მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოს-პატრიარქისა და ათონის მთის წმ. ათანასე დიდის ლავრის წინამძღვრის ქადაგება (30.09.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.10.2018 | 989 ნახვა

პატრიაქი ჩვენთან არს ღმერთი

“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. დიდია უფალი და დიდებულია მისი საქმენი და ვერავინ ვერ მისწვდება მის განგებას.

საქართველო, თქვენ მოგეხსენებათ, უძველესი კულტურის ქვეყანაა, უძველესი რწმენის ქვეყანა. ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება _ ერთი ღმერთის სარწმუნოება. I საუკუნეში საქარველოში გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. IV საუკუნეში, როგორც ბიზანტიაში, ისევე საქართველოში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა მონასტრებთან. მონასტრები დაარსდა IV-V-VI საუკუნეებში. გამორჩეული ადგილი უჭირავს წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი, პროდრომოსი, ჩამობრძანებულია საქართველოში პირველად და ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და თანმხლებ პირებს.

საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა წმინდა მთასთან და დიდი თაყვანისცემა ათონის მონასტრების მიმართ. ჩვენც გვქონდა სავანეები, – ივერონი, იოანე ღვთისმეტყველის სავანე და სხვა.

თქვენო მაღალღირსებავ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებიდან, სადაც თქვენ მოღვაწეობთ. ათანასე დიდის ლავრას უკავია განსაკუთრებული ადგილი და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იგი.

ჩემთვის თქვენი ჩამობრძანება ძალიან ძვირფასია. მე მინდა აღვნიშნო თქვენი დიდი დამსახურების შესახებ მართლმადიდებლობის წინაშე.

რთული დრო არის. ეს სირთულე არამარტო პოლიტურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყოვლადწმინდა ღრვთისმშობლის ლოცვით და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას ჩვენსას.

მე მინდა მოგართვათ ჯვარი, რომელიც ჩვენმა მორწმუნეებმა მოამზადეს თქვენთვის.

ათონის მთის წმ. ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარი არქიმანდრიტი პროდრომი

მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს ვიმყოფებით საქართველოს კურთხეულ მიწაზე, გადმოგცემთ ჩვენი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლს, მისი დიდი წილხვდომი მიწიდან. აღფრთოვანებული ვართ თქვენი მასპინძლობით.

როგორც ცნობილია, საქართველოსა და ათონის მთას უძველესი დროიდან, X საუკუნიდან, მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. დიდი ლავრის დამაარსებლის და პირველი წინამძღვრის წმ. ათანასე ათონელის დედა წარმოშობით გახლდათ ქართველი, კოლხი ქალბატონი. სწორედ წმ. ათანასეს ლავრიდან დაიწყეს ქართველებმა მოღვაწეობა და იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელებმა წმ. ათანასე დიდის ლოცვა-კურთხევით დაარსეს ივერონის მონასტერი.

ვსარგებლობ ჩვენი აქ ყოფნის შემთხვევით და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, დიდ მეუფე ილია II-ს, მაღალყოვლაუსამღვდელოეს მიტროპოლიტებს და მთელ მათ სამწყსოს ასეთი გულთბილი დახვედრისათვის. არ მინდა ვინმე მადლიერების გარეშე დამრჩეს, ამიტომ ამ გასაოცარი მასპინძლობისათვის მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენო უწმინდესობავ, ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავრნო და კურთხეულო სამწყსოვ ყველაფრისათვის რაც ზემოთ მოგახსენეთ.

ვლოცულობთ, ყოვლადწინდა ღვთისმშობელი შეეწიოს ყველა ჩვენგანს და თუ რაიმე, როგორც ადამიანებმა მცირედში შევცოდეთ, შეგვინდოს და შევიდეთ სამოთხეში. მანამ კი ვუსურვებთ ყველას რწმენის სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, სიყვარულს და მაცხოვნებელ სათნოებებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი