi, mozardi dziritadad mashin xdebian tamashze damokidebuli, rodesac dzalian bevri satamasho aqvs da ar icis romeli tamashi itamashos. rodesac yidva mouwevs, ufro cota eqneba satamasho da damokidebulic ar gaxdeba.

  • xxGBxx says:

    Me ukve 6 welia vtamashob, satamasho consolebit (Xbox, PS), portabelurit (Ps vita, DS) da PC-ti, dgeshi minimum 9 an 10 saati. tqvenwarmoidginet saertod ar var damokidebuli, ubralod msiamovnebs, rac sheexeba agresias ar var agresiuli ubralod mimachnia, rom vinc idzaxis agresiuli vxdebio es fsiqologiuri zewolit xdeba, imito ro gaugiat, rom tamashis dros agresiuli xdebian, ubralod tamashis processhi var gadaglili xolo bolos aranairi agresia da ase shemdeg ar maxasiatebs :))

  • ერთი უცნობი gamer-ი says:

    უკაცრავად და ფილმებზე რატომ არ გაქვთ ასეთი შეხედულება. მე პირადად არ ვთამაშობ ეგრეწ წოდებულ CS-ს მაგრამ ბევრ თამაშს ვთამაშობ სადაც ცუდად რომ ვთქვათ მკვლელობებია. ამ შემთხვევაში კი ვფიქრობ ეს პიროვნებები უფრო წყნარები არიან საზოგადოებაში და კომფლიკთსაც ერიდებიან რადგან თუ მათ სურთ რომ გადაუარონ 20 კაცს მანქანით ( ეს შესაძლებელია GTA-ში) ისინი გადაუვლიან ვირტუალურ სამყაროში და არა რეალობაში და იქ დაიკმაყოფილებენ თავის სურვილს. თუ აქვთ საერთოდ ასეთი სურვილი რაც არამგონია რომელიმე მოთამაშეს ჰქონდეთ მოკლედ რომ ვთქვათ ისინი მთელ თავის აგრესიას თამაშში ხარჯავენ და გარეთ პირიქით რადგან იციან ეს რას ნიშნავს. ბევრი ხეპრე და გაუნათებელი არსებისგან განსხვავებით რომლებიც BMW ებით და RAYBAN ანებით ვითომ და “ადრიფტავებენ” შესაძლებელია მათ მართლა გაიტანონ რეალობაში 20 ადამიანი. პრობლემა მხოლოდ იმაში არის რომ მოთამაშეებს შეიძება ბევრი სხვა რამისთვის დრო არ დარჩეთ იყვნენ არაკომუნიკაბელურები მაგრამ თქვენგან განსხვავებით უცხოელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს რომ მოთამაშეები გაცილებით უფრო კოორდინირებულები და თვითკონტროლირებადები არიან. მოკლედ ამაში ცუდი არაფერია ყველაფერს უბრალოდ ყველაფერს ნორმა ჭირდება. თუ დღეში 20 საათი კომპიუტერთან ზიხარ ელემენტარული სკამის ფორმას მიიღებ და თვალთ დაგაკლდება.

  • Ucnobi says:

    Es aris sruli idiotoba jurnalistis tvinis nacyleti ubralod dzaan uazro ragaceebi weria.martalia azianebs fsiqikas magram aucilebelicaa radgan adamiani unda gsnvitardes da kidev XXI saukunea komliuteri yoveldgiuri cxovrebis nawili xdeba da am gamowvevad bavshvebi tamamad igeben magram mshoblebi romlebic dzvelmoduradarian agzdilebi mat surt rom shvilebi matnairebi gamovidnen magram es sheudzlebelicaa radgan adamiani vitardeba d misi ertdoneze gachereba arsheidzleba

  • nini says:

    me piradat getanxmebit.sashineli ziani moaqvs mozardistvis ..chemi 16 wlis shvili tamashobs dgeshi 10 saati ..aris sashineli agresiuli absuliturad yvelas mimart ..ar aqvs kontaqti mshoblebtan ..sul aris tavis tavtan chaketili marto…ar ainteresebs swavla da saertod araperi garda kompiuterisa …es ar aris normaluri ..me rodesac interneti gavtishe amas moyva dzalian cudi shedegi .mtvreva da ase s….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი