მთავარი » ქრისტიანობა

კაცობრიობის გამრავლება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2013 2 კომენტარი | 8,445 ნახვა

“თუ სულიწმიდის მადლი არ ექნება ადამიანს, ის ვერ ჩაწვდება იმ სიმართლეს, რაც წმინდა წერილში წერია…”

ბიბლიური თხრობის მიხედვით, კაცობრიობის გამრავლება სისხლის აღრევით იწყება. კაცობრიობის გამრავლება ადამისა და ევას შთამომავლებში ინცესტი გრძელდებოდა იქამდე, სადამდეც ამის საჭიროება არსებობდა. ქრისტეს ახალი აღთქმის სჯულის გამოვლენის შემდეგ სისხლის აღრევა დაიგმო.

კაცობრიობის გამრავლების შესახებ „ამბიონს“ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დოგმატიკისა და პატროლოგიის ლექტორი, მღვდელი იოსებ გელუკაშვილი ესაუბრა:

„კაცობრიობის გამრავლება თავისთავად პირველმშობელთა არსებობას გულისხმობს, რომლებიც ღვთის ნებითა და განზრახვით გაჩნდნენ.

მოგეხსენებათ პირველი ადამიანი მიწისგან შეიქმნა და ღვთისაგან ცხოველი სული შთაებერა, გახდა ცოცხალი არსება.
სამოთხეშივე დადგენილ ადამს თანაშემწედ მისი მსგავსი დედაკაცი, ევა მოუვლინა ღმერთმა. ისინი ნეტარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ სამოთხეში, რომელიც უფალმა დანერგა აღმოსავლეთით ედემის ბაღში…

უფლის ჩანაფიქრის, განზრახვის შემაჯამებელი სიტყვები გახლავთ მათდამი თქმული: “აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და იმთავრეთ ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და ყველა პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე”.

ისინი უნდა აღორძინებულიყვნენ, გამრავლებულიყვნენ, აევსოთ მთელი ქვეყანა და უნდა უფლებდნენ ყველა სხვა არსებას, რაც კი ადამიანამდე ღვთისგან გაჩნდა. მაგრამ ადამიანს ამ კურთხევის აღსრულება არ დასცალდა… ის სამოთხეში ეშმაკის მანქანებით დაეცა და შესაბამისად, იმ პატივისა და ღირსების, ზენა აღმატების ნაცვლად სიკვდილი დაიმკვიდრა.

უფლის კურთხევა ყველა შემთხვევაში აღსრულდებოდა. ადამიანი რომ არ დაცემულიყო, სამოთხეშივე გამრავლდებოდა, მაგრამ რა სახის იქნებოდა ეს გამრავლება, ჩვენთვის უცნობია.

როდესაც ადამიანი უკვე დაცემულობაში დაცემული წესით იწყებს გამრავლებას, ეს გამრავლება, ფაქტობრივად, პირუტყვული გამრავლებაა, რადგან მას მუდამ ახსოვდეს, როგორ დაეცა და რა პატივიდან რა მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ამპარტავნებამ არ სძლიოს.

როგორც დაბადების წიგნი, ბიბლია გვაუწყებს, ადამმა შეიცნო ცოლი თვისი და ეყოლათ ორი ძე – კაენი და აბელი. კაენი მეცხვარე გახლდათ, აბელი – მიწის მუშაკი. მათ, როგორც ღვთისგან დაბადებულებმა, უფალს მსხვერპლი შეწირეს, მაგრამ განსხვავებით კაენის მსხვერპლისა, მხოლოდ აბელის მსხვერპლი შეიწირა ღმერთმა. აქ იმის შესახებ გახლავთ ხაზი გასმული, რომ კაენი თავის განზრახვაში გულწრფელი არ იყო და მოგეხსენებათ, მას ძმის მიმართ შური აღეძრა, რაც აბელის მკვლელობით დამთავრდა.

აბელის წილ ადამსა და ევას ღმერთმა სეითი მოუვლინა – ნუგეშის ძე.

როდესაც წმიდა წერილი საუბრობს, მას თავისი სპეციფიკა აქვს. წმიდა წერილის გაგება არამც თუ ადვილი, არამედ ურთულესია. თუ სულიწმიდის მადლი არ ექნება ადამიანს, ის ვერ ჩაწვდება იმ სიმართლეს,რაც იქ წერია.

როდესაც წმინდა წერილის სპეციფიკაზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ვაჟებზეა აქ აქცენტი გაკეთებული, სწორედ ის იგულისხმება, რომ მთავარი იმ მამაკაცთა ჩამოთვლა იყო, რომლებიც მნიშვნელობდნენ თავისი ადგილისა და ბიბლიისთვის.

პარალელი რომ გავავლოთ მაცხოვრის გენეალოგიასთან, იესოს გენეალოგიისას მხოლოდ ის ხაზი აღირაცხება, რომლის ხაზიც იყო იოსების. აქ მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს იმ მამამთავრებზე, საიდანაც ეს ხაზი მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ სრულიად არაფერია თქმული ღვთისმშობლის წარმომავლობაზე, სინამდვილეში ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩამონათვალი, რაც წმიდა წერილშია გადმოცემული, თავისთავში გულისხმობს იმას, რომ იქვე ღვთისმშობლის წინაპრებზეც მიენიშნება, მის ჩამომავლობაზეც. უბრალოდ აღარ არის განმეორებული იმავე ტომის ყველა წინაპარი.

ვინაიდან წმინდა წერილში აქცენტი მამაკაცებზე, მათ ჩამომავლობაზე კეთდება, ამიტომ კაენის ცოლის ვინაობაზე ყურადღება არ არის გამახვილებული. აქ თავისთავად ცხადია ჩვენთვის საგულისხმო რაც არის, რომ სწორედ ადამისა და ევას ორი ძისგან – კაენისა და სეითისგან დაედო დასაბამი კაცობრიობის გამრავლებას.

გამრავლებას თუ გავყვებით ბიბლიური თხრობით, მოგეხსენებათ, რომ კაენი დაიწყევლა, მისი შთამომავლობაც ამ წყევლის ქვეშ აღმოჩნდა, ამიტომაც კაენისა და სეითის შთამომავლები მრავალი ჟამის განმავლობაში ერთმანეთთან არ ქორწინდებოდნენ. მათ ურთიერთობა არ ჰქონდათ.

კაენის შთამომავლობის დედაკაცებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ორი რედაქცია არსებობდა და ამიტომაც იყო ბუნდოვანება ამის შესახებ. მხედველობაში მაქვს ის მუხლი, სადაც ერთ–ერთ თავში ნათქვამია, რომ ერთი რედაქციის მიხედვით-ღვთის ძენი, ხოლო მეორე რედაქციით ანგელოზნი ღვთისანი იწყებენ კაენის შთამომავლობასთან, დედაკაცებთან ურთიერთობას, რასაც მოჰყვება საერთო დაცემა და საერთო ცოდვაში შთაფლვა. იგულისხმება ის, რომ ვინც ღვთის სარწმუნოებას აღიარებდა, ჭეშმარიტი მორწმუნე იყო. მათი მოდგმა, ანუ სეითის მოდგმა აღერია კაენის მოდგმას, ცოდვაში მყოფ მოდგმას და ამის შემდეგ იწყებს უკვე საყოველთაო გამრავლებას ცოდვა, რაც, მოგეხსენებათ, მიაღწევს იმ ზომამდე, რომ ნოეს დროს, გარდა ნოეს ოჯახისა, მთელი კაცობრიობა განადგურდება წარღვნის შედეგად.

სისხლის აღრევას რაც შეეხება, როცა სხვა ადამიანი არ არსებობდა, და–ძმას შორის ხდებოდა ეს ურთიერთობა და თავისთავად ცხადია, სანამ საჭიროება იყო იმის, რომ ღვთის კურთხევა აღსრულებულიყო, მანამდე ხდებოდა ეს. როცა ამის აუცილებლობა აღარ გახლდათ, სჯულად დაედო ადამიანს, რასაც ინცესტს ვუწოდებთ, ყოვლითურთ დაიგმო და გადალახა კაცობრიობამ ძველი აღთქმიდან მოყოლებული ახალი აღთქმის გაგრძელებით.

ძველ აღთქმაში ჯერ კიდევ მრავალცოლიანობა მიღებული იყო. ახალი აღთქმიდან რაც სრული ჭეშმარიტება გამოვლინდა კაცთა შორის და მოგვეცა რჯული არა მონობისა, არამედ თავისუფლებისა – ქრისტეს ახალი აღთქმის სჯული, თავისთავად ცხადია, ეს მდგომარეობაც აიკრძალა და სრულყოფილით შეიცვალა.

სისხლის აღრევა გამრავლებისთვის აუცილებელი იყო. ორი მშობლისგან – ადამისა და ევასგან უნდა გამრავლებულიყო მთელი კაცობრიობა. ბევრი რამ წმინდა წერილში პირდაპირ დაწერილი არ გახლავთ, მაგრამ იგულისხმება, იმიტომ რომ, ის აქცენტს არსებითზე აკეთებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანზე.

ერთადერთი მართებული დაჭეშმარიტი აზრი გახლავთ ის, რაც ბიბლიაშია გადმოცემული. სხვა ახსნა ევოლუციონისტებისა, რომ თითქოს შესაძლებელია უგონებო, მატერიალისტური საწყისებიდან გონიერი არსება, ადამიანი შექმნილიყო, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორც საბუნებისმეტყველო, ლოგიკური აზროვნების კუთხით, ასევე რელიგიური კუთხითაც. ასე რომ, ყველა ადამიანის წინაპრები არიან ღვთისაგან შექმნილი ადამი და ევა“.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • nika says:

    yvela qals ar aqvs evas sisxlioo mecnierebis daskvna iyoo ertert gadacemashi…sheileba sxvanmairada adamiani ver wvdeba azrovnebit xvtis azrovnebas

  • Lazare says:

    Risxvis geshinodet.tqven warmodgenac ar shegizliat ras nishnavs ahemoqmedi cisa da qveyanisa.ganixilavt ise rogorc tq en gawyobt.mama am dros ahvilis dazaxebas elodeba da tavze rac dagatydebat tqven tavebs daabralet.geahinodet meeqvse jamis 366 dges.axlosaa tqveni pantaziebis damxoba.chrshmaritebas xorciel cxovrebashi ezebt.imdeni qeqet sanam ar gaeshmakdit.eshmaki cdilobs ganvitarebas da tqveni piqrebis wakitxvas tore mamam yvelaperi zedmiwevnit iciis.mogecat 1 shansi da ver gamoiyenet meore shansi uplis risxvaa.mus 2 vajtan ertat. ++++++ 4…3

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი