მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.01.2020 | 880 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტი.

სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:

√ მიწის სამუშაოების მხრივ, საძირკვლის გაძლიერების მიზნით, ჭადრაკული წესით მოეწყო რკინა-ბეტონის საძირკველი.

√ კირის ხსნარზე ქართული მეორადი აგურით გადაეწყო და განახლდა ეკლესიის ოთხივე ფასადის დაზიანებული და დაძრული სტრუქტურული წყობა.

√ ტაძრის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდა ე.წ. „ცოკოლი“-ს საფეხური

√ ინტერიერში კირის ხსნარზე აღდგა საპირე წყობა ავთენტური ტიპის აგურით

√ აღდგა ეკლესიის კამარა და კონქი.

√ ლორფინის იმიტაციის მქონე ფერადი თუნუქით მოეწყო სახურავი

√ ტაძრის დარბაზში იატაკი მოეწყო დახერხილი ქვით ტრადიციული ქართული წყობით

√ დამზადდა და დამონტაჟდა კარ-ფანჯრები ლითონის აქსესუარებით

√ ტაძრის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სარინელი

სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს. “საქართველოს სამშენებლო ჯგუფი-XXI“ -ის მიერ განხორციელდა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი