მთავარი » ქრისტიანობა

ჯვრისწერა ზეცაში იკურთხება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.07.2010 56 კომენტარი | 58,184 ნახვა

ჯვრისწერაჯვრისწერის საიდუმლო ეკლესიაში არსებული 7 საიდუმლოდან ერთ-ერთია, რომელსაც განსაკუთრებული მადლი და მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ოჯახის შექმნამდე ადამიანები საკურთხევლის წინ წარსდგებიან და უფლისაგან კურთხევასა და დალოცვას გამოითხოვენ. თუ რატომ არის აუცილებელი ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულება, რა შეიძლება გახდეს მისი დამაბრკოლებელი და რამდენად მნიშვნელოვანია მოძღვრისთვის ამ საიდუმლოს აღსრულება, გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა მალხაზი (ყიფიანი).

მამა მალხაზი: ჯვრისწერის საიდუმლოს აუცილებლობის შესახებ, თვით ქრისტე გვამცნობს, როდესაც ქორწინების საიდუმლოში მონაწილე ადამიანებს ღვინო გაუთავდებათ, უფალი სასწაულებრივად აღასრულებს წყლის ღვინოდ გარდაქცევას. ჯვრისწერის საიდუმლოების აღსრულებისას ადამიანს ეძლევა ამ ხილული მოქმედების შედეგად უხილავი მადლი, შემწეობა, კურთხევა, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში მათ მიეცეთ შვილიერების საშუალება. თვითონ წესი ჯვრისწერის საიდუმლოების შესრულებისა, ქრისტეს მოსვლის შემდგომ, ქრისტიანულ ეკლესიაში იმ წესით არის მოცემული, რა წესითაც დღევანდელ სინამდვილეში სასულიერო პირი ამას აღასრულებს. ანუ სანამ უშუალოდ გვირგვინების დადგმა მოხდებოდა ნეფე-დედოფლის თავთით, მანამდე ხდებოდა დაწინდვა.მომავალი მეუღლეები მარხვის პერიოდს იცავდნენ და უფრო მტკიცდებოდნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში. მარხვის გასვლის შემდეგ კი ხდებოდა მათთვის გვირგვინის დადგმა, ანუ ჯვრისწერა. ეს წესი შემდგომ გარკვეულწილად გადავიდა ერულ ტრადიციაში. დღევანდელ სინამდვილეში გაგვიგონია, რომ იციან ბეჭდების მიტანა ერთმანეთის სახლებში, ეს არის ჯვრისწერის საიდუმლოეის შემადგენელი ნაწილი, მხოლოდ ერის ტრადიციებში გადმოტანილი.

რა ლოცვები იკითხება ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას და მეორედ ჯვრისწერის შემთხვევაში სრულად თუ კითხულობს მას სასულიერო პირი?

ჯვრისწერის საიდუმლოებას, როგორც ეს უფლისაგანაა დადგენილი სასულიერო პირი აღასრულებს და ის ჯვრისწერის პროცესში უფლისაგან გამოითხოვს კურთხევას, რომ ორი სული, რომელიც ერთ ხორცად ერთიანდება, იყვნენ ზნეობრივები, მართლმადიდებლური ცხოვრების წესის დამცველნი. მოძღვარი კი იმ არსებით და მნიშვნელოვან ლოცვებს კითხულობს, რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოების წიგნშია ჩაწერილი. სახარების წაკითხვისას ასეთი სიტყვები იკითხება, ,,ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მათ. 19,6). მტკიცე გადაწყვეტილებით, სარწმუნოებითა და სიყვარულით შექმნილმა ოჯახმა ცხოვრებისეული განსაცდელი უნდა დაძლიოს ერთობით და ის პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომელიც ღვთისა და ერთმანეთის წინაშე გააჩნიათ, კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ.

მეორედ ჯვირსწერის შემთხვევაში არ ხდება სრულყოფილი ლოცვების წაკითხვა, რადგან იმ სისავსეს, იმ მადლს, რაც ჯვრისწერის პირველად აღსრულების შემთხვევაში ატარებს ეს საიდუმლოება, იმას მეორე ჯვრისწერა აღარ შეიცავს, ამიტომაც ლოცვები არის შემოკლებული და ძალიან მცირე დროით, მაგრამ ნეფე-დედოფალს გვირგვინები თავზე მაინც ედგმებათ.

შეიძლება ითქვას, რომ მეორე ჯვრისწერის საიდუმლოების აღსრულება საეკლესიო გარდამოცემით გარკვეულად უფლისაგან კურთხეულია სხვა ცოდვებისაგან განსაშორებლად. პავლე მოციქული ამის შესახებ წერს, რომ თუ არსებობს საშიშროება ცოდვაში ყოფნისა, უმჯობესია ქვრივმა დედაკაცმა და ქვრივმა მამაკაცმაც მეორედ იქორწინოს, სხვა ცოდვას რომ განშორდესო, ამიტომაც ეკლესია უშვებს მეორედაც ჯვრისწერის საიდუმლოების აღასრულებას.

რამდენად აცნობიერებენ ჯვრისწერის საიდუმლოს მნიშვნელობას მომავალი მეუღლეები?

ჯვრისწერა ღვთივდადგენილი კანონია. თუ ადამიანს რწმენა, სარწმუნოებრივი და ეკლესიური აზროვნება გააჩნია, აცნობიერებს, რომ ჯვრისწერის გარეშე თანაცხოვრება უმადლოა და რომ ცხოვრებაში არანაირი შემწეობა, მფარველობა მადლმოსილება ოჯახს არ გააჩნია. ადამიანები, ამას გარკვეულწილად გრძნობენ, თუმცა კი ამ ნაბიჯის გადადგმისაგან, ხშირად თავს იმის გამო იკავებენ, რომ სუფრას ვერ აკეთებენ და მრავალრიცხოვან სანათესაო წრეს ვერ მოიპატიჟებენ. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ჯვრისწერის დროს ღვთის უხილავი მადლი გარდამოეფინება პირველ რიგში ცოლ-ქმარს და შემდეგ შვილმომავალს, რომლებიც ამ საიდუმლოს აღსრულების გარეშე არაკანონიერად იწოდებიან და მრუშობის ნაყოფიც კი არიან.

წმინდა პავლე მოციქული ამბობს, საწოლი უნდა იყოს უბიწო და საწოლი უნდა იყოს შეუგინებელი. ევროპული თუ ამერიკული წესი კი უშვებს შეუღლებამდე თანაცხოვრების შესაძლებლობას. ადამიანს გემოვნება მარტის თუ აპრილის თვესავით ეცვლება და ადვილი შესაძლებელია ადამიანმა, დღეს ერთი მოინდომოს, ხვალ მეორე. როცა არსებობს ნება-სურვილი, პასუხისმგებლობა ოჯახის შექმნისა მათ იციან, რომ ჯვრისწერის მადლითა და ეკლესიური ცხოვრებით მიენიჭებათ სრულყოფილი ძალა და მადლი ღვთისა, იმ შვილების წინაშე, რომელიც მათ შეეძინებათ.

ამიტომ ეკლესია უხსნის მრევლს, რომ მარტო სამოქალაქო იურიდიული ქორწინება, რომელიც შვილმომავალს გვარს უკანონებს, არაა საკმარისი, რადგან ღმერთია უზენაესი სამართალი. არასარწმუნოებრივად მცხოვრებ ადამიანს ვერანაირად აუხსნი ამის მნიშვნელობას, ეკლესიაში მოსული ადამიანები კი აცნობიერებენ მას და ჯვრისწერის გადაწყვეტილებასაც იღებენ.

რა შეიძლება იყოს ჯვრისწერის დამაბრკოლებელი?

ჯვრისწერის დაბრკოლების მიზეზი შეიძლება იყოს ნათესაური, სულიერი, ხორციელი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ყოველივე სასულიერო პირთან უნდა იყოს გარკვეული და თუ ეს მღვდლის უფლებებს აღემატება, მაშინ ამ საკითხს ქორეპისკოპოსი წყვეტს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მარხვის პერიოდში, დედათა წესის დროს, მარხვის შემდგომი მსგეფსის პერიოდში (აღდგომიდან ერთი კვირა, ასევე შობის მარხვის შემდგომი ორი კვირა, ნათლისღების დღესასწაულამდე) არ სრულდება ჯვრისწერა. ამასთან, სამშაბათ და ხუთშაბათ დღის მეორე ნახევარში, რადგან შემოდის ოთხშაბათი და პარასკევი, მარხვის დღეები.

მარხვის დღეებში და მსგეფსის დროს, ჯვრისწერის აღსრულება, უფლის განგებით და საეკლესიო ტრადიციით იმიტომ არის დაუშებელი, რომ იმდენად დიდია ამ საეკლესიო და საუფლო დღესასწაულების მადლი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ამ საეკლესიო დღესასწაულის მნიშვნელობას არ უნდა გარდაემეტებოდეს ყოფით ცხოვრებაში მომხდარი რაიმე მოვლენა, თუნდაც ეს იყოს ჯვრისწერა.

როგორ ხდება სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა ჯვრისწერა?

სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის ჯვრისწერა, მათი მართლმადიდებლურად მონათვლის შემდეგ ხდება, სხვა შემთხვევაში ჯვრისწერა არ აღესრულება. ყოფილა შემთხვევები, ქრისტიანად მოუნათლავ ქალს ან მამაკაცს ჯვარი დაეწერა, მათი ჯვრისწერა მაინც ითვლება აღსრულებულად, თუ ერთ-ერთი მხარე გამოთქვამს ნათლობის სურვილს, ანუ ნათლობის წესი აღსრულდება და ჯვრისწერის წესი მეორედ აღარ განმეორდება.

რა შემთხვევაში ხდება ჯვრის აყრა?

ეკლესია, ჯვრის აყრის ერთადერთ შემთხვევას უშვებს, როდესაც მამაკაცის ან დედაკაცის მხრიდან ხდება ღალატი. დღევანდელი სიმადვილეში კი გაადვილდა როგორც ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება, ასევე ჯვრის აყრა. როდესაც ქალის ან მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან ლოთობის და ნარკომანიის სენს არის დამონებული ადამიანი, შესაძლოა მოხდეს ჯვრის აყრა, მაგრამ ეკლესია მაინც ურჩევს ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარს, ის სიყვარული, რომელიც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ, ამ განსაცდელის დროს გამოამჟღავნონ. რადგან ის უფრო მეტი ცოდვაა, ხელი კრა ასეთ დროს ადამიანს და კურნების გარეშე ზურგი აქციო, როცა შეიძლება მისთვის მაკურნებელიც ხარ, ეს არ უნდა იყოს მიზეზი ოჯახის დანგრევისა.

ამასთან, მეორედ ჯვრისწერა, თუ ადამაინს პირველი ჯვრისწერის შემდეგ არ აქვს ჯვარი აყრილი, დაუშვებელია. მამაკაცებს ხშირად მეორე ცოლი ჰყავთ მოყვანილი, მათთან შვილებიც ჰყავთ ან ქალაბატონები მეორედ თხოვდებიან, უსაფუძვლოა რომ ისინი ისევ პირველი ჯვრისწერის უღლის ქვეშ იმყოფებოდნენ.

რას ნიშნავს და როგორ უნდა შევარჩიოთ მეჯვარე?

მეჯვარეობა ღვთის, ეკლესიის, მოძღვრის წინაშე, ფაქტობრივად მოწმეობას ნიშნავს. მეჯვარეები ამოწმებენ ნეფე-დედოფლის გულწრფელ სიყვარულს ერთმანეთისადმი, რომ ისინი პასუხისმგებლობის გრძნობით აღვსილნი ქმნიან ოჯახს და იზრუნებენ ერთმანეთზე. ნეფე-დედოფალი მეჯვარედ უახლოეს ადამიანს ირჩევს, რომელიც სურთ, შემდგომ მათი შვილების ნათლიებად იწოდებოდნენ. ბავშვის მონათვლის შემდეგ ისინი ერთი ბავშვის სულიერი მშობლები ხდებიან. არის მეჯვარეებს შორის ქორწინების შემთხვევებიც, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირონ, მაშინ ამ ბავშვის ნათლია არ უნდა გახდნენ. სხვა შემთხვევაში ეს არის ცოდვა, რის გამოც ეკლესია მათ გარკვეულ ეპიტამიას ადებს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, რომ მათ თანაცხოვრების უფლებაც მისცემიათ, ეს მოძღვრის და მღვდლის პრეროგატივა აღარ არის და მას ეკლესიის უმაღლესი იერარქია წყვეტს.

რა დანიშნულება აქვს ჯვრისწერის ბეჭდებსა და სანთლებს?

ბეჭდების წრიული ფორმა მარადიულობას ნიშნავს, რომ მიწიერ ცხოვრებაში მეუღლეები მარადიულად არიან შეერთებულნი და ხდება მათი შემზადება მარადიული ცხოვრებისათვის. ჯვრისწერის აღსრულების შემდეგ, მათ ღვთის წინაშე არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ერთმანეთის საქციელზეც გააჩნიათ პასუხისმგებლობა.

ჯვრისწერის ბეჭდების გაყიდვა ან გადადნობა, თუნდაც გაჭირვების გამო არ შეიძლება, რადგან ეს ნიშნავს იმ მადლის, სისავსის დაკარგვას, რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოებაში ეძლევა მოსიყვარულე ცოლ-ქმარს და არანაირმა გაჭირვებამ არ უნდა აიძულოს მამაკაცი და დედაკაცი, რომ ეს მადლი განაქარვოს.

სანთლები შეიძლება ითქვას, არის ღვთისადმი აღვლენილი მსხვერპლი. როგორც სანთლის ალი ღვთის წინაშე აღიწევა, ასევე ჩვენი სულთქმა, ჩვენი ვედრებაც და ლოცვაც ღვთის წინაშე გულწრფელად უნდა აღიწევოდეს. ნათლობის სანთლების მსგავსად მათი დანთება საუფლო, სადღესასწაულო დღეებში შეიძლება.

რამდენად მნიშვნელოვანია სასულიერო პირისთვის ამ საიდუმლოში მონაწილეობა?

ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულება მოძღვარს სულიერ სიხარულს ანიჭებს, რადგან წყვილი, რომელიც ნამდვილად ღვთის სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემის გრძნობით არიან გამსჭვალულნი და ამ სისავსეს, სიყვარულს, სითბოს და სხივს მოძღვარიც ხედავს, ეს მასზე, როგორც ადამიანზე დადებით როლს თამაშობს და სასულიერო პირიც თვითონ ლოცვის პროცესში გრძნობს იმ უხილავ მადლს, რომ ამ წყვილის ჯვრისწერა ზეცაში იკურთხა და მისი ხილული მოქმედება უკვე ეკლესიაში სრულდება მისი თანამონაწილეობით.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

56 კომენტარი »

  • ნათია says:

    მოგესალმებიტ გერმანიიდან,

    თკვენი დახმარების იმედი მაკვს. წელს დავოჯახდი კორწინების სახლში უკვე ხელი მოვაწერეთ. ჩემი მეუგლე კათოლიკეა დედა მართლმადიდებელი ყავდა მაგრამ თავად კათოლიკედაა მონათლული. ამ წუთას დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ. ჩემი მეუგლე ამბობს ჯვარი უნდა დავიწეროთ კატოლიკურად რადგან ტავად მამაკაცია მე კი რა თკმა უნდა ეს არ მსურს. თავიდან ვეცადეთ რომ კომუნალური(შერეული) ჯვრისწერა გაგვეეკეთებინა მაგრამ მამაომ უარი თკვა.
    ერთი შეკითხვა მაკვს თკვენთან: შეიძლება ორივე ცერემონიის გაკეთება? კათოლიკური აკ გერმანიასჰი და მართლმადიდებლური საკართველოსში? თუ ეს დიდი ცოდვაა?
    თკვენი დახმარების იმედი მაკვს.
    უგრმესი მადლობა წინასწარ.
    პატივისცემით ნათია

  • დავითი says:

    მოგესალმებით ნათია.

    სამწუხაროდ არც შერეული ჯვრისწერა და არც კათოლიკური, თქვენთვის როგორც მართლმადიდებლისათვის არც შეიძლება და არც ჩაგეთვლებათ როგორც ჯვრისწერა.

    ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, იქნებ თქვენი მეუღლე დაითანხმოთ და საქართველოში ჩამოხვიდეთ, მეუღლე მოინათლოს და შემდეგ ჯვარი დაიწეროთ მართლმადიდებლურად. ასეთი მაგალითები ამ ბოლო დროს, მრავლად მოხდა.

    P.S. ისე ყველა ქართველ გოგონებს, ვინც სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდიხართ საზღვარგარეთ, თუ თქვენი გათხოვების საკითხი დადგება (აქვე მინდა ვთქვა, რასაც არანაირად არ ვუჭერ მხარს), გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ და აწონ-დაწონოთ ეს საკითხი, თორემ შესაძლებელია ისეთივე პრობლემა გაგიჩნდეთ, როგორც ნათიას.
    ამის გარდა აქვე მინდა შეგახსენოთ ერთი ტრივიალური ფაქტი, რომ თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, თქვენ იქნებით დედა და აღმზრდელი უცხო ქვეყნის და უცხო ნაციონალობის ბავშვებისა.

  • ნიკოლოზი says:

    მოგესალმებით
    მაინტერესებს არის თუ არა შესაძლებელი რომ 16 წლის გოგონამ ( ანუ არასრულწლოვანმა ) ჯვარი დაიწეროს მშობლების თანხმობის გარეშე 20 წლის ბიჭთან ? თუ მათ შორის არანაირი ხორციელი და სულიერი ნათესაობა არ არის და არის ორივე მონათლული ?
    და ამავე დროს შეიძლება თუ არა ის რომ მოხდეს მხოლოდ ჯვრის წერა და იურიდიული დაკავშირება ანუ ხელის მოწერა განხორციელდეს გარკვეული დროის შემდეგ ?
    თუ რაიმე ფაქტორი აბრკოლებს ჯვრისწერას გთხოვთ ესეს ამიხსნათ
    უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და გთხოვთ ამ საკითხზე დამაკვალიანოთ

  • ჷივი says:

    მოგესალმებით,

    ჷადავწყვიტე შეკითხვით თქვენთვის მომემართა რადგან ამ საკითხთან დაკავშირებულ ზუსტ ინფორმაციის მოძიებას ვერ ვახერხებ.

    თუ შეგიძლიათ რომ დამაკვალიანოთ შემდგომ საკითხთან დაკავშირებით ან თუნდაც რაიმე კომპეტენტური წყარო მიმასწავლოთ:

    მაქვს ორი შეკიტხვა:

    1. მე და ჩემი მეგობარი, ჩვენმა საერთ მეგობარმა აგვირჩია მეჯვარეებად. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა რომ, მომავალში მე და ჩემმა თანამეჯვარემ ერთმანეთს ვთხოვოთ მეჯვარეობა?

    2. შეიძლება თუ არა რომ ჩემს მეჯვარედ ავირჩიო ის პირი, ვისი მეჯვარეც მე გავხდი მანამდის.

    გმადლობთ წინასწარ დახმარებისათვის,

    პატივისცემით…

  • ნათია says:

    გამარჯობა,
    მაინტერესებს ჯვრისწერის დროს აუცილებელია თუ არა მეჯვარეები და ბეჭედი, ფარულად ვაპირებთ ჯვრისდაწერას და გვანიტერესებს .მადლობა წინასწარ პასუხისთვის

  • სალომე says:

    გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ და ყველანაირი ეჭვი გამიქარწყლოთ, შეიძლება მეჯვარეებს ერთმანეთისადმი გრძნობა გაგვიჩნდეს?ცოლ-ქმარმა ჯვარი დაიწერა თუმცა ნათლიები ჯერ არ ვართ. წინასწარ გიხდით მადლობას!

  • nino says:

    gamarjobat,gtxovt mipasuxot. rodesac meored icer jvars gak tu ara upleba okros bechedi( kalico) gaiketo.gavige titkos vercxlis und aikos tu meoreti icer jvars.tu sheesamameba es simartles? dzlain gtxovt pasuxi droulad gamcet

    • buba says:

      gamarjobat. gtxovt mipasuxot.tu sheizleba an codvad tu itvleba uflis winashe rodesac mamakacma moiyvana colad misi bizashvilis [mamis mxridan]cilis da.da yavt 10 wlis bichi.es tu itvleba codvad uflis winashe gtxovt gagvimartot rato itvleba . ar ari sisxlit natesavi natli mironi da uyvardat bavshobidan ertmaneti.gmadlobt .

  • ხვიჩა says:

    სალომე, მე ვკითხე მოძღვარს და ასე მიპასუხა: შეიძლება , მაგრამ მხოლოდ ან ქმარს ან ცოლს ექნება უფლება ბავშვი მოუნათლოსო.

  • ბელა says:

    მაინტერესებს 29 ნოემბერს შეიძლება რომ მამაომ ჯვარი დაგვწეროს უკვე ცოლ ქმარი ვართ დიდი მადლობააა წინასწარ პასუხზე

  • სერგი says:

    მადლობა თეონა ძალიან საინტერესო თემაა. უფალმა გაგაძლიეროს და გაგახაროს!
    ვისურვებდი რომ ყველას შეგვექმნას ნამდვილი ქრისტიანული ოჯახები, უფლის სადიდებლად.

  • მე და ჩემ მეუღლემ ისე შევქმენით ოჯახი რომ ჯვარი არ დაგიწერია და იქნებ რამე გვირჩიოთ, თუ არის შესაძლებელი ჯვრის დაწერა ეხლა

  • მოგესალმებით.ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ უნდა მოვიქცე,თუ კი ჯვრისწერის ბეჭედი დამეკარგა. თუ შეიძლება თავიდან მოხდეს ახლის კურთხევა?წინასწარ გიხდით მადლობას

  • ნინო says:

    მოგესალმებით..ძალიან გთხოვთ,იქნებ დამეხმაროთ როგორმე..მაქვს ოჯახში პრობლემები და სიტუაცია იმდენად რთულია,რომ მე და ჩემმა შეყვარებულმა გადავწყვიტეთ ჯვარი საიდუმლოდ დავიწეროთ.ანუ ჯვრისწერის შესახებ მხოლოდ მეჯვარეებს ეცოდინებათ და მხოლოდ მეჯვარეები დაესწრებიან.შეიძლება თუ არა ასე ჯვრისწერა მშობლების უჩუმრად და აქვს თუ არა ასეთ ჯვრისწერას ძალა?

  • Xatia says:

    Gamarjonat, mainteresebs tu col qmars ar aqvs jvari dawerili shesadzlebelia tu ara mati shvili mounatlos tu aucilebelia rom jet jvari daiweros wyvilma

  • Xatia says:

    Jvrisweristvis gvitxres rom aucilebelia wyvils qondet natlobis mowmobebi orive monatlulebi vart magram ratomgac arc erts ar gvaq mowmoba ra sheidzleba gavaketot? Gkxovt dagvexmarot dzalian gvinda ierusalimshi jviswera da Amis gamo ver vxerxebt

  • nanuka says:

    mogesalmebit.. mainteresebs jvriswera sheidzleba tu ara wyvils shoris romeltagan gogo 17slisaa magram gamouvali mdgomareoba aqvt da mashoblebs vereubnebian?

  • tiko says:

    sheidzleba tu ara 16 wlis gogom da 17 wlis bichma jvari daiweron chumad mshoblebis tanxmobis gareshe? mipasuxet dzalian gtxovt

  • mari says:

    Gamarjobat.erti satxovari maqvs Da gtxovt damexmarot.me Da chemi yofili meugle otxi weli vcxovrobdit ertad meugle cudat gaxda simsivne agmoachnda tavshi.misi mshoblebis gamo davshordit ertmanets ganqorwineba gavaketet Da jvris ayra minda Da rogor sheidzleba anraunda gavaketo.didi madloba winaswar

  • gocha says:

    salami shekitxva mak da tan damexmaret , vis mivmarto romel mamaos , jvris ayra minda 7 celi ar vcxovrobt ertad , coli momyavs , jer aviyaro minda jvari egeb icodet ra aris sachiro vis akvs kurtxevaa romel mamaos jvris ayris? da ra retualiaa . gtxovt damexmarot . madloba

    • გიორგი says:

      ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიბრძანდეთ საპატრიარქოში და იქ დაგაკვალიანებენ. სასურველია თუ თქვენს მომავალ მეუღლესთან ერთად მიბრძანდებით.

  • ნინო says:

    გამარჯობათ,

    მაინტერტესებს შესაძლებელია თუ არა ეგვიპტელი კოპტი მართმადიდებელისა და ქართველი მართმადიდებლის ჯვრისწერა.

    წინასწარ დიდი მადლობა.

  • ნინო says:

    გამარჯობა, ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა დაწინდვა ან ჯვრისწერა საქორწინო ბეჭდების გარეშე?

  • liliana says:

    gamarjobat.me mainteresebs jvris ayra rogor xdeba tuki coli da qmari wlebia dashorebulia da sxvadasxva qveyanashi cxovroben.

  • mixo says:

    dedata wesis dros tu moxda jvriswera ramoxdeba…chemma axloblebma daiweres da ar icodnen ro ar sheileboda

  • ekaterine says:

    meuglem sxva ojaxi sheqmna da saertot ar gaxsenebia jvari rom gvaq dawerili.exla gadawyvita jvris ayris gaketeba uchemot?sheuzlia tu ara man es chems gareshe gaaketos tu me survili ar maq jvris ayris?

  • ნიკა says:

    gamarjobat. maineteresebs jvriswerisceremonia gansxvavebuia imattvis visac ukve col kmruli urtiertoba kondat? tu gansxvavdeb riti?

  • tsiuri says:

    rogoraa shesadzlebeli jvris ayra? tu sheidzleba damakvalianet

  • tsiuri says:

    rogoraa shesadzlebeli jvris ayra? tu sheidzleba damakvalianet

  • tamuna says:

    Gamarjobat
    21.04.2015 maqvs qorcili
    Agdgomidan erti kvira ar sheidzleba jvriscera magram 21 ukve samshabatia.
    Gtxovt gamagebinot pasuxi

    Pativiscemit tamuna

  • tamuna says:

    Gamarjobat
    21 aprils samshabats maqvs qorcili
    Maintereseba jvris weria kurtxevas tu mogvcemen
    Agdgomis shemdegi shvideuli 21-stvis ukve daseulebulia magram mainc dzaan vnerviulob
    Pativiscemit tamuna

  • ტამარი says:

    მოგესალმებით!

    დავკარგე ჯვარნაწერი ბეჭედი ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოვმოქმედო? გავაკეთო ახალი და თავიდან ვაკურთხო? აუცილებელია ოქრო იყოს?
    ძალიან მაინტერესებს რა გავაკეთო?
    წინაწარ გიხდით მადლობას.

  • vako says:

    gamarjobat, mainteresebs sheidzleba tu ara urtiertoba gqondes mamis mamidashvilis mogvarestan tu mat ar aqvt natesauri kavshiri.

  • mariami says:

    Gamarjoba, mainteresebs sad unda mivides colq.ari rom sheitanos jvris ayraze ganacxadi? Madloba winaswar

  • Tiko says:

    გამარჯობათ! მითხრეს რომ მეორედ ჯვრის დაწერის შემთხვევაში პირველი ჯვრისწერა უქმდება.რამდენად მართალია ეს?

  • ნინო says:

    გამარჯობათ დამეკარგა საქორწინო ბეჭედი და როორ მოვიქცე იქნებ დამკვალიანოთ??

  • tamotamo says:

    ბიცოლაჩემის დეიდაშვილი ნათესავად ჩაითვლება თუ არა?ხელს შეუშლის თუ არა ესეთი კავშირი ჯვრისწერას?

  • nik@ says:

    რომელი საუკუნიდან დაიწყო ჯვრის წერის საიდუმლო ?

  • მარიამ says:

    გამარჯობათ,მეუღლემ დაკარგა ქორწინების ბეჭედი, ნიშნავს თუ არა ეს რამეს თუ ყველაფერი ამაზე ნათქვამი ცრურწმენაა? და თუ ხდება ახალი ბეჭდის შემთხვევაში მისი თავიდან კურთხება და ექნება თუ არა მას ისეთივე ძალა?

  • გამარჯობა, მაინტერესებს თუ გოგონა არაქალიშვილია და ჯვარს იწერს რახდება განსხვავებულად. ან არის თუ არა რაიმე პრობლემა ამ დროს. პასუხისთვის წინასწარ მადლობთ

  • Gia says:

    Mogesalmebit. Cota ucnauri kitxva mawvs. Mainteresebs jvrisweris dros ramdenad sachitoa mejvareebi. Xom sheidleba wyvilma uceb gafawyvites jvriswera da imwutas iq mejvareebi ar imyogebian

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი