მთავარი » ქრისტიანობა

კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.09.2018 | 56 ნახვა

კაცხის სვეტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„სამუშაო ითვალისწინებს არსებული გალავნის რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწყობას, ტურისტული ცენტრის მშენებლობას და შიდა ეზოს კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება წყლის რეზერვუარი, რის შედეგადაც, წყლის მიწოდება მოხდება, როგორც იქ მაცხოვრებელი ბერებისთვის, ისე ახლომდებარე სოფლის (ხარატიშვილების უბანი) მოსახლეობისთვისაც.

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება“,- ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.