მთავარი » ეკლესია-მონასტრები

კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2016 | 2,192 ნახვა

კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია კახის წმინდა გიორგის ეკლესია ერთადერთი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარია აზერბაიჯანში. ის სოფელ კახ-ინგილოს ცენტრში, პატარა მდ. კაკისწყლის მარცხენა ნაპირიდან 20-30 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ტაძარი კაკის წმიდა გიორგის სახელითაა ცნობილი.

ხალხური წყაროებიდან ირკვევა, რომ ახლანდელი ეკლესია აგებულია წმიდა გიორგის ძველი საყდრის ადგილზე. ამ ეკლესიის გალავნის შიგნით – ეზოში დაახლობით 40-50 წლის წინათაც კი ეყარა წარწერებიანი დიდი ქვები; ხანდაზმული ინგილოები ირწმუნებიან, თურმე, ეს ქვები ძველი საყდრის ნანგრევებიდან გადარჩენილი ქვები იყოო. მათივე გადმოცემით, ამ ქვებს ქრისტიანი მოსახლეობა თაყვანს სცემდა. დღესასწაულების დროს მათზე „წმიდა სანთელს“ ანთებდნენ და იქვე „თეთრსაც“ სწირავდნენ. ხსენებული ქვები ახლა არსად არ იძებნება, არავინ იცის, რა ბედი ეწია მათ და სად გაქრნენ ისინი.

დღევანდელი ეკლესია (ძველი საყდრის ადგილზე) XIX ს. მიწურულში განაახლა და აღადგინა ივან-ბაბა ბულუღაშვილმა.

წმიდა გიორგის საყდარი ქვის მაღალი გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რომლის ნაშთები დღესაც კარგად შეინიშნება. ჩვენს დრომდე მოაღწია, აგრეთვე, აღნიშნული საყდრის კომპლექსში შემავალმა უძველეს ნაგებობათა ზოგიერთმა ნაშთმა.

ძველი ნეგებობებიდან ყურადღებას იქცევს განცალკევებული სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც რამდენადმე გადაკეთებული და აღდგენილი სახით დღემდეა შემონახული. სამრეკლოს კოშკი აგებულია მდ. ქურმუხის ხევის რიყის დიდი ქვებისაგან კირის ხსნარით, სადაც კამარებისა და გუმბათის სვეტების წყობაში გამოყენებულია, აგრეთვე, კვადრატული მოყვანილობის (22 x 22 სმ) აგური.

სამრეკლოს აღმოსავლეთ ფასადზე აგურისა და ქვის წყობის ჩაღრმავებით (ჩაჭრით) გამოსახულია საკმაოდ დიდი ზომის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი სართული აქვს დათმობილი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი