მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

კობა ქუბიაშვილის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.01.2017 | 4,036 ნახვა

koba qubiashvili “ხატწერა არის მსახურება და არა ხელოსნობა, ის ლოცვის ერთ-ერთი ფორმაა”

კობა ქუბიაშვილი 6 წლის ასაკიდან ხატავდა. მისი ნახატები მოსწავლეთა გამოფენებზეც ხვდებოდა. ხატწერა კი საეკლესიო ცხოვრებასთან ერთად დაიწყო. როგორც თავად იხსენებს, მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ მასში ხატწერის მონაცემები შეამჩნია და მისი ლოცვა-კურთხევით გადაწყვიტა ამ საქმიანობას საფუძვლიანად დაუფლებოდა.

კობას მიერ დაწერილი ხატები საქართველოს სხვადასხვა ტაძრებშია დაბრძანებული. მათ შორის: სამების, სვეტიცხოვლის და ბაგრატის საკათედრო ტაძრებში, ასევე სამთავროს დედათა მონასტერში, ქაშვეთში, ბოლნისის სიონში, რუისში, აჭარის, სამეგრელოს, სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და ქართლის ეკლესია-მონასტრებში. ასევე, საზღვარგარეთ – ავსტრალიაში, აშშ-სა და ევროპის ქალაქებში.

macxovari კობა ქუბიაშვილი: – ჩემი პირველი ხატი წმინდა მთავარმოწამე გიორგისაა. არ ვზოგავდი ძალასა და ენერგიას, რომ უკეთესი შედეგისთვის მიმეღწია. დღე-ღამეში საშუალოდ 10 საათი ვმუშაობდი. უფლის წყალობით 2000-ზე მეტი ხატი შევქმენი და თუ არა მისი შემწეობა, ერთ ხატსაც ვერ დავწერდი. მის უწმინდესობასაც ბევრჯერ უნახავს ჩემი შესრულებული ხატები და მოწონება გამოუხატავს. უთქვამს, დახვეწილი ხელი აქვსო. პატრიარქმა ჩემი ხატები საზღვარგარეთ წააბრძანა საჩუქრად, რამდენიმე ქართულ მონასტერს შესწირა.

ხატის დაწერისას წმინდანის ცხოვრებას უნდა გავეცნოთ, რათა შეგვეწიოს წმინდანი. ყოფილა შემთხვევები მოუმართავთ, დამეწერა ხატი, რომელზეც წმინდანის ცხოვრების გადმოცემა არ არსებობს. ეს საეკლესიო კანონიკით არ შეიძლება. ამ წმინდანებზე პატივის მისაგებად ეკლესიამ დააწესა ხატი – “ყოველთა წმინდათა” – საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა, სადაც მოიაზრება ათასობით წმინდანი. ამ ხატზე კონკრეტული სახელები წმინდანებს არ აწერია. ამ დღის საეკლესიო კალენდარშია სავარაუდო სახელები ამორჩეული და კონკრეტული სახელის მიხედვით არაკანონიკურია მათი დაწერა. იქნებ ყრმა იყო ან ხადაზმული ან მღვდელმოწამე. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

კობა ქუბიაშვილის თქმით, ხატმწერი ყოველი ხატის დასრულებისას მადლობას უნდა სწირავდეს უფალს.

wm.giorgi“20 წელია თითქმის, რაც ამ წმინდა საქმეზე მუშაობის ღირსი გამხადა უფალმა. ვიცი, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ხატწერის შესწავლის პროცესი თითქმის მთელი ცხოვრება გრძელდება. ხატმწერი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს შრომაში და უნდა ეცადოს, ყოველი მომდევნო ხატი უკეთესი იყოს. ხატწერის შესასწავლად ნიჭთან ერთად აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, დაკვირვება. საჭიროა ამოხსნა ძველ უნიკალურ ხატებსა და ფრესკებზე ხატვის სტილი და ფერთა გამა. ასევე, სრულყოფილი კომპოზიციის შექმნა, დაუღალავი შრომა და ღამეების თენებაც, თუ გვინდა სასურველი შედეგის მიღწევა. გემოვნება აყალიბებს ხატწერში მის სტილს. ხატწერა არის მსახურება და არა ხელოსნობა. ის ლოცვის ერთ-ერთი ფორმაა. ყველა დამწყებ ხატმწერს ღმერთის შემწეობას ვუსურვებ”, – აღნიშნა ხატმწერმა “ამბიონთან” საუბრისას.

თეონა ნოზაძე

shio mgvimeli davit garejeli


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი