მთავარი » ჯანმრთელობა

კალცის ნაკლებობა ბავშვებში

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 07.12.201112 კომენტარი | 9,334 ნახვა

ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელია ორგანიზმში კალციუმის ზღვრული დონის არსებობა. კალცი – ეს არის სხეულის საშენი მასალა, სწორედ ამიტომ მისი გამოფიტვა უამრავ გართულებას იწვევს: კიდურების ტკივილს, ზრდის შენელებას, ძარღვის გადაფსკვნას… ბავშვი და ექიმი თუმცა დროული დიაგნოსტიკითა და სწორად შერჩეული მკურნალობის მეთოდით პრობლემათა აღმოფხვრა შესაძლებელია. ეს ყველაფერი საკმაოდ ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებული და ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს.

კალციუმი, როგორც მაკროელემენტი, გავრცელებულია მცენარეებში, ცხოველებსა და ადამიანებში. ადამიანის ორგანიზმში მისი უმეტესი ნაწილი განლაგებულია ჩონჩხსა და კბილებში. კალციუმის იონები მონაწილეობას იღებენ სისხლის შედედებაში, ისინი არეგულირებენ სხვადასხვა უჯრედების შიდა პროცესებს – კუნთების, ნეირომედიატორების შეკვეცას და სხვა. ორგანიზმში კალციუმის უდიდესი ნაწილი რძის პროდუქტების მეშვეობით ხვდება, დანარჩენი კი ხორცით, თევზითა და ზოგიერთი მცენარეული საკვებით ( ლობიო, ცერცვი და სხვა) შეითვისება.

ბავშვებში ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებისა და ეფექტური მკურნალობის მეთოდების შესახებ “ამბიონი” გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედს ლელა (მართა) ჩანადირს ესაუბრა:

“კალცის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ჭამის რაციონს. მან აუცილებლად უნდა მიიღოს კალცით მდიდარი საკვები, რათა პატარას საკმარისი რაოდენობით მიეწოდოს საჭირო ნივთიერებები. ასევე ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია სეზონი. მოგეხსენებათ, მზის სხივები D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. მზის სხივების ზემოქმედება ბავშვზე ნაკლებია გვიანი შემოდგომის, ზამთრისა და ადრე გაზაფხულის პერიოდში, რადგან ამ დროს გაცივებისგან დასაცავად დედებს იშვიათად გაჰყავთ თავიანთი შვილები გარეთ, შესაბამისად ორგანიზმი ბუნებრივად ვერ მარაგდება D ვიტამინით. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ კალციუმის მიღება, უშედეგოა. ზამთარში დაბადებული ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან რახიტით, ვიდრე გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულები.”

როგორ ვლინდება კალცის ნაკლებობა და რა ასაკიდანაა შესაძლებელი, დედა თავად მიხვდეს, რომ მის შვილს პრობლემა აქვს?

კალციუმის ნაკლებობა გამოვლინდება გაძლიერებული ოფლიანობით ძილისა თუ ჭამის დროს. ამ შემთხვევაში ბავშვი ძალიან აღგზნებულია, ცუდად და მოუსვენრად სძინავს, ნაკლებად აქტიურია. ესენი პირველადი ნიშნებია, მოგვიანებით თუ პრობლემა უყურადღებოდ დარჩა, ჩამოყალიბებას იწყებს და ვითარდება X-ის მაგვარი, ან სხვა სახის დეფორმაციები. აქ უკვე საქმე გვაქვს რახიტის აყვავების ფაზასთან. ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს, კალციუმის გარკვეული რაოდენობა შეინარჩუნოს სისხლში, მაგრამ თუ ეს რაოდენობაც კრიტიკულ დონეზე დაბლა წამოვიდა, შესაძლოა რახიტული კრუნჩხვა განვითარდეს. მშობელმა თვალი უნდა ადევნოს შვილის შესაძლებლობებს და ყურადღება მიაქციოს, რამდენად აკმაყოფილებს იგი დადგენილ ასაკობრივ ნორმებს. 2 თვის ბავშვი თავს კარგად იჭერს, სათამაშოს თავის მობრუნებით აყოლებს თვალს, 4 თვიდან ჩვილს თავი მყარად უჭირავს, ბრუნდება სმენითი გამღიზიანებლისკენ, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, 7-8 თვიდან მყარად ზის, ზურგზე მწოლიარეს შეუძლია დამოუკიდებლად წამოჯდეს, ინარჩუნებს წონასწორობას… თუ ჩვილი ასაკის შესაბამის ნორმებს ვერ ასრულებს, უმჯობესია, ამის გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ.

ბავშვს რომ კალცი საკმარისი რაოდენობით მიეწოდოს, რა სახის საკვები უნდა შევთავაზოთ მას?

ყველა დედას ვურჩევ, 6 თვემდე აუცილებლად ამყოფონ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე. 6 თვიდან დედის რძესთან ერთად აუცილებელია, ჩვილმა მიიღოს ბოსტნეულის პიურე, თანდათან კვება მრავალფეროვანი უნდა გავხადოთ, ვამატებთ ხაჭოს, მაწონს, გადავდივართ რძიან ფაფებზე (უმჯობესია, გრეჩიხისა და გერკულესის). მეშვიდე თვიდან ბავშვს უნდა მივცეთ მოხარშული კვერცხის გული, ასევე თევზი, თავდაპირველად, მცირე რაოდენობით. მერვე თვიდან დაბლენდერებული და კარგად მოხარშული ხორცი უნდა შევთავაზოთ. შევეცადოთ,ბავშვის კვება სრულფასოვანი და ვიტამინებით გაჯერებული იყოს. მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის წვენების მიღება.

რამდენად გავრცელებულია დღესდღეობით ბავშვებში კალცის ნაკლებობის პრობლემა?

სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან გახშირებულია. მიზეზი არის ის, რომ ძუძუთი კვება შემცირდა, დედები ცდილობენ, ხელოვნური საკვებით ჩაანაცვლონ კვების ბუნებრივი წყარო. სწორედ ამ შემთხვევაშია კალცის ნაკლებობის განვითარების დიდი რისკი. ასევე აღსანიშნავია, რომ გარემო პირობები შეიცვალა, ძირითადად დედები იკვებებიან შემოტანილი და არა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. აქვე გეტყვით, რომ პროცესი ყველა ბავშვში ინდივიდუალურად მიმდინარეობს. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ თეთრი ბავშვების კუნთების სიძლიერე 15%-ით ნაკლებია შავგვრემნებთან შედარებით, შესაბამისად, კალცის ნაკლებობის პრობლებაც უფრო ხშირად თეთრი კანის ფერის მქონე ბავშვებში იჩენს თავს.

როგორ ხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა, მკურნალობა და რამდენად გრძელვადიანი პროცესია?

რაც უფრო ადრე გამოვლინდება კალცის ნაკლებობის პრობლემა, მკურნალობაც, შესაბამისად, სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს. წლამდე ბავშვებში, რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციით ტარდება სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობა. კალცის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად არაჩვეულებრივია კალცი-მაგი, ან კალცი D3, ოსტეოქეაც კარგი შედეგის მომტანია. თუ უკვე საქმე გვაქვს კუნთების მოდუნებასთან, ინიშნება სხვადასხვა სახის მასაჟი, ზღვის მარილიანი აბაზანები. დიაგნოზის დადგენის შემდეგ მკურნალობის მეთოდები ძალიან ეფექტურია და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობითა და ჩარევით მიმდინარეობს.

ქრისტინე გამთენაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

12 კომენტარი »

  • ელისაბედი says:

    დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისათვის. და საერთოდ დიდი მადლობა, რომ თქვენ არსებობთ.
    ძალიან გთხოვთ, თქვენს ვებ-გვერდზე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ანალოგიურ პრობლემატიკაზე მოზრდილებისა და უფროსი ასაკის ინდივიდებისათვის.

  • მარიამი says:

    “გადავდივართ რძიან ფაფებზე (უმჯობესია, გრეჩიხისა და გერკულესის)”

    გრეჩიხას ქართულად წიწიბურა ჰქვია. ასეთ შეცდომებს უყურადღებოდ ვერ ვტოვებ ხოლმე :(

    • qristine says:

      ჩემი შვილი ალექსანდრე 3 წლისაა და არ აქვს მიგებული არასდროს კალცი,ექიმი არ მინიშნავდა,არ არის აუცილებელიო. აქვს გამეტებული ოფლიანობა ძილის დროს,ყურის უკან გადიდებული აქვს ჯირყვალი და მაინტერესებს მივაგებინო კალცი მაგი ან კალცი დ3 თუ არა. მირჩიეთ რამე.წინასწარ მადლობა

  • ქეთინო says:

    მგონი კალცი რუსულიდან შემოგვრჩა.კალციუმია(ლათინური ) სწორი

  • თამარი says:

    მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის. მყავს პატარა რომელიც არის 2 წლის, გვაქვს კალცის ნაკლელბობის პრობლემა რომელზეც ვმუკნალობთ. შესაძლებელია თუ არა ჩირქოვანი გლამდები იყოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი?

  • ქეთი says:

    CHEMS SHVILS 1 TSLIS ASAKSHI HKONDA EG PROBLEMA,KRUNCHVEBSHI CHAMIVARDA,MANAMDE VER VGRDNOBDI,AR MKONDA GAMOTSDILEBA …RA NISHBIT XASIATDEBODA,UGHONOD KI IKO,MARA BUTKHUZA IKO DZALIAN DA MAS VABRALEBDI,TITKMIS MARTO DEDIS RDZES CHAMDA ,AXLA 3 TSLI NAXEVRISAA DA ISEV UKVARS .>BUBU>ASE EDZAXIS TVITON! DEDEBO CHEMI SHETDOMA AR GAIMEOROT.MIS MERE 2 TVESHI ERTKEL VUKONTROLEBDIT KOLME,VENIDAN KETDEBA DA AXLATS SUL KONTROLSHI GVKAVS.MADLOBA GHMERTS AXLA KARGADAA UKVE!

  • მარი says:

    მოგესალმებით,ჩემი პატარა დაბადებიდანვე იკვებება ხელოვნურ კვებით,რადგან არ მქონდა საკმარისად რძე,ორი თვიდან დაუნიშნა პედიატრმა კალცი მაგი,ასევე კალცის ანალიზიც გავუკეთეთ,საბედნიეროდ დადებიტი პასუხი აჩვენა,ნორმაში იყო,მაგრამ ვამჩნევ ვარჯიშის დროს სახსრებსი ტკაცუნს,ამას როგორ ავხსნით,მაინც რისკის ქვეშ ვართ? რას მირჩევდით ამ შემთხვევაში?

  • მზია says:

    კალცის ნაკლებობა შიშმა და ნერვიულობამაც იცის უფოსებში. ფრჩხილების მტვრევა, კბილების დაკარგვა, ფეხის ქუსლების დახეტქვა …

  • nata says:

    გამარჯობა, კითხვა მაქვს თქვენთან. ჩემი შვილი 11 წლის არის, საერთოდ მაღალი ბავშვია, მაგრამ ამ ზაფხულს განსაკუთრებულად აიყარა ტანი.არ ვიცი ამასთან კავშირშია თუ არა, კბილებზე გაუჩნდა შავი ფერის ლაქები(ნადები სადაც ჩნდება ხოლმე).ეჭვი მაქვს კალცის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?

  • mariami says:

    ra analizit dgindeba ama tu im vitaminis nakllboba organizmshi da procentuli raodenobis sizuste,da sad sheidzleba am analizebis gaketebe, gtxovt mipasxot

  • გთხოვთ მიპასუხოთ,ჩემი შვილი წლის და სამი თვისაა,კბილები თავის დროზე ამოუვიდა,განვითარებაც ნორმალური აქვს,მაგრამ ამოსვლისთანავე გაუყვითლდა რამოდენიმე კბილი,d3 მიგებული აქვს,ასევე კალციმაგი და კალციქეა,პედიტრი შეშფოთებულია,კალცის დონე განვსაზგვროთო და რამდენად შეიძლება იყოს ეს კალცის ნაკლებობით გამოწვეული?რა სირთულესთან შეიძ
    ლება მქონდეს საქმე?დიდი მადლობა წინასწარ

  • თიკო says:

    თუ შეიძლებავრომ მითხრათ რა რაოდენობით უნდა ქონდეს 6 თვის ბავშვს კალცი?

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და მაშინ ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექნება," - წმ. ტიხონ ზადონელი.