მთავარი » ფოტორეპორტაჟი

ჯვრის აღმართვა მშენებარე ტაძარზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.05.2011 8 კომენტარი | 3,117 ნახვა

ჯვრის აღმართვა მშენებარე ტაძარზე

გლდანის რაიონში, V და VI მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა.

ტაძრის მშენებლობას სათავეში უდგას დეკანოზი დავითი (დათუაშვილი), რომელიც საკუთარ მრევლთან ერთად თავდაუზოგავად შრომობს. მნიშვნელოვანია რომ ტაძარი ღვთის შეწევნით, მხოლოდ მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობების იმედად შენდება.

უფალმა ღირსყო მორწმუნე მრევლი… ტაძარზე ჯვარი აღიმართა…

როგორც დეკანოზმა დავითმა აღნიშნა, წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაზე ჯვრის აღმართვა, უფლის შეწევნით, იერუსალიმში პატიოსანი ცხოველსმყოფელი ჯვარის აღმართებას, მის სასწაულებრივ გამოჩინების დღეს თავისთავად დაემთხვა.

ჯვარი გამაძლიერებელია ქრისტიანისა, დამცველია ყოველი ბოროტებისაგან…

“უძლეველო, ახოვანო, საღვთოო, ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისაო, გარე შემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე” და – “ჯვარო – მფარველო სოფლისაო, ჯვარო – მშვენიერებაო ეკლესიისაო, ჯვარო – სიმტკიცეო მეფეთაო, ჯვარო – შემწეო მორწმუნეთაო, ჯვარო – დიდებაო ანგელოზთაო და შემმსუვრელო ეშმაკთაო”. აი, ასეთი სიტყვებით შეამკო მორწმუნე ერმა ჯვარი პატიოსანი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ არის მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ასე ნათლად ყოფილიყო გამოვლინებული ძალა ჯვრისა, როგორც საქართველოში!” – უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ჯვრის მონასტერი, 30 მაისი, 2007 წელი).

წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასთან იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

გახსოვდეთ, ნებისმიერი სახის თანადგომა და დახმარება მნიშვნელოვანია. თითოეული ადამიანი, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ დიდ საქმეში, აღასრულებს ყველაზე დიდ საღვთო სწავლებას ქველმოქმედების შესახებ.

ა/ა GE97 TB11 3143 6080 1000 02

ნინო ჩალაძე

[nggallery id=9]


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • ნათია says:

    უფალმა გააძლიეროს მამა დავითი და ტაძარი მალე დასრულებულიყოს უფლის მადლითა და შეწევნით!
    ყოჩაღ ნინო!! ძალიან კარგი ფოტოებია!!

  • თამთა says:

    ძალიან მიხარია ტაძრის მშენებლობა, ღმერთმა მოგცეთ ძალა და ენერგია მამა დავით, რომ მალე დასრულდეს ტაძრის მშენებლობა უფლის შემწეობით! დაგვლოცეთ მამაო!

  • მარიამი says:

    უფალმა დაგლოცოთ თითოეული თქვენთაგანი… ძალიან მომხონხართ და სულ გადევნებთ ტვალ ყურს.. ღმერთმა ბევრი შეგაძლებინოთ.. მამა დავით ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის მაქვს თქვენი იმედი გაიხარეთ!.

  • გიორგი (ომარი) says:

    ღმერთმა დალოცოს მამა დავითი და ყველა,ვინც მას გვერდში უდგას! უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო.

  • გიორგი (ომარი) says:

    ჩემო ლამაზო და მშვენიერო ნინო! გეხვეწებით,თუ ძალიან არ შეწუხდებით,იქნებ გამომიგზავნოთ გამოუქვეყვენებელი სურათები.ძალიან,ძალიან გთხოვთ! წინასცარ გიხდით დიდ მადლობას.

  • ნინო says:

    საკონტაქტო საშუალებას თუ მომცემთ :)

  • გიორგი (ომარი) says:

    o.nanavaaznaur@mail.ru თუ არ შეწუხდებით, ამ მისამართზე გამომიგზავნეთ. დიდი მადლობა წინასწარ. უფალი გფარავდეთ

  • შვილგადაცვლილი დედების სახელით : ქეთევანი, ნინო, მარიამი, ლია. says:

    დიდი მადლობა მამა დავითს ამ კეთილი საქმის დაწყებისათვის. უფლისა და მრევლის შეწევნით ჩვენი ეკლესიის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. უფალი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი