მთავარი » ეკლესია-მონასტრები

კასრის საყდარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.07.2022 | 494 ნახვა

კასრის საყდარი მდებარეობს კახში, მის დასავლეთით, საყარაულოს მთის თხემზე; გარშემო ტყე აკრავს, მას კასრის საყდრის მთის სახელითაც იცნობენ. ეს სახელი ეკლესიამ (და ადგილმა) მიიღო დღემდე შემორჩენილი „საყდრის ქვევრისაგან“, ანუ „საყდრის კასრისაგან“. ამ ქვევრში ინახებოდა კახის მოსახლეობისაგან შემოწირული საზედაშო ღვინო. „დღეს ეს ქვევრი უპატრონოდ არის მიტოვებული და ნახევრად ქვებით ამოვსებული“ (ზ.ედილი, საინგილო, 1947, გვ.161).

საყდრის სამხრეთ აღმოსავლეთთ დაფერდებულ ადგილას, დღესაც კარგად მოჩანს მიწისქვეშა ჩასასვლელი ქვის კიბის რამდენიმე საფეხური, რომელიც დიდი ხანია ჩაქცეულა და ჩახერგილა ღორღითა და დიდი ქვებით.

XIX ს. მიწურულში იგი მოიხსენია ჰერეთის პირველმა ქართველმა მკვლევარმა ალ.ხახანაშვილმა. მისი გადმოცემიდან ირკვევა რომ მიწისქვეშა ჩასასვლელი ზემოდან თაღით ყოფილა გადახურული.

კასრის საყდარი მოხსენიებულია ისტორიულ წყაროებში; ლ.ა.მაღალაშვილის ცნობილი სახარებისთვის მიწერილ „ანდერძში“, ირკვევა, რომ კასრის საყდარი წმიდა სამების სახელზე ყოვილა აგებული – „კასრი სამების“.

კასრის სამების საყდრის აშენების შესახებ ცნობა მოიპოვება ქართულ მატიანეში. იგი აგებუღი ყოფილა საქართველოს მეფე არჩილის მიერ (VIII ს.). ჯუანშერის თხზულებაში ვკითხულობთ, რომ არჩილ მეფე „დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი და ხევსა ლაკაუსტისასა აღაშენა ციხე“. კასრის სამების საყდარი მრავალგზის აოხრებული და აღდგენილი ძეგლია. უკანასკნელად იგი 1912 წ. საკუთარი სახსრებით აღუდგენია მღვდელ მიხეილ ყულოშვილს.

ალ.ხახანაშვილის გადმოცემით, კასრის სამების საყდარი აშენებულთ თეთრი თლილი ქვისაგან, ხოლო ზ.ედილს აღნიშნული აქვს, რომ იგი აშენებულია კლდის ნამტვრევი ქვებისაგან. როგორც ჩანს, თლილი ქვის პერანგი, რომელსაც ალ.ხახანაშვილი შეესწრო, ზ.ედილის დროს (დაახლ. ნახევარი საუკუნის შემდეგ) აღარ ყოფილა დარჩენილი..

კასრის საყდრის უკანასკნელ განმაახლებელს (მ.ყულოშვილი), იგი ადგილობრივი „ტინის“ ქვებისაგან აღუდგენია. აღდგენიდან 10 წლის შემდეგ აღნიშნული ძეგლი საბოლოოდ დაარბიეს მუსავატელებმა. მისგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ზ.ედილის ცნობა სწორედ ამ ნანგრევებში დარჩენილ „კლდის ნამტვრევ ქვაზე“ მიუთითებს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი