მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ შევარჩიოთ კომპიუტერთან სამუშაო სათვალე?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.12.2013 6 კომენტარი | 25,142 ნახვა

რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან სამუშაო სათვალეს და საჭიროა თუ არა მისი შერჩევისას ოფთალმოლოგთან კონსულტაცია? კომპიუტერის სათვალე ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი-ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე (DKC დავით კოდუას კლინიკა):

„კომპიუტერთან სამუშაო სათვალის მთავარი მახასიათებელია ლინზის ანტირეფლექსური ფენა, რომელიც იცავს თვალს გამოსხივებისგან. მისი შერჩევისას ოფთალმოლოგის კონსულტაცია საჭირო არ არის. სათვალეების დიდ არჩევანს გვთავაზობენ ოპტიკური მაღაზიები, ამიტომ მისი შეძენისას მთავარია მიუთითოთ, რომ გესაჭიროებათ კომპიუტერთან მუშაობისთვის. ფასი დამოკიდებულია სათვალის ხარისხზე, ამიტომ განსხვავებულია (ვარიაბელობს)“.

სათანადოდ გვიცავს თუ არა კომპიუტერის გამოსხივებისგან კომპიუტერთან სამუშაო სათვალე და შეიძლება თუ არა გამოიწვიოს რაიმე დისკომფორტი?

სათვალე ანტირეფლექსური ფენით ახანგრძლივებს მონიტორთან ჩვენს ურთიერთობას, გვანიჭებს კომფორტს კომპიუტერთან მუშაობის დროს, თუმცა მისგან სრული დაცვა არ ხდება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სათვალის ლინზის ხარისხი, სწორედ მასზეა დამოკიდებული კომფორტული ხედვა.

თუ ადამიანი სარგებლობს მხედველობის სათვალით, კომპიუტერთან მუშაობისას როგორ უნდა მოიქცეს?

გააჩნია რეფრაქციის პრობლემას. ახლომხედველი, ანუ მიოპი ახლომანძილზე ან კომპიუტერთან მუშაობისას სათვალეს არ საჭიროებს. პაციენტი, რომელიც ასტიგმატურ სათვალეს ატარებს, მას იყენებს კომპიუტერთანაც, ნათია კობახიძე ამიტომ სასურველია მინა დაფარული იყოს ანტირეფლექსური ფენით.

რაიმე შეზღუდვა ხომ არ არის ბავშვებისთვის მსგავსი დანიშნულებით სათვალის გამოყენებისას?

ბავშვებისთვის ასეთი სათვალის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს.

თუ ადამიანი ვერ ეჩვევა დამცავი სათვალის გამოყენებას, სხვა რა ალტერნატიული საშუალებაა, რომ დავიცვათ თავი კომპიუტერის გამოსხივებისგან?

კომპიუტრეთან ხანგრძლივად მუშაობისას მნიშვნელოვნია პერიოდული შესვენებები 10 წუთით ყოველ 2 საათში ერთხელ, თვალის ვარჯიში და მასაჟი:

ა) იყურეთ მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ – ქვემოთ 5-10 -ჯერ.

ბ) მზერით მოხაზეთ წრე, ანუ თვალით გააკეთეთ წრიული მოძრაობები 5-10- ჯერ.

გ) უყურეთ ჯერ თქვენი ცხვირის წვერს, შემდეგ გაიხედეთ შორს. გაიმეორეთ 5-10 – ჯერ.

დ) 30 სმ-ის მანძილზე ამოარჩიეთ ობიექტი ან დახატეთ მცირე ზომის წრე და უყურეთ 10 წამის განმავლობაში, შემდეგ იყურეთ შორს (სასურველია ფანჯარაში) 1 წუთი. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.

ე) დახუჭეთ თვალები, დაიდეთ საჩვენებელი თითი ზედა ქუთუთოზე და გაიკეთეთ თვალის მასაჟი წრიული მოძრაობებით ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ – პირიქით. გაიმეორეთ 5-10- ჯერ.

ვ) ასეთივე წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი საფეთქლის მიდამოში.

სასურველია, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც იმყოფებით.

თუ გაწუხებთ სიმშრალის შეგრძნება, ჩაიწვეთეთ ცრემლის შემცვლელი პრეპარატები: უკუთეარსი, ოფთაგელი, ცრემლი ნატურალური, დროპსტარი, ქსილოიალი და ა.შ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი