მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.12.2018 | 137 ნახვა

ლევან დავითაშვილი-პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბ-ნი ლევან დავითაშვილი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ბატონმა მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გამოყენება.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები, მათშორის მარცვლეული კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა. აღინიშნა რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე.

მისმა უწმინდესობამ ისაუბრა ქართული პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელობაზე და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტრო კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აადგილობრივი წარმოების გაძლიერებას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.