მთავარი » ქრისტიანობა

კაცთმოთნეობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.01.2017 | 1,193 ნახვა

“ესეც ისეთი ვნებაა, შეუმჩნევლად რომ განაშორებს კაცს ღმრთის ჭეშმარიტი მსახურებისაგან. უფალმა გვამცნო, გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, მაგრამ თურმე შესაძლებელია, გვიყვარდეს მოყვასი, ყვავილი თავდადებითაც ემსახურებოდე მას, მაგრამ არა ღმრთის გულისათვის: საქმე ისაა, თუ რა განწყობა უდევს საფუძვლად ამ სიყვარულს. როგორ უნდა გავარჩიოთ ქრისტიანული სიყვარული კაცთმოთნეობისაგან? ქრისტიანული სიყვარული უეცრად როდი ჩნდება გულში. თავიდან, როცა კაცი რელიგიურ ცხოვრებას იწყებს, მისი გრძნობები ძალდატანებას, ბრძოლას, ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვენ, ვიდრე ცოტათი მაინც დაემორჩილებოდნენ ქრისტიანულ კანონებს. დასაწყისში მეტისმეტად ჭირს თავის, უფრო უკეთ, საკუთარი “მე”-ს მცირე ნაწილის გაწირვაც კი. ჯერ თავი უნდა ვაიძულოთ, რომ სახარების მცნებების შეხსენებით, სასტიკი სატანჯველის, ცოდვებზე პასუხისმგებლობის შიშით გარეგნულად მაინც დავიცვათ მოყვასის სიყვარულის მცნება, ვიდრე გულს ლმობიერება შეეხებოდეს და თვითონ შეძლებდეს სიყვარულს (ესეც ცხადია, ღმრთის მადლით, რომელიც შრომითა და თავის იძულებით მოგვენიჭება). აქაც პირველ ადგილზე დგას უფალი, მისი მაგალითი კაცთა მოდგმის მიმართ სიყვარულისა, რომელსაც მსხვერპლად შეეწირა – ასეთი სიყვარული თავის გამოვლინებაში თავშეკავებული, ნაყოფიერი და სულისათვის მარგია.

კაცთმოთნე სიყვარულს კი პირიქით, საფუძვლად ყოველთვის რაღაც ვნება უდევს: ხორციელი ან ნათესაური კავშირი, ამა თუ იმ ადამიანის მიმართ კეთილგანწყობა, მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის პატივისცემა და ა.შ. ასეთივე სიყვარულის სათავე ისაა, რომ ვიღაცას გამოვარჩევთ სხვებისაგან, მერე კი ვცდილობთ თავი მოვაწონოთ, როგორღაც ვემსახუროთ მას. ჩვეულებრივ ეს მოტივები ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სწორედ ისინი გვიბიძგებენ შინაგანად კაცთმოთნეობისაკენ. და თუ ქრისტიანული კანონის მხრივ რაიმე დაბრკოლება გვხვდება, თვალს ვხუჭავთ “სიყვარულის გულისათვის”, ხშირად ეკლესიის განჩინებას ვარღვევთ და ამით თვით უფალს შეურაცხვყოფთ. როდესაც კაცთმოთნეობის ვნება მთლიანად გვეუფლება, მაშინ ღმერთზე წინ მოყვასს ვაყენებთ და ვემსახურებით მას ჩვენივე გამორჩენისათვის; საკუთარ ადამიანურ, არაწმინდა სიკეთეს მინდობილთ სრულიად გვავიწყდება ღმერთი. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ამ დროს თვითონაც გვგონია და სხვებსაც ვაგრძნობინებთ, რომ ამას მცნების მიხედვით, ჩვენი ქრისტიანული მოწყალების გამო ჩავდივართ.”

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

წიგნი: აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისთვის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი,"- წმ. იოანე ოქროპირი.