მთავარი » ქრისტიანობა

კეთილი საქმე – წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.10.2022 | 155 ნახვა

ქრისტიანმა ყოველი კეთილი საქმე, ქველმოქმედება უსასყიდლოდ და უანგაროდ უნდა აღასრულოს. თუ კაცი კეთილ საქმეს იმისთვის იქმს, რომ სასყიდელს ან ჯილდოს მოელის, მაშინ მის კეთილ საქმეს ზნეობრივი მნიშვნელობა არა აქვს; ანუ თუ ქრისტიანი მარტო სასჯელის შიშით ერიდება ცოდვას და კეთილ საქმეს ამიტომ აკეთებს, მაშინ იგი სათნოების დაბალ საფეხურზე დგას და მისი კეთილი საქმე ანგარების ნაყოფია; ხოლო უმაღლესი ხარისხი სათნოებისა ის არის, როცა ქრისტიანი კაცი ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით აკეთებს კეთილ საქმეს და წმინდად ცხოვრობს. თვით ღმერთიც ყველაზე მეტად იმისთვის კი არ უნდა გიყვარდეს, რომ სასყიდელს აღგითქვამს, არამედ იმიტომ, რომ იგი უდიდესი და უკეთესია ყოველთა ზედა. მაშასადამე, კეთილი საქმისადმი თვით შენი ბუნება, ანუ ხასიათი და თვისება უნდა გიზიდავდეს. როგორც შენი სხეული ითხოვს საჭმელს, მსგავსადვე სული და გული უნდა იყოს მომთხოვნი კეთილი საქმისა. ამავე დროს, კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი თავმდაბალი უნდა იყოს. კეთილ საქმეთა შორის უფრო მეტად ის ფასობს, რომელიც ჩვენგან განსაკუთრებულ შრომასა და თავდადებას ითხოვს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი