მთავარი » ქრისტიანობა

კაპადოკია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2018 | 2,014 ნახვა

გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნანა ბახსოლიანი:

ძველსპარსულად “კატპატუკა” კაპადოკია ნიშნავს “დუჰას, ან ტუჰას მიწა”, ან “მშვენიერი ცხენების ქვეყანა”. ეგვიპტურად ეწოდებოდა “კადა ვადუ”.

კაპადოკია განსაკუთრებულად უცნაური, დაგრეხილი, ტალღოვანი ფორმების კლდეებით, დაბურღულ ლანდშაფტს წარმოადგენს. მილიონი წლების წინ ეროზიამ მიწა სქელი ვულკანური წარმოშობის ტუფის შრეებით გადაფარა და კლდოვანი მაღალმთიანი მწვერვალები ჩამოაყალიბა. კაპადოკიის ისტორია 60 მილიონი წლის წინ დაიწყო, როცა დედამიწის ქერქმა გოფრირებული მოძრაობით ამოწია ტავროსის ჯაჭვი. ამ მოძრაობას თან ვულკანის ამოფრქვევა ახლდა. რეგიონში სამი უმაღლესი მწვერვალია: Erciyeş Dağ 3917 (ანუ არგეოსი, რაც ვერცხლს ნიშნავს), Hasan Dağ 3263, Göllü Dağ, რომლებიც დღესაც აქტიური ვულკანებია. ზემოდან ქვემოთ დალექილი შემდეგ მაგრდებოდა გეოლოგიური ნალექით მომდევნო ერაში და კლდოვან ზეგანს აყალიბებდა. ქარი, ყინვა და წყალი ეროზიას იწვევდა და მიწის ქერქს ღრმულებს უკვეთავდა, დეფექტებს ააშკარავებდა. კლდეთა სიმაგრე ეროზიის განსხვავებულ ხარისხზე მიუთითებს. ზედაპირზე რბილი ტუფა ქმნის ღრმა ნაპრალს, რომლის შემდეგ ქარი თავისებურ ფორმას აძლევს – აყალიბებს კლდის მწვერვალებს. მაგარ, შავ ბაზალტში წყალი ქმნის ლამაზ ნაპრალებს, რომელშიც იგი იჟღინთება, აღრმავებს ნაპრალს ვიდრე არ ჩამოყალიბდება ვერტიკალური ფილები ან ამონაჭრები გარდი-გარდმო ბაზალტის ზედაპირსა და ტუფაზე.

კაპადოკია

ყიზილ-ირმაკი ყველაზე გრძელი მდინარეა. იგი სხვადასხვა მდინარეებით მარაგდება, ნაწილობრივ მთიდან ჩამოსული გამდნარი თოვლითაც. ეს კანიონებია: `თეთრი თოვლიანი ხეობა” და იჰლარას ხეობა.
VIII-VII ათასწლეულებში ძვ. წ. ნეოლითელი ადამიანები დასახლდნენ ჰაჩილარსა და ჩათალ ჰუიუქში, ნასახლარებზე უძველესი ნახატები ლანდშაფტისა და არგეოსის ვულკანისა დღემდეა შემორჩენილი.Qქვა-სპილენძისა და ბრინჯაოს ხანაში შეიძინა საკუთარი ეთნიკური და კულტურული ნიშნები და ამ მახასიათებლებით ფორმირება მიიღო ხათურმა ცივილიზაციამ ძვ. წ. III ათასწლეულში.

ასურული არქივის თანახმად, სამეფოს დედაქალაქი იყო ქანესი, დღევანდელი ქიულთეფე. ძვ. წ. 1900 წ. ხათური ცივილიზაცია შეიცვალა ახალმოსული ნესიტებით, რომლებიც ამავე რეგიონში დასახლდნენ. ამ ორი ხალხის შერწყმით მივიღეთ ხეთური ცივილიზაცია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საუკუნეების მანძილზე ძლევამოსილ სახელმწიფოდ დომინირებდა. ხეთური დინასტიები მართავდა მთელ იმპერიას, რომელიც ებრძოდა ბაბილონსა და მითანის მეფეებს იმისათვის, რომ ეგვიპტის საზღვრებამდე მიეღწია. ხეთების მზის ჩასვლამ ძვ. წ. XII ს. გამოიწვია ახალი ხალხების შემოსევა, რამაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ თაბალის გაერთიანებული სამეფო კაპადოკიაში. მიდია-ლიდიას შორის ომმა კაპადოკია საბრძოლო მოქმედებების ასპარეზად გადააქცია, დასუსტებული კაპადოკია სპარსეთის სატრაპიად იქცა ძვ. წ. VI ს. შუა ხანებში. ძვ. წ. 404 და 362 წწ. მისი მოსახლეობა აჯანყდა სპარსეთის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელზე იერიში ალექსანდრე დიდმა მიიტანა. ამის შემდეგ, თავად ალექსანდრემ კაპადოკიური ამბოხიც ჩაახშო, 332 წ. მაგრამ დიოდოქოსებს შორის ბრძოლამ და ალექსანდრეს სიკვდილმა უბიძგა არიარტეს II-ს დაეფუძნებინა კაპადოკიის სამეფო, რომელმაც ძვ. წ. II ს-ის ბოლომდე იარსება. რომაელებმა დაიპყრეს ანატოლია ძვ. წ. 66 წ. გააპარტახეს ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელოვანი კერები, რადგან კაპადოკია რომის პოლიტიკური ბრძოლების და იმპერიის საზღვრების გაკონტროლებისათვის წარმოებული ბრძოლის ასპარეზად იქცა და ეს კარგად ჩანს სხვადასხვა ციტადელებიდან.

396 წ. აღმოსავლეთ რომის იმპერიის მიერ კაპადოკიის ანექსიამ დაასრულა რეგიონის ქრისტიანიზაცია.Aადგილობრივმა მოსახლეობამ მხურვალედ მიიღო ახალი რწმენა. რელიგიური თემები აქტიურ როლს თამაშობდნენ, ქადაგებდნენ სულიერებას და ყოველგვარ სიკეთეზე უარს ამბობდენენ. ამ გზით, ადრექრისტიანული განდეგილები იზიდავდნენ ამ ადგილებში ჩამოყალიბებულ რელიგიურ თემებს, კლდეებში ჭრიდნენ მონასტრებს. პირველი კლდოვანი ქვაბული აიგო წმ. სიმონის მიერ, მან ააგო კელია და თავადვე დამკვიდრდა, მას სხვებიც შეუერთდა. ეს დოქტრინა, (ხატმებრძოლეობის პერიოდი) რომელიც უპირისპირდებოდა წმიდა გამოსახულებათა თაყვანისცემას, იმის საფუძველს ქმნიდა, რომ აღდგენილიყო სულიერი ღირებულებები, რომელიც გამოსახულებათა განადგურების დასრულების შემდეგ გაგრძელდა. გორემის ღია მუზეუმში აშკარად შესამჩნევია ამ სულიერების და ღვთისმოსაობის – ქრისტეს და წმიდანების გამოსახულებები.

კომპლექსური ნაგებობანი ვერტიკალურ კლდეებში საკმაოდ მოხერხებული იყო, მაგრამ იდეები ბიზანტიური მონასტრებიდან იყო აღებული და ხაზგასმულია სიმბოლიზმი და მოხდენილობა.
Bბერების გასახიზნი ადგილი იზოლირებული მწირის დასაცავად არაბთა თავდასხმებისგან ასარიდებლად იყო გაკეთებული და არა თურქებისაგან. სელჯუკები საკმაოდ ტოლერანტები იყვნენ ამ ადგილების ქრისტიანების მიმართ, რაც ჩანს ზოგიერთი ეკლესიის ფრესკებზე არსებული სულთნების გამოსახულებით. ალადი ქეიქუბათი ზრუნავდა კაპადოკიის საქარავნო გზების ქსელის გამართვაზე, აგებდა მეჩეთებს. სელჯუკთა ხელისუფლება, რომელიც დაიწყო XI ს-ში, თან ეკონომიკური ბუმიც ახლდა. ქვეყანაში სავაჭრო გზების გამართვამ ბიძგი მისცა მხატვრული ხელოვნების აღორძინებას, რაც კარგად ჩანს მონუმენტებიდან და იგი იქცა მუსლიმური ხელოვნების შთაგონების წყაროდ. სელჯუკთა ძალაუფლება XIII ს-ის ბოლოს დასუსტდა. თუმცა, კარამანღულარის წნეხის ქვეშ და ერენთა ბეის მმართველობის შემდეგაც 1352 წელს, მათი ძალაუფლება იყო უსაზღვრო. ერთი საუკუნის შემდეგ ოტომანთა იმპერია დაარსდა.

urgupi ურგუპი – ქალაქი გაშენებულია კაისერიდან ნევზეჰირისა და აქსარაისკენ მიმავალ გზაზე, დიდ პლატოზე. უძველესი საცხოვრებელი აგებულია ფრიალო კლდეზე, შედგება ადგილობრივი ვარდისფერი ტუფისაგან, რომელიც ერწყმის ლანდშაფტს. ურღუპიდან 1 კმ-ში მდებარეობს მრავალი მონასტერი სამლოცველო. თარიღდება VI ს-ით.

თაგარის სოფელში წმ. თეოდორეს ეკლესიაა, რომელსაც ადგილობრივები ფართოდ სცემენ თაყვანს. იგი კლდეშია გამოჭრილი. ნაწილობრივ კლდე მყიფეა, ეკლესია ერთ-ერთი უდიდესია და შედგება 4 ცენტრალური საყრდენისა და კამარისაგან. ამოჭრილ ტუფაში საინტერესოდ ნაგები სვეტები იკვეთება, რომელიც მრგვალ რკალს უდგას. ფრესკები ნაწილობრივ გეომეტრიულია და ნაწილობრივ ფიგურული, თარიღდება XI-XIII სს-ით. გოლგოლის ხეობაში არის უძველესი სამლოცველო ფრესკებით, აქვეა ჯამეც XVI ს.

ორთაჰისარი – ანუ შუა ციხე-სიმაგრე მდებარეობს ნევზეჰირიდან ურღუპისკენ. უძველესი კონსტრუქცია ასე წარმოდგება: ტუფის ბლოკები მშრალად, კირდუღაბის გარეშეა დაწყობილი. Eეს სახლები და საბითუმო საწყობები გამოიყენებოდა ხილისა და ბოსტნეულის შესანახად. სოფლის მახლობლად მოედანზედგასკოშკის მსგავსი დაკბილული კლდე სახელად სივრიკაია.Uუამრავი ოთახია გამოჭრილი მწვერვალში. ორთაჰისართან ახლოსაა სარისა და ჰარუმის მონასტრები, იქვეა ჯამე და მინარეთი.

უჩჰისარი – სამკეცა კლდე გორემეს მახლობლადაა. ტუფის ბლოკებია. უძველეს ხანაში ციხე-სიმაგრეები გამოიყენებოდა თავდაცვის მიზნით. პირველად ხეთებმა აღმოაჩინეს და შემდეგ სპარსელები და მაკედონელები იყენებდნენ. ბიზანტიელები იყენებდნენ მუსლიმთა თვადასხმის მოსაგერიებლად. დასავლეთის მხრიდან როცა ვუყურებთ, ციტადელის კოშკები რამდენიმე ათეული მეტრით მაღლაა აზიდული და ჰგავს დიდ ცილინდრულ კოშკს გვერდით დეფექტური ნიშნებით. ძველ დროს აქ გვირაბი იყო გამოჭრილი რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის სახლების ქვეშ, იმისათვის, რომ წყალის მარაგი უზრუნველეყოთ. აქვეა ე. წ. სამტრედე. ხეობა, რომელსაც სამტრედე ჰქვია, უამრავი ნიშია გამოჭრილი ჩიტებისათვის. პლატო ჩარეცხილია მდინარეებისგან, აქვს ნაპრალები, სადაც მცენარეულობა იზრდება, გზას აძლევს თეთრ ფერდობებს. აქედან წარმოდგება სახელი “თოვლივით თეთრი”.

გორემე – იგი ქრისტიანთა მიერ იქნა ათვისებული, ისინი მუსლიმთა თავდასხმებს იგერიებდნენ მისი გეოლოგიურად ხელსაყრელი მდგომარეობის გამო, ადვილი იყო მათი იქ დამალვა. უძველესი ეკლესიები VII ს-ით თარიღდება.

აქ არის ხალიჩების ბაზარი. თურქული ხალიჩები მიჩნეულია მთელი აღმოსავლური ხალიჩების წინამორბედად. მათი წარმოშობა თარიღდება 2000 წლით. ტიპიური კაპადოკიური ნაწარმი არის ე. წ. კილიმი ანუ ხალიჩა, რომელიც სხვებისაგნ განსხვავებით მატყლის არაა. იგი არაა, ფაქტობრივად, დაკვანძული და ქსოვილს არა აქვს ძაფი. ყველა დანარჩენი ხალიჩა ნაქსოვია ორმაგი კვანძებით (თურქული და გჰიორდეს), სხვა სისტემა მარტივი კვანძით ხასიათდება და არის სპარსული და სენნეჰ-ისა.

ბრჭყვიალა, კაშკაშა ფერები თურქულ ხალიჩებს აძლევს სიმბოლურ მნიშვნელობას. წითელი ნიშნავს ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ყვითელი და შავი ბოროტ სულებს არიდებს, ცისფერი არის დიდსულოვნების, კეთილშობილების და მწვანე – სამოთხის სიმბოლო.

ეკლესიის კედლებზე გამოსახულია თევზი ბერძნული სახელით იკტუს, რომელიც დგას ფრაზაზე იესო ქრისტე თეოიოს სოტერი, რაც არის იესო ქრისტე ღმერთის ძე მაცხოვარი. სიმბოლურად თვით ქრისტეს აღნიშნავს, ყოველთვის სიმბოლიზებულია მშვიდობასთან და წმიდა სულთან. ირემი ნიშნავს სულს, ფარშევანგები აღდგომას, მამალი სინათლეს და სასიცოცხლო ძალებს, პალმა სიცოცხლის ხეა და განასახიერებს მარადისობას. გორემშია ელ ნაზარის ხეობა, სადაც ზღაპრული ნაპრალებია და კლდეში განლაგებულია ღვთისმშობლის ეკლესია. აქაა ღია მუზეუმი, რომელიც ადრე რელიგიური თემების მიერ იყო გამოყენებული. უამრავი სამონასტრო კომპლექსია კლდეში გამოჭრილი. წმ. ბასილი კესარიელის ტაძრების მოხატულობა XI ს-ისაა. ბიზანტიური გავლენით ხასიათდება. ყველაზე მდიდრულად მოხატულია ტოკალის ეკლესია ანუ “მონასტერი აბზინდით”, ე. ი. მოღუნული, სახელი მომდინარეობს ამ დეკორატივიდან – ორი თაღიდან. აგებულია IX-X სს. წინა ნაწილი ძველი ეკლესიაა, გვერდით ახალი. 29 სცენაა გამოსახული ქრისტეს ცხოვრებიდან. ფერმწერი იყო ნიკიფორე, მატერიალურ დახმარებას უწევდა კონსტანტინეს შვილი ლეო, ნიშაში გამოსახულია შენ ხარ ვენახის ხატი.

გორემე

ელმალის ეკლესია 1050 წ. აშენდა. სახელწოდება წარმომდგარია ვაშლისგან, რადგან ამ მხარეში ვაშლის ხეები ხარობს.

კარანლიკის ეკლესია ნიშნავს შავ მონასტერს. რეალური სამონასტრო კომპლექსი იყო აგებული XI ს-ში. აქ სინათლე მცირედ შემოდის, მოხატულია ახალი აღთქმის სიუჟეტებით, საღებავად გამოყენებულია ლაპისლაზური. ცოტა მოშორებით დგას უსახელო ეკლესია გაფორმებული 5 დისკოთი.

სანდალის ეკლესია ორიგინალური სამონასტრო კომპლექსია. კარიბჭის ქვემოთ იატაკი მოხატულია ცრუ ცხენით, ფეხსაცმლის ფორმის ნიშები დაჯგუფულია სვეტების თავზე კედელზე და მის ქვემოთ. ნიშები ბერძნული ჯვრის ფორმისაა. მონასტრის მეთაურები გამოსახულნი არიან მონასტრის ფრესკებზე: თეონისტოსი, მიქაელი და ლეონი. 13 ეპიზოდია ქრისტეს ცხოვრებიდან გამოსახული, ასევეა კონსტანტინე და ელენე, წმ. კოზმა და დამიანე, ევლოქია და ბარბარე, პროკოპი და თეოდორე გიორგისთან ერთად.

წმ. ბარბარეს ეკლესია წარმოდგენილია 2 სვეტით და გუმბათით, 3 აფსიდით. აგებულია XI ს. ფრესკებზე დომინირებს წითელი ხაზები გეომეტრიული ფიგურებით. ისტორიკოსთა აზრით, ეს ტექნიკა იკონოკლასტიკის ხანას მიეკუთვნება. ჩრდილოეთის კედელზე წმ. გიორგი და წმ. თეოდორეა ამხედრებული და კლავენ გველეშაპს და გველს.

იალანლის მონასტერში 3 წმინდანია გამოსახული. გაშიშვლებული წმ.ონოფრე, წმ. თომასი. ონოფრე იყო განდეგილი IV-V სს. მიჯნაზე და ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდა, მხოლოდ პალმის ფოთლებით იმოსებოდა. ლეგენდის მიხედვით, ონოფრე იყო ქალი, თუმცა ღმერთმა კაცად აქცია, რომ იგი ცოდვისგან დაეფარა.ფრესკაზე გამოსახული უჩვეულო ფორმის კუნთები, სასქესო ორგანოები პალმის ფოთლებით წმიდანის ნამდვილ სქესზე შეცბუნებასიწვევს. აქაც წმ. გიორგი და წმ. თეოდორე კლავენ გველს. ასევეა გამოსახული კონსტანტინე და ელენე.

ელ ნაზარის ეკლესია XI ს. თარიღდება. ისიც კლდეშია გამოკვეთილი და თ ფორმისაა. მონასტერი მდებარეობს გორემის კომპლექსიდან 200 მ-ში. წმ. ბასილის სამლოცველოში მთელი ლაბირინთია ბერთა კელიების.

ჩავუშინი მდებარეობს 2.5 კმ. გორემიდან ავანოსის გზაზე. იგი სეისმურ ზონაშია მოქცეული. აქ არის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია კლდეში გამოჭრილი, რომელიც აგებულია XVIII ს. აქ,ასევე, მდებარეობს იმპერატორ ნიკიფორე ფოკას ეკლესიაავანოსის გზაზე 200 მ. პასაბაღის არეში არის ხეობა ე. წ. `ზღაპრული მილები” ან ადგილობრივი დიალექტით პერი ბაცასი. ესაა ბერთა ხეობა, ტუფაში ნაკვეთი განდეგილთა საცხოვრებელი კომპლექსი. ამ მონასტრებიდან ყველაზე დიდი მწვერვალი არის ბერი სიმონის უდიდესი ტუფის ბლოკი დაგვირგვინებული სამი მილით, მონასტერი თარიღდება X ს. სიმონი მოღვაწეობდა IV-V სს.

ზელვე – ვულკანური წარმოშობისაა. Mმდებარეობს ავანოსსა და ჩავუშინს შორის. ვულკანი არგეოსის მთაზეა და კარგად ჩანს. კლდეები აქ ვარდისფერი და თეთრია. მონასტერს ყურძნის სახელი აქვს. ფრესკაზე გამოსახული ყურძენი თავად ქრისტეს განასახიერებს. გეიკლის მონასტერი ირმის სახელს ატარებს. იგი დაზიანებული და ნაწილობრივ დანგრეულია. მუსლიმებსაც აქვთ აქ ჯამეები კლდეში გამოჭრილი.

ავანოსი ბრინჯაოს ხანიდან უკვე დასახლებული ქალაქია. Aამას ტოპრაკლის ყორღანული სამარხები ადასტურებს. მისი მხარე ყიზილ-ირმაკით ირწყვება. იგი ნიშნავს `წითელ მდინარეს”. ხეთები მას მარასანთიას ეძახდნენ, კლასიკურ ხანაში ჰალისი ერქვა. იგი 1355 კმ-ია. ავანოსის სახელი ლათინური Vენასა-დან მომდინარეობს, რადგან ყიზილ-ირმაკი რკინოვან მინერალებს შეიცავს, მისი შლამი აქ თიხის ნაწარმისთვის გამოიყენება.

კაიმაკლი ნევშეჰირის სამხრეთით მდებარეობს. აქ განთავსებულია მიწისქვეშა ქალაქი. ქსენოფონტის ანაბასისში უკვე მითითებულია ამ დასახლებაზე. ძვ. წ. V ს. ტრიგლოდიტები ანუ გამოქვაბულის ადამიანები ცხოვრობდნენ.

ნევშჰირი ტიპიური თანამედროვე ქალაქია, თუმცა ნაკვალევი ნეოლითიდან მოწმდება. იგი დაპყრობილი იყო ეგეოსელების ანუ `ზღვის ხალხების” მიერ ძვ. წ. XII ს., კიმერიელებეის მიერ ძვ. წ. VIII ს., ასურელების მიერ ძვ. წ. 680-610წწ., შემდეგ მიდიელებმა, სპარსელებმა და რომაელებმა აიღეს. აქ მდებარეობს იბრაჰიმ ფაშას მიზგითი, რომელიც ცნობილია თავისი ტყვიის სახურავით.

იჰლარას ხეობა ორიგინალურია თავისი კანიონით. აქაა ვულკანი ჰასან დაღი, მარილოვანი ტბა ტუზ გოილუ. იაპრაკ ჰისარში არის ზღაპრული მილები, სელიმში მონასტერი, სადაც ფრესკები სირიული გავლენითაა მოხატული, თარიღდება IV და IX სს. საინტერესოა აღაჩ ალტის ეკლესია. მისი ფრესკები წითელი, მწვანე, ყავისფერი და ყავისფერში გარდამავალი ფორთოხლისფერია. არის სიუჟეტები მარიამის ცხოვრებიდან ე.წ. “ანგელოზების დედოფალი”.

კირკ დამალტის მონასტერი წმიდა გიორგის სახელობისაა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი