მთავარი » ვიდეო

კიკოსის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.10.2009 7 კომენტარი | 10,064 ნახვა

კიკოსის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სასწაულთმოქმედია.

კიკოსის ღვთისმშობელიკიკოსის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი ლუკა მახარებელმა დაწერა და ამჟამად კვიპროსზეა.მისი ასლი კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარშია. ხატთან ერთად ქამრის ასლიც დამზადდა, რომელზეც ქალწული მარიამი და მთავარანგელოზია გამოსახული. კიკოსის ღვთისმშობლოს შემწეობით მრავალი სასწაული აღესრულება, განსაკუთრებით კი უშვილო ოჯახებს შეეწევა და შვილოსნობას მიჰმადლებს მათ.

სამების ტაძარში, კიკოსის ღვთისმშობელთან, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, აღევლინება სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში მისვლამდე მეუღლეებმა სამი დღე უნდა იმარხულონ. ღვთისმშობლის სარტყელს უშვილო ადამიანებს უკეთებენ, იკითხება სპეციალური უშვილობის დასაძლევი ლოცვები. კიკოსის ხათის შემწეობით, უამრავ ადამიანს მიემადლათ შვილი.

ღვთისმშობელი ყველას მეოხი და შემწეა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ რწმენით არ მივუდგებით, მადლს ვერ მივიღებთ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • lika says:

    gamarjobat.dzalian minda tkvengar cheva darigeba mivigo.gatxovebidan 2valican naxevaria gasuli da shvili ar mkavs.ekimtanac vikavi vimkurnale magram ushedegod,erti rcmena makvs ro mec gavxdebi male odesme deda.mkavs modzgvari.sheidzleba ro kikosis gvtismshoblis kamari kvelas gauketdes ra ra unda gavaketo rom chvenzec chatardes locvebi da kamari gaviketo?ugrmesi madloba

  • თეა სულაბერიძე says:

    ლიკა გამარჯობა,

    ღვთისმშობლის სარტყელი შეიძლება ნებისმიერ მსურველს გაუკეთდეს მოძღვრის ლოცვა-კურთხევით.

    სამებაში უშვილობის ლოცვები ყოველდღე 12 საათზე ტარდება, შაბათ-კვირის გარდა. სანამ სარტყელს გაიკეთებთ და თქვენ უშვილობის ლოცვებს წაგიკითხავენ, სამი დღე-ღამე უნდა იმარხულოთ, თქვენ და თქვენმა მეუღლემ.

    მიბრძანდით სამებაში და მამაო ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

  • Luka says:

    lika jobia ro rac ki kitxva gagichndeba shen modzgvrs kitxo

  • ბექა says:

    გამარჯობა თეა,ამ ვიდეოში რაც ამ პოსტს ახლავს,რა საგალობელიცაა,სახელი რა ქვია?

  • ბაია says:

    კიკოსის ღვთისმშობელი შეგვეწიოს ყველას…..მეც მაქვს ეს პრობლემა….მაგრამ მეუღლე პატიმრობაშია….ეკლესიურად ვერა და ვერ მოვაქციე…მე მყავს მოძღვარი,მაგრამ ჯერ ამაზე ,არა მგონია საუბარს აზრი ჰქონდეს…..მარტო სჰემიძლია ეს პარაკლისი გადავახდევინო?მადლობა…

  • maiko says:

    gamarjobat mainteresebs samebashi aris tu ara kikosis xvtishobeli dabrzanebuli da rodis da romel saatze ikitxeba ushvilobis locvebi didi madloba winaswar ufali gfaravdet

  • ზურაბი says:

    გამარჯობათ,გთხოვთ მოგვწეროთ კიკოსის ღვთისმშობლის ლოცვა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი