მთავარი » ქრისტიანობა

” კაცობრიობა ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას და უფსკრულშიც ჩაუხედავს, ეს რომ არ განმეორდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.10.2018 | 1,232 ნახვა

ვატიკანი-მდივანი 23 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა საყდრის (ვატიკანის) სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, მისი აღმატებულება მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაგერი, ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს დიპლომატიური მრჩეველი, მონსინიორ ტიმონ ტიტუს ხმიელეცკი და ვატიკანის ელჩის მოადგილე მამა მიჰაიტა ბლაჟი ეწვივნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), მიტროპოლი საბა (გიგიბერია), მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ელჩი ვატიკანში, ქალბატონი თამარ გრძელიძე.

არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და რომის პაპ ფრანცისკეს ძმური მოკითხვა გადასცა.

თავის მხრივ მისმა უწმინდესობამ პატივისცემა გამოხატა რომის პაპ ფრანცისკესადმი და აღნიშნა: ,,მე მქონდა პატივი მემასპინძლა რომის პაპ ფრანცისკესათვის და რომის პაპ იოანე პავლე II-ისთვის და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება.“

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ურთიერთობებს, მათ შორის იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. კერძოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.

მხარეთა მიერ გულისტკივილი გამოიხატა კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოთა შორის დღეს არსებული რთული ვითარების და ასევე მსოფლიოში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ითქვა, რომ ისინი ლოცულობენ მშვიდობისათვის.

,,კაცობრიობა ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას და უფსკრულშიც ჩაუხედავს, ეს რომ არ განმეორდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას“, _ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

,,დღესდღეობით მსოფლიო განიცდის რწმენის ნაკლებობას, ეს კი რელიგიურ ლიდერებს გვავალდებულებს გავაძლიეროთ მსახურება და ქადაგება, რომ სახარების ნათელი მივიტანოთ ადამიანთა გულებამდე“, _ დასძინა მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა.

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მის აღმატებულებას საჩუქრად წმ. პეტრესა და პავლეს ხატი უბოძა.

თავის მხრივ მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა მის უწმინდესობას რომის პაპის მედალი გადასცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი