მთავარი » ახალი ამბები, კულტურა

ალბომ-კალენდრის “ჯვარი და ვაზი” პრეზენტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.02.2017 | 5,656 ნახვა

ალბომ-კალენდარი 31 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა 2017 წლის ალბომ-კალენდრის – „ჯვარი და ვაზი – ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები“ პრეზენტაცია.

ალბომში მოცემულია მეექვსე-მეცამეტე საუკუნეების ხატები და კედლის მხატვრობის რჩეული ნიმუშები. კალენდარში წარმოდგენილია 24 ფერადი ილუსტრაცია და მათთან დაკავშირებული ტექსტები, რომლებიც გვაცნობს წარმოდგენილი ხატებისა და ფრესკების ისტორიას, იკონოგრაფიულ-სტილურ თავისებურებებს და აგრეთვე პარალელებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ხელოვნებიდან. ალბომ-კალენდრის შემდგენელი და ტექსტების ავტორი არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ნანა ბურჭულაძე.

ალბომი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლის და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

საქართველოს გარდა, კალენდარი იტალიაში, საფრანგეთსა და რუსეთშიც გამოიცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი