მთავარი » სხვადასხვა
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კარტოფილის სოუსი – ტრაპეზი
სამარხვო რეცეპტები
მასალა:
1 კგ. კარტოფილი;
5 ს.კ. ზეთი;
5 ც. პომიდორი (ან 3 ს.კ. ტომატ პასტა);
3 ც. ხახვი;
2 კბილი ნიორი;
მარილი;
პილპილი;
1 კონა ქინძი.
მომზადების წესი
კარტოფილს გავაცალოთ კანი, გავრეცხოთ, დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად, ჩავალაგოთ ქვაბში, დავუმატოთ: ზეთი, კანგაცლილი, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი (ან 1 ჩ.ჭ. წყალში გახსნილი 3 ს.კ. ტომატ-პასტა), წვრილად დაკეპილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი გემოვნებით. მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ პილპილი და წვრილად დაჭრილი ქინძი.
ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.