მთავარი » სხვადასხვა

კლინიკური სიკვდილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.11.2012 22 კომენტარი | 17,983 ნახვა

“კლინიკური სიკვდილის დროს ადამიანს სულიერი თვალი ეხილება…”

კლინიკური სიკვდილიკლინიკური სიკვდილი ორგანიზმის ისეთი მდგომარებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიცოცხლის ნიშნების არარსებობა. ამ დროს არ ფიქსირდება გულისცემა, სუნთქვა. ადამიანებს ეხილებათ სულიერი თვალი, რისგანაც გამომდინარეობს ის ხილვები, რომლებსაც ისინი კლინიკური სიკვდილის შემდეგ იხსენებენ.

კლინიკური სიკვდილის შესახებ “ამბიონს” (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური) კონსტანტინე გიორგაძე ესაუბრა :

“კლინიკურ სიკვდილს კლინიკური ეწოდება იმიტომ, რომ ბიოლოგიური სიკვდილისგან განსხვავებით, იგი შექცევადი პროცესია და რეანიმაციული ქმედებების ეფექტურობის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, ანუ გაცოცხლდეს. ბიოლოგიური სიკვდილისას კი უკვე უჯრედი, როგორც ერთეული, მთლიანად მკვდარია.

მოდით, გავიხსენოთ ოთხი დღის ბიოლოგიურად მკვდარი ლაზარე, რომელიც უფალმა გააცოცხლა და აღადგინა. აქედან გამომდინარე, კლინიკური თუ ბიოლოგიური სიკვდილი, უფლის ძალის გადმოსახედიდან, მხოლოდ ხორციელების პირობითი კრიტერიუმებია.

რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს კლინიკური სიკვდილი?

გარე ჩარევის გარეშე კლინიკური სიკვდილი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ ათი წუთი, რამეთუ კვდება იმ ორგანიზმის ნერვული უჯრედები, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ჟანგბადი არ მიეწოდება. Yთუმცა, რა თქმა უნდა, აქაც ყველაფერი ინდივიდუალურია, რაც დამოკიდებულია გარდაცვალების პირობებზე, გარემოს ტემპერატურაზე და სხვა.

რას განიცდის სული კლინიკური სიკვდილის დროს?

ასეთი დადგენილი სტანდარტები, თუ რას უნდა განიცდიდეს სული კლინიკური სიკვდილის დროს, არ შეიძლება არსებობდეს. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები კლინიკური სიკვდილის დროს აღნიშნავენ, რომ სული გამოდის სხეულიდან და ისინი თავის სხეულს, ცალკე მდებარეს ზემოდან დაჰყურებენ. ეს იმის დასტურია, რომ გარდაცვალების დროს სული ხორცს ეყრება. თუ სული არ ბრუნდება სხეულში, კლინიკური სიკვდილი გადადის ბიოლოგიურ სიკვდილში, ე.ი ამ დროს ხორცს ფლავენ, სული კი მარადიულობაში ხვდება, რაც დასტურია წმიდა წერილის ჭეშმარიტებისა და მიწა მიწადვე მიიქცევა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ხორციელი და სულიერი თვალი. წმიდა მამებს, რომლებიც დიდ ღვაწლში იმყოფებოდნენ, დედამიწაზევე ეხილებოდათ სულიერი თვალები და ისინი ხედავდნენ ყველაფერს სამყაროს მიღმა, ხოლო უბრალო ადამიანებს ეს სულიერი თვალი ეხილებათ გარდაცვალების შემდეგ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ხილვები, რასაც ადამიანები ხედავენ კლინიკური სიკვდილის დროს და შემდეგ გვიამბობენ.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს მეცნიერული ახსნა გვირაბის ნახვის შესახებ, რასაც მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან: მხედველობის ველის სისხლით მომარაგება სხვა ველებთან შედარებით არის უკეთესი, რაც განსაზღვრავს მილისებურ, ვერტიკალურ მხედველობას. ჰორიზონტალური მხედველობა უკვე წყდება. ამიტომ კლინიკური სიკვდილის პერიოდში ადამიანი ხედავს სიბნელეს შორ მანძილზე და მას შემდეგ კაშკაშა სინათლეს აღიქვამს, რაც ამ ველის ღეროში არსებული უბნების ფუნქციის შენარჩუნების გამო ხდება…

რა თქმა უნდა, რელიგია სრულად მეცნიერებას არ უარყოფს და ხშირად ითვალისწინებს მას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნება მომეცით ეჭვი შევიტანო ამ დასკვნაში, რამეთუ მხედველობის ველის სისხლით მომარაგება და სხვა ფიზიოლოგიური მოვლენები – ეს ხორციელი სუბსტანციის თვისებაა, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდაცვალების შემდეგ ადამიანი სულიერი თვალებით ხედავს ყოველივეს, ამიტომ აქ, ჩემი აზრით, რამდენადმე შეუსაბამობას აქვს ადგილი.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

22 კომენტარი »

  • Nestani says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა. ყოველთვის ძალიან მაინტრესებდა ამ საკითხტან დაკავშირებით, მართლმადიდებლური შეხედულება. დიდი მადლობა

  • მარიამი says:

    აუუ ძაან მაგარი სტატიაა ძალიან მიყვარს ასეთი რამეების კითხვა…

  • ზურაბ ვარაზი says:

    სულიერი ხედვის გახსნა ხდება აგონიის დროს, ზოგიერთი ექსტრემალური მდგომარეობისას, ზოგჯერ ნარკოზის დროსაც.აღწერილია შემთხვევები, როდესაც ბრმა ადამიანს კლინიკური სიკვდილის დროს გაეხსნა სულიერი ხედვა და იხილა ის რასაც სიბრმავის გამო ვერ ხედავდა,ხოლო რეანიმაციის შემდეგ,ისევ ფიზიკურად ბრმა იყო.ეს ადამიანის უკვდავი სულის თვისებაა,რეალობაა.გარდაცვალების შიში ღმერთთან მიახლოების შიშია.სულიერება და რწმენა იმედის მომცემია.

  • მარიამი says:

    ვისაც კლინიკური სიკვდილი გამოუცდია, კვლავ ფიზიკურად გადარჩენილი სიტყვებით ვერ გადმოსცემს იმ სასიამოვნო განცდას, რასაც იმ დროს გრძნობდა.მე პირადად, იმ წუთს ძალიან გავბრაზდი ყველა იმ ადამიანზე და ექიმზე, ვინც იმ სიმსუბუქიდან გამომიყვანა და სხეულით კვლავ დამამძიმა,გაუცნობიერებლად ისევ იქ, იმ სიმშვიდეში დაბრუნება მინდოდა და ესენი კი ხელს მიშლიდნენ…

  • ნინო says:

    საკმაოდ საინერესო თემაა.სამწუხაროა რომ ნებისმიერი თემა ბოლომდე განხილული არ არის და ამომწურავ ინფორმაციას არ წერთ.

  • თამილა says:

    რა საოცრებაა… და როგორ მინდა ეს ყველაფერი ძალიან მჯეროდეს!

  • სულიკო says:

    კლინიკური სიკვდილი, სული, გული და საერთოდ ვინ სად მიდის და რა ემართება არავინ იცის! ეს სულ მკითხაობა და წარმოსახვის შედეგია!! ჩვენ ვიცით მხოლოდ ლეგენდები ვიღაცა მოკვდა და რაღაცა ნახა მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს 3 დღის მკვდარი აღდგეს და დაიწყოს ლაპარაკი!! ჩვენთვის ეს ყველაფერი დაფარულია!! ერთადერთი რამ არის მთავარი, ეს არსი ქრისტე და აღდგომა ქრისტესი!! ამათ გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, არსებობა არსს კარგავს, თუ ესენი არ არსებობს მაშინ დაღუპულები ვყოფილვართ!!!!

    • ნატა says:

      სულიკო აქ არავითარ ლეგენდას არ აქვს ადგილი: ნახე იუთუბზე და დეილიმოუშენზე ვიდეოების ნაკრები; როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის 4 პროცენტი აღწერს ერთიდაიგივე მოვლენებს არა მგონია ეს დამთხვევა იყოს,ნუ ეხლა რა მათ მოილაპარაკეს? მრავალი ფიზიკოსი თუ ნეიროქირურგი ხსნის მეცნიერულადაც რომ ადამიანის ცნობიერება არსებობს სხეულის გარეშე:ეს არ არის ზღაპარი და როდესაც არაკომპეტენტური ხარ საკითხში კეთილი ინებე და მოიძიე ინფორმაცია და მერე ილაპარაკე

  • სულიკო says:

    სული რომ აქვს ადამიანს ამის დასამტკიცებლად არ არის საჭირო ლეგენდებისა და ზღაპრების მოყოლა!

  • LEONE BASS says:

    მე პირადად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი 16 წლის ასაკში ის, თუ რას წარმოადგენს კლინიკური სიკვდილი და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არამგონია არსებობდეს ამ ქვეყნად ისეთი მეცნიერი რომელიც ახსნის ამ მოვლენას, არამგონია არსებობდეს ისეთი ” მელექსე” რომელიც თუნდაც მიახლოებით აღწერს იმ ნეტარებას რასაც სინათლესთან მისვლის და იმ დიდ თაღში შესვლით განიცდის სული, არამგონია არსებობდეს ისეთი ფერმწერი, რომელიც შეძლებს იმ კაშკაშა ნათების ფერის შექმნას თავისი პალიტრით, არამგონია რაიმე სატრანსპორტი საშუალებით განავითაროს ამ ქვეყნად ვინმემ ისეთი სიჩქარე, როგორითაც ადამიანის სული მიიჩქარის იმ ნათებისაკენ და არამგონია რაიმე საგნით და თუნდაც სიტყვით მიაყენო ადამიანს ისეთი აუტანელი ტკივილი რასაც სული განიცდის ნათებამდე მისვლისას . . .
    სულს ისეთივე აღქმის და აზროვნების, ფიქრის უნარი გააჩნია როგორიც ადამიანს, ერთის განსხვავებით – სულს არ გააჩნია ამპარტავნება და პატივმოყვარეობა, ის ნაზი და უსუსურია თოთო ბავშვივით. . .
    თავიდან იგი სრულ სიბნელეშია და ზევიდან დასცქერის საკუთარ სხეულს, რომელიც აგრეთვე სიბნელეში განისვენებს, იქ დროის შეგრძნება მემგონი არ უნდა არსებობდეს, რაღაცა დროის შემდეგ ფრაგმენტ-ფრაგმენტ, შავთეთრად, ხედავს იმ განვლილ გზას და ხალხს, ვისთანაც ქონდა ურთიერთობა, დაწყებული სკოლის მასწავლებლიდან დამთავრებული ბოლო პიროვნებამდე მის გარდაცვალების მომენტამდე. ეს ყველაფერი სულისთვის აღიქმება როგორც სიზმარი, ხოლო ის წუთები, დაწყებული თავისი სხეულის ზემოდან დანახვიდან, ნათებით და იმ დიდ თაღში შესვლამდე აღიქმება აწმყო დროდ სულის მიერ, ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ იგი სივრცეში ღებულობს ჰორიზონტალურ მდგომარეობას ზურგით ქვევით და ფეხებით წინ იწყებს არანორმალური სიჩქარით სვლას ვარსკვლავისოდენა ნათებისკენ, რომელიც ნელნელა იზრდება მიახლოებასთან ერთად, პარალელურად მოძრაობისა განიცდის აუტანელ, ენითაუღწერელ ტკივილს მთელს მის არსებაში და ირგვლივ რაღაც გულისფეთქვისმაგვარი ხმა მიაცილებს მთელი ის გზა ვიდრე სინათლემდე.
    როდესაც მიუახლოვდება იმ ულამაზეს ათიმათს, ანუ უკუნით სიბნელეს იკან მოიტოვებს და შევა ნათელში მომენტალურად ჩერდება კვლავ სივრცეში დანაგრძობს წოლას ზურგით ქვევით, გარკვეული პაუზის შემდეგ საათის ისრების მოძრაობის საწინააღმდეგოდ წრიულად იწყებს სივრცეში, უკვე ნელა, ტრიალს რომელსაც სამჯერ ასრულებს და დამთავრების შემდეგ კვლავ ჰორიზონტალურად ზურგით ქვევით და ფეხებით იწყებს მის წინ არსებულ თაღში ნელი სვლით შესვლას.( თაღი იდენტურია ქართული ” ი ” ასოსი, უბრალოდ მარჯვენა და მარცხენა ფეხებზექვევიდან დაახლოებით 70 სმ-სა , ასევე ზუსტად ცენტრში თაღს აქვს მრგვალი ბარელიეფური ნაჭდევები დიამეტრალური ზომით დაახლოებით მსუბუქი მანქანის საბურავისა )აი სწორედ მაშინ განიცდის სული იმ ნეტარებას რაზეც ზევით მოგახსენებდით.
    ჩემს შემთხვევაში, მე მხრებამდე შევედი თაღში, საიდანაც იფრქვევა ის ულამაზესი ათინათი, კვლავ ვაგრზელებდი შესვლას, მაგრამ უეცრად ცხელი, უფროზუსტად რომ ვთქვა მდუღარე ჰაერის ტალღა დამეჯახა და გარკვეულ მანძილზე გამომისროლა თაღიდან გარეთ ოღონდ იკვე ვერტიკალურ მდგომარეობაში და გვლავ ნათელში, იქ უკვე ვნახე 6 თვის წინ გარდაცვლილი ჩემი გამზრდელი დიდი ბებია, რომელიც ჩვეული სიყვარულით და ღიმილით ჩამეხუტა და მხოლოდ ეს მითხრა: ჯერ ადრეა . . . მაგრად ჩამჭიდა მარჯვენა ხელზე თავისი ხელი და იგივე არანორმალური სიჩქარით, ახლა უკვე ტკივილის გარეშE, მაგრამ იმ გულისჰეთქვისმაგვარი ხმის თანმხლებით დამაბრუნა კვლავ სიბნელეში სადაც ჩემი სხეული განისვენებდა. . .
    ამის მერე გამომეღვიძა და უკვე პალატაში ვიყავი დაგაყვანილი . . .
    ასე რომ, არც ისე მარტივია სიკვდილი როგორც ზემოდ წერენ !!!

  • ვინმემ მიპასუხეთ გთხოვთ გვპასუხობს მოძღვარი რომ წერია მანდ როგორ დავტოვო მოძღვართან შეკითხვა????

  • თეონა ნოზაძე says:

    info@ambioni.ge – ამ ელ-ფოსტაზე გამოაგზავნეთ კითხვა

  • გიორგი(გრატო) says:

    როგორც იტყვიან: – “არსებობს საგანი, რომელიც უნდა დაინახო, რომ ირწმუნოო, და არსებობს საგანი, რომელიც უნდა ირწმუნო, რომ დაინახოო.”

  • ირმა says:

    მე პირადად გამოცდილი მაქვს კლინიკური სიკვდილი 22წლის ასაკში,საკეისრო კვეთის შემდეგ და არა მგონია მეცნიერებას შეეძლოს მისი ახსნა. არ მახსოვს არანაირი გვირაბი და სინათლე,არანაირი სხეულთან სულის გაყრა. მახსოვს ენით გამოუთქმელი სიმშვიდის,ბედნიერების განცდა რომლის დატოვება ნამდვილად არ მინდოდა,თვალი რომ გავახილე საერთოდ არ მახსოვდა სად და რისთვის ვიყავი,მყავდა თუ არა შვილი,რამოდენიმე საათის განმავლობაში ისევ ბურუსში ვიყავი.

  • გიორგი says:

    კლინიკური სიკვდილი არაა სრული გაყრა ხორცისა და სულისა. რასაც კლინიკური სიკვდილისას ხედავენ, ეს მხოლოდ სახეებია, ხატებია სულიერისა.
    როგორც მეცნიერები ხსნიან გვირაბს, ერთია მისი სიმბოლური დატვირთვა, ლოგიკურია და სანდო.
    კლინიკური სიკვდილი რომ იყოს ხორცისა და სულის სრული გაყრა, მაშინ ასე გვირაბებისა და რაღაც ნათლის სახით ვერავინ იმეტყველებდა. სულიერი თვალი არ ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით იმას, რომ ფრთებიან ანგელოზებს დაინახავს ვინმე სიკვდილის მერე. სულიერი თვალით, იგივე გონების თვალით ხედვა არის ჭვრეტა უხილავი ღმრთისა. უხილავი იმას ნიშნავს, რომ ღმერთს რაიმე ფიზიკური სხეული არ გააჩნია, იგი სულია, მარტივი, ყველგანმყოფი. ანგელოზიცა და ადამიანის სულიც მსგავსია ღვთისა, მას არც ხელები აქვს, არც ფეხები, არც თავი და არც ბოლო, არც მრგვალია და არც უფრომო. იგი ყოველგვარ ფორმასა და გამოსახულებაზე ზემყოფია.
    ეს იმიტომ დავწერე, რომ ბევრი ადამიანი ამ “ხილვების” ტყვეობაშია და სულიერსაც მატერიალური სახით აღიქვამს. ეს მიწიერი სახის ხილვები არის სახეები სულიერი მნიშვნელობის გადმოსაცემად. საზვეერების შესახებ სწავლებაც მსგავსია. სულიერს და მარტივს ამ ხილვების გზით განმარტებულად გადმოსცემენ ხოლმე.
    ეზეკიელ წინასწარმეტყველმა ისეთი ხილვები ნახა, რომ ზოგი ამას უცხოპლანეტელებსაც კი მიაწერს, იმდენად უცნაური სახისაა. მაგრამ მათ არ ესმით წერილი და არც ძალი ღვთისა არ იციან, რადგან მთელს წმიდა წერილში ძალიან ბევრი რამ სიმბოლური სახითაა მოცემული და სულიწმიდა ნებისამებრ განუმარტავს ხოლმე ადამიანებს ამ საახეებს და ამაღლდებიან ხოლმე სულიერისკენ. (სიმბოლური სახის სწავლება ჩვენც ვიცით ხოლმე, როცა ბავშვებს გვინდა რამე თავიან თენაზე გავაგებინოთ; ამ დროს ყველაფერს მათი წარმოდგენების დონეზე გადავცემთ, რომ მიხვდნენ. როცა კი იზრდებიან, ნელ-ნელა რეალურ სახეს ხედავენ)

  • maka-maka says:

    მეც განვიცადე კლინიკური სიკვდილი 21 წლის ასკში ,უცნაური ის იყო არაფერი დამმართია ანუ არც საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი და არც ავარიაში მოვყევი.ერთი პერიოდი მაწუხებდა უძილობა მეღვიძებოდა ერთი და იგივე დროს და ვიტანჯებოდი მოუსვენრობით.და აი ერთხელაც გამეღვიძა და ვფიქრობდი თუ რა სატანჯველი მეტაკა ეს რა უბედურება იყო,ჩემს გვერდით ეძინა ჩემს ქმარს და ორ მცირეწლოვან ბავშვს,გარეთ ისეთი ქარი იყო ანგრევდა ყველაფერს და შიშმა ამიტანა ქმრის გაღვიძებაც ვერ გავბედე,უცებ ჩემი თავი ვიგრძენი ჩემ წინ მყოფი ფანჯრის ჩარჩოს ზედა კუთხეში და პანიკურმა შიშმა შემიპყრო ვერაფრით მივხვდი რა ხდებოდა ვგრძნობდი რომ საწოლში იყო ჩემი სხეული და მზარავდა იმის დანახვის შიში უცებ გამახსენდა რომ ადრე წაკითხული მქონდა სხეულიდა ნ სულის ასტრალურ გასვლაზე და გავიფიქრე აი ეს თურმე რა ყოფილა მეთქი,ქარის ხმა კვლავ მესმოდა უცებ ვიფიქრე ფანჯრიდან გარეთ გავალმეთქი მაგრამ კვლავ შემეშინდა და ვისურვე სხეულში დაბრუნება ძნელი ასაღწერია როგორ შევიგრძენი სხეულში დაბრუნება ვიგრძენი სხეულის პარალელურად როგორ გასწორდა სული ანუ თავი თავის გასწვრივ მერე სხეული ქვემოდან ოდნავ ამოიწია და სული შევიდა მახსოვს გადავირიე ეს რა დამემართა მეტქი სასწრაფოდ მომინდა ქმრის გაღვიძება და ყველაფრის მოყოლა თუმცა ისიც ვიფიქრე რომ ეგონებოდა გავგიჯდი და გადავიფიქრე,რეორე დღეს საბავშვო ბაღში თანამშრომლებს მოვუყევი არ ვიცი დამიჯერეს თუ არა მსგავსი მომენტები რამოდენიმეჯერ მქონია მაგრამ ეს ყველაზე დეტალურად დამამახსოვრდა

  • ioane says:

    ეკლესიაში ვიყავი, მაქამდე გული 2 ჯერ მქონდა წასული ადრეც მარა ეს მესამე უკვე სხვა რამ იყო… მეგობარმა მთხოვა დღეს ბოლომდე ვიყოთო, კარგი თქო და ჩვეულებრივად ვუსმენდით ლოცვას… უცბად ვიგრძენი ის ძველი შეგრძნება მუცლის არეში რომ იწყებს და ყელთან რომ ამოდის ბოლოს და ძმაკაცს ვუთხარი მალე მალე წამო თქო უკვე ვიცოდი რომ გული მიმდიოდა.. სწრაფი ნაბიჯებით ვცდილობდი გავცლოდი ხალხს რომ ვინმეს არ დავცემოდი უკვე თითქმის ვერაფერს ვხედავდი და კარებთან გავთიშულვათ.. ეხლა კარგად აგიხსნით როგორი შეგრძნება იყო… ეს იყო რაღაც სიკაშკაშიდან გამოსვლა.. ჩათვალეთ 300 ით მიდიხართ მანქანით და ფანჯრიდან თავი რო გადაყოთ და თან ფანარი მზე და კიდევ 9000 მზის ნათება რო დაინათოთ თვალებზე.. ვერ აღვწერ მაგ ფერს.. თეთრი შავია მაგასთან შედარებით… ubisoft ის ლოგოს გავდა ეს ყველაფერი.. ტრიალ ტრიალით მოვქროდი საიდანღაც ოღონდ საკუთარ თავს არ ვხედავდი.. ალბათ ეს სული იყო. და რომ გამოვედი ამ ნათებიდან ანუ ჩამთავრდა ეს წრიული ნათება თვალები გავახილე და სიბნელე იყო.. შავთეთრად ვხედავდი ყველაფერს.. და კიდე მინდოდა იმ შეგრძნების გამნცდა… ფაფუკი ვიყავი არც წონა არაფერი… ნელ-ნელა კი მივხდი რომ შავთეთრად კი არ ვხედავდი, იმ ნათების მერე მზის სინათლეს ვერ აღიქვამდა თვალები… ნელ ნელა კი როცა დრო გავიდა დავიმახე რომ თურმე მზე საკმაოდ ანათებდა მაშინაც როცა გონზე მოვედი… მოკლედ ესაა ჩემი ისტორია და კიდევ ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში რაღაც არააამქვეყნიური… წინასწარმეტყველების შემთხვევა 2 ჯერ მქონდა. ერთხელ სეფისკვერი მომაწოდა მამაჩემა ლოცვია დროს და ხელი რო დავადე და გავითიშე, ოღონდ ეს საკურთხევლის დიდი სეფისკვერები როა ის იყო სხვა რაღაცას ეძახიან… ვინმეს თუ არ ჯერა ესეთი რაღაცეების არ მიკვირს… სანამ თვითონ არ გამოვდიან… ვერ გაიგებენ… აღსარების დროს მამაომ საკურთხეველში დალოდება მთხოვა ლოცვას მოვრჩები და მოდიო..
    . კარგი თქო, ფსიქოლოგიიურად სრულიად მწყობრში ვიყავი და უცბად შუბლზე თითქოს ვიღაცამ ცხელი გამათბობელი მომადო… გამიხურდა ისე შუბლი რო ვერ აღვწერ მაგას.. შემეშინდა ჩავჯექი არ მინდოდა ვინმეს დაემახა რო ცუდად ვიყავი და მერე გამიარა.. ტელეფონი მიჯდება და ვეღარ ვწერ.

  • ioane says:

    მაგის მერე კი ასეთი რაღაცეები მოხდა. (შევაერთე დასატენად) ერთ დღეს ბიძა ა მოვიდა ჩვენთან აგარაკზე მანქანით გარეთ გამოვედი და რო გადმოვიდა მანქანიდან შევხედე ვუყურებდი და თითქოს გავშტერდი, რაღაცას რომ დააშტერდებით ისე, თავში კი გამიელვა ფიქრმა: ,,ამას მოკლავენ”
    უცბად დავუბრუნდი ისევ ჩემ თავს და გავიფიქრე რეებს ვფიქრობ დებილი ხო არ ვარ თქო, ბიძაზე და ზოგადად არასდროს არავიზე მაგდაგვარი რამ არ მომსვლია არასდროს, ეგ ბიძაც ჩემს დაბ დღეზეა დაბადებული 26 ნოემბერს. დაახლოებით 2 კვირაში მოკლეს სასტიკად.
    რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დამთხვევას მივაწერე და ასე ვთქვათ თავიდან თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, დანაშაულის გრძნობაც კი მქონდა რომ როგორ გავიფიქრე ეგ თქო. რამოდენიმე ხნის შემდეგ იგივე განმეორდა… ეკლესიის შემდეგ კვირა დღეს ერთ ძმაკაცთან ავდიოდით ხოლმე მე და ჩემი ძმაკაცი.. ერთ კვირასაც ავედით, უკან ვიჯექი ძმაკაცი წინ იჯდა კომპიუტერთან, ისევ ისე გავშტერდი და ისევ მსგავსმა ფიქრმა გაიელვა თავში
    ,,ზურგზე პრობლემები აქვს”
    ისევ გამოვედი მდგომარეობიდან და ანალოგიურად დავიწყე ფიქრი უაზრობებს ვფიქრობ თქო, ბიძაჩემის ამბავიც გამახსენდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე..
    2 კვირაში მირეკავს დისკი ხო არ გაქვს call of duty სო. კი მეთქი რა არის თქო და საავადმყოფოში ვარო და ნოუთბუქზე მინდა ჩავწეროო.. რა გჭირს თქო და ლეიკემიაო.. არც კი ვიცოდი რა იყო, მითხრა სისხლის გათეთრებაო ზურგის ტვინზეო… ფერი გადამივიდა… სამწუხაროდ დაიღუპა.. მას შემდეგ არ მომსვლია ესეთი რამ მაგრამ თუ მოხდება არვიცი რას ვიზამ..
    ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვუთხრა რამე მაგდაგვაივარი და გიჯად ჩამთვალონ..
    ვინმეს თუ ქონია ანალოგიური შემთხვევა გამომეხმიანეთ

  • მაკა says:

    მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა.ძალიან ცუდად ვიყავი,თითქოს ვითიშებოდი,სხეულს ვეღარ ვგრძნობდი,უცებ აღმოვჩნდი ბნელ ფვირაბში,სწრაფად მივქროდი,ბოლოში სინათლე იყო,სინათლისკენ მივქროდი,გამოვედი განათებულ მინდორზე,ისეთი სიმშვიდე და სიმსუბუქე იყო,ენით აუღწერელი,ამ ცოდვილ ქვეყანას ზემოდან ვხედავდი,გარდაცვლილი ნაცნობები ვნახე.იქ არ იყო ორი უკიდურესობა,ჯოჯოხეთი და სამოთხე.იყო ცოდვილები რომლებიც დაბალ საფეხურს მიეკუთვნებოდნენ,იმაზე მაღლა უფრო ნაკლებად ცოდვილები და რაც უფრო ნაკლებ ცოდვილი იყო,უფრო მაღლა იყო,სულ ყველაფერზე მაღლა ღმერთია.იქ დარჩენა მინდოდა,მაგრამ მითხრეს რომ ჯერ არ იყო ჩემი დრო და ძალით გამომაბრუნეს უკან,მახსოვს არ მინდოდა წამოსვლა,საოცარი სიმშვიდე იყო,მატერიალური სხეული,ტკივილი იქ არ იყო.ისევ იმ გვირაბში აღმოვჩნდი და აზრზე რომ მოვედი მივხვდი რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია.ახლა აღარ მეშინია სიკვდილის.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი