მთავარი » ქრისტიანობა

კანდელი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.07.2017 | 1,721 ნახვა

კანდელი ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. კანდელი სიტყვა კანდელი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

კანდელი (სანათი, ლამპარი) – ეკლესიის ჭერზე ჯაჭვით ჩამოკიდებული ლამპარი, რომელშიც ზეთი ანთია. ქორკანდელი – სასანთლეთა წრე, ერთ საკიდზე დაკიდებული რამდენიმე კანდელი. აღაპები უთითებენ, რომელი ხატის წინ უნდა დაინთოს კანდელი სააღაპე პირისათვის და რამდენი ზეთი უნდა დაიხარჯოს.

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ ლექსიკონში სიტყვა კანდელის საინტერესო განმარტებას ვხვდებით:

საკიდარი ბაზმა (საბა). ეკლესიაში კედელზე, ხატთან ჩამოკიდებული სანათი, ლამპარი, ჩვეულებრივ მინისა. ჩასმული ლითონის ბუდეში, რომელიც დაფანჯრულია და ჯვრით ბოლოვდება. კანდელში ასხია ზეთი და ლითონის უღელში ჩამაგრებული ბამბის ძაფის პატრუქი ანთია. ღმრთის მსახურებისას ანთებენ ტაძრის ყველა კანდელს, კანკელის ხატებთან აუცილებელია თითო კანდელი. ტრაპეზის უკან დგას შვიდსანთელა, ანუ შვიდტოტა, რომელიც შვიდი კანდელის ერთობლიობას წარმოადგენს.

არსებობს დაუშრეტელი კანდელიც, რომელიც განსაკუთრებით დიდი სიწმინდეების წინაშე მუდმივად ანთია. კანდელი სიმბოლოა თვალშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ამიტომ ის კრძალვითა და ლოცვით უნდა აინთოს სანთლიდან. ცნობილია ათონის ივერთა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ მდებარე სასწაულთმოქმედი კანდელის შესახებ, რომელიც მონასტრის საძმოს მოახლოებული უბედურების შესახებ აუწყებდა ხოლმე – რაიმე ხილული ზემოქმედების გარეშე თვითონ იწყებდა მოძრაობას ან ტრიალს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).