მთავარი » სოფლის მეურნეობა

კივის პლანტაციის გაშენება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.09.2021 | 836 ნახვა

ნიადაგის შერჩევა

კივის გასაშენებლად სასურველია შეირჩეს ქარებისგან დაცული ადგილი. ნიადაგს უნდა ჰქონდეს კარგი დრენირების უნარი და ასევე 1-1,5 მეტრის სიღრმეზე თავისუფალი უნდა იყოს გრუნტის წყლის სიახლოვისაგან. ნიადაგის არის რეაქცია (pH) სასურველია იყოს 5.5-6.0 ფარგლებში მაქსიმალური მოსავლიანობის უზრუნველსაყოფად, 7.2 მაღალი რეაქცია ამცირებს მცენარის მიერ მიკროელემენტების შეთვისების უნარს რაც მოქმედებს მცენარის მოსავლიანობაზე უარყოფითად. გასაშენებლად ვარგისია მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის ნიადაგები.

ნიადაგის წინასწარი შერჩევისა და ზედაპირული გასუფთავების შემდეგ ხვნას აწარმოებენ პლანტაჟური წესით 50-60 სმ სიღრმეზე. ხვნის წინ სასურველია ნიადაგში შევიტანოთ მინერალური და ორგანული ნივთიერებები: 500 კგ. ფოსფორი, 200 კგ. კალიუმი ასევე შესაძლებელია ორგანული სასუქის შეტანა 80-100 ტონა ნაკელი ჰექტარზე გაანგარიშებით. დამუშავებას აწარმოებენ შემოდგომაზე. პირველადი დამუშავების შემდეგ ხდება ნიადაგის დადისკვა და მოსწორება. გრუნტის წყლებისა და მოსული ატმოსფერული ნალექების ნაკვეთიდან გაყვანის მზინით ეწყობა სადრენაჟო ქსელები არსებული წესების მიხედვით.

საყრდენი სისტემა

კივი მრავალწლიანი ხვიარა მცენარეა, რომელსაც შეუძლია თავისი პროდუქტიულობა შეინარჩუნოს 40-50 წლის განმავლობაში. კივისათვის აუცილებელია მყარი საყრდენი – 1.8 – 2.0 მ-იანი რკინის, რკინაბეტონის ან ხის ბოძი. იმის გამო, რომ აქტინიდია ორბინიანი მცენარეა, ყოველ 7-8 მდედრობით ფორმაზე რგავენ ერთ მამრობით ფორმას, ტენიანი რეგიონებისათვის უფრო რეკომენდებულია T-ს მაგვარი და ჰორიზონტალურ-შპალერული საყრდენების მოწყობა. აღნიშნული ტიპის საყრდენებზე ვარჯი ორმხრივ განათებული და აერაციით უზრუნველყოფილია. საყრდენი ბოძების სიმაღლე ნიადაგის ზედაპირიდან სასურველია იყოს 1.8 მეტრი, საყრდენ ბოძებს შორის მანძილი სასურველია იყოს 6 მეტრი. საყრდენის ბოძების ჰორიზონტალურად მაგრდება 2,0 მ. სიგრძის რკისის ან ხის შველერი, რომლის წვეროებზე და ცენტრალურ ნაწილში მთელ სიგრძეზე იჭიმება 2-2,5 მმ. დიამეტრის მოთუთიებული მავთული. სრულ მოსავლიანი მცენარის ვარჯის სანაყოფე ტოტები ყოველწლიურად მაგრდება მავთულებზე

დარგვის სქემა და დამტვერვა

დარგვის სქემებია 6მX5მ, 4.5მX4.5მ, 4მX5მ. ჰექტარზე მცენარეთა რაოდენობა 300-500 ფარგლებში მერყეობს. კივის პლანტაციის დამტვერვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რომ კივის პლანტაციებში მდედრი და მამრი მცენარეების ფარდობა იყოს 8/1 მდედრი მცენარეების სასარგებლოდ, ასევე რეკომენდირებულია პლანტაციასთან ფუტკრის ოჯახების განთავსება 8 ფუტკრის ოჯახის ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი