მთავარი » ეკლესია-მონასტრები

120 წლის შემდეგ კახში, სოფ. ქოთოქლოს სამების ეკლესიაში წირვა-ლოცვა ჩატარდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.10.2019 | 795 ნახვა

პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა კახის რაიონის სოფ. ქოთოქლოს ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში (06.10.2019).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, აღნიშნული ტაძარი იყო უმოქმედო და ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.

პირველი საღვთო ლიტურღია ჩაატარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. საღვთო ლიტურღიის დასრულების შემდეგ, ზ. პატარაძემ, წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან. წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი