მთავარი » ქრისტიანობა

კათაკმეველი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.07.2017 | 2,181 ნახვა

ნათლისღება კათაკმეველად დადგენა ერთ-ერთი ეკლესიური მსახურებაა, ის წინ უსწრებს ნათლობას. ადამიანს, რომელსაც სურს მოინათლოს, უკითხავენ ლოცვებს; მოსანათლი უარყოფს სატანას, შეუდგება ქრისტეს და აღიარებს თავის რწმენას. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ხდება კათაკმეველი და აქვს უფლება დაესწროს ყველა ღმრთისმსახურებას, ლიტურგიის იმ ნაწილის გარდა, რომელზეც აღესრულება წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლო. დღევანდელ პრაქტიკაში კათაკმეველად დადგენის მსახურება უშუალოდ წმიდა ნათლობის საიდუმლოს წინ სრულდება.

სიტყვა კათაკმეველი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

კათაკმეველი – მოუნათლავი, ქრისტიანული წესით მოსანათლად გამზადებული. ის, ვინც ქრისტიანულ ეკლესიაში ემზადება ნათლობისათვის, სწავლობს სარწმუნოების საფუძვლებს და ეკლესიური ცხოვრების წესებს.

სხვა განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, კათაკმეველი ჰქვია ადამიანს, ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტე, გადაწყვეტილი აქვს ქრისტიანულ ეკლესიასთან შეერთება და ემზადება ნათლობისათვის. ძველად კათაკმევლები ნათლობამდე სპეციალურ სასწავლებლებში სწავლობდნენ ქრისტიანულ სჯულს და ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას; იმ დროს, როდესაც წირვის დროს დიაკვანი (ან მღვდელი) ამბობს – „კათაკმეველნო, განვედით“, კათაკმევლები ტაძრიდან გადიოდნენ და იწყებოდა მართალთა ლიტურგია, რომელშიც მხოლოდ მონათლული მორწმუნეები მონაწილეობდნენ.

დღეს საქართველოში კათაკმევლობა უკვე იშვიათობაა, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ბავშვობაში ინათლება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).