სტატიის ავტორი: რედაქტორი
| თარიღი: 10.10.2022
| 397 ნახვა
კაცხის სვეტი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ის მიიჩნევა ჭიათურის სიმბოლოდ, რადგან აქ ძირითადად სწორედ და ბუნების შედევრის სანახავად მოდიან. კაცხის სვეტთან ასასვლელად პირველ რიგში ჭიათურაში უნდა ჩახვიდეთ. კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან.
მისი სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია. იყო დრო, როდესაც კაცხი კერპთაყვანისმცემლობის მთავარ ადგილს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ის იმ ქრისტიანთა თავშესაფრად იქცა, რომელთაც სურდათ ამქვეყნიურ ცდუნებებს გაქცეოდნენ. აქ არის 131 საფეხურიანი კიბე, რომელზე ასვლასაც დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.
კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს BBC, რომელსაც თან ერთვის კაცხის სვეტის ფოტოები.
“ამბიონის” მკითხველს გიზიარებთ BBC- ის ფოტოებს.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.