მთავარი » სოფლის მეურნეობა

კარტოფილის ჯიშები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.01.2023 | 1,302 ნახვა

კარტოფილის ჯიშებს ყოფენ სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით. გამოყენების მიხედვით დადგენილია ოთხი ჯგუფი: სასუფრე, საკვები, საქარხნე და უნივერსალური. ვეგეტაციის მიხედვით კარტოფილის ჯიშები იყოფა: საადრეო, საშუალო და საგვიანო. ამჟამად საქართველოში გავრცელებულია კარტოფილის შემდეგი ჯიშები:

მარფონა – საშუალო ვეგეტაციის ჯიშია, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით. ტუბერი მომრგვალო ოვალური, მსხვილი, ყვითელი გარეკანით; რბილობი შეფერილია ღია ყვითლად, მდგრადია კარტოფილის ვირუსის მიმართ, ახასიათებს ქეცის, ფიტოფტოროზისა და ფოთლების დახვევისადმი რეზისტენტულობა.

იმპალა – ჰოლანდიური წარმოების საადრეო კარტოფილის ჯიშია. პოპულარობა მოიპოვა მყარი და მაღალი (55-დან 62 ტ/ჰა-მდე) მოსავლიანობის და კარგი გემური თვისებების გამო. ტუბერი წაგრძელებულ-ოვალურია, გარეკანი ყვითელი, რბილობი მოყვითალო. გამძლეა კარტოფილის კიბოსა და ოქროსფერი ნემატოდას მიმართ.

ნევსკი – რუსული წარმოშობის საადრეო ჯიშია, რომელიც ხასიათდება კარგი ვირუსის მიმართ, ნაწილობრივ რეზისტენტულია ნემატოდისა და ქეცისადმი; ნაწილობრივი რეზისტენტულია ფოთლების დახვევისადმი.

პიკასო – საშუალო საგვიანო ვეგეტაციის ჰოლანდიური წარმოშობის ჯიშია. ტუბერი ოვალური, დიდი ზომის, გარეკანი ყვითელი, წითელი თვალებით, რბილობი მკრთალ მოყვითალოდ შეფერილი. რეზისტენტულია კარტოფილის ვირუსის, ქეცისა და ნემატოდის მიმართ. ახასიათებს ფოთლების დახვევისა და ფიტოფტოროზის მიმართ ნაწილობრივი გამძლეობა.

ტემპო – მეტად საადრეო ჯიშია. კარგად ეგუება სხვადასხვა გარემო პირობას. გამორჩეულად გემრიელია. მოსავლიანობა 34-61 ტ/ჰა-ზე. კარგად ინახება, გამძლეობას იჩენს კარტოფილის კიბოსადმი.

რედ სკარლეტი – საადრეო ჯიშია. ერთ-ერთი საუკეთესოა წითელკანიანი სასუფრე ჯიშებიდან. მაღალმოსავლიანია (40-60 ტ/ჰა). აქვს დიდი ზომის ტუბერები (85-120გ), ლამაზი გლუვი, წითელი შეფერვის კანით; აქვს ყვითელი ფერის რბილობი. არ ღებულობს მუქ ფერს არც მექანიკური დაზიანებისას და არც მოხარშვის შემდეგ. კარგად ეგუება გვალვას. გამძლეობას იჩენს კარტოფილის კიბოს, კარტოფილის ოქროსფერ ნემატოდას, ფიტოფტოროზის, ფოთლების სიხუჭუჭის და ვირუსული დაავადებების მიმართ.

კარტოფილი (Solanum tuberosum) – ძაღლყურძენასებრთა ოჯახის, ორლებნიანი, ტუბერიანი მცენარეა. წარმოშობის ცენტრად ლათინური ამერიკის ქვეყნები ითვლება, საქართველოში მისი მოყვანა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს. კარტოფილს თესავენ უმთავრესად ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ხულოს, შუახევის რაიონებში; მოჰყავთ მთაშიც (ნინოწმინდის რაიონი, სვანეთი, რაჭა და სხვა), სადაც ნათესები ზღვის დონიდან 2200-2300 მ-მდე აღწევს. საქართველოში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 20-25ტ/ჰა შეადგენს. ახალქალაქის, ახალციხისა და წალკის რაიონებში კარტოფილის მოსავალი უფრო მეტია – 30-35ტ/ჰა.

იზორა – საადრეო ჯიშია, ტუბერების ფორმირება იწყება დარგვიდან 55-56 დღის შემდეგ. ვეგეტაციის პერიოდი 80-90 დღეა. მოსავლიანი ჯიშია. ტუბერები მომრგვალოა, თეთრი. რბილობი თეთრია. სასაქონლო ტუბერის მასა 85-120 გრამია. სახამებლის შემცველობა 12,0-18%, ცილის შემცველობა – 1,7- 2,0%. საშუალოდ ზიანდება ფიტოფტორით და ჩვეულებრივი ქეცით. ვირუსული დაავადებების და კიბოს მიმართ ზომიერად გამძლეა.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი