მთავარი » ჯანმრთელობა

ჟოლო დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.09.2011 | 5,239 ნახვა

ვარადისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ჟოლო გემოსა და არომატის გარდა, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბევრი თვისებითაც გამოირჩევა. ის 1-2 მეტრი სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, ნაყოფი ივლის-აგვისტოში მწიფდება. ჟოლომკურნალობის მიზნით სწორედ მისი მწიფე ნაყოფი გამოიყენება, როგორც ახალი, ისე გამომშრალი. ნაყოფის მოკრეფა ხდება მშრალ ამინდში. მისი გამოშრობისათვის საჭიროა ჟოლო თხელ ფენად ჯერ მზეზე გააშროთ, შემდეგ კი სპეციალურ ღუმელში გადაიტანოთ.

ჟოლოს ნაყოფი შეიცავს ეთეროვან ზეთს, გლუკოზას, ფრუქტოზას, C და B ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის მარილებს, სპილენძს და სხვ. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის პურინები ( ჰეტეროციკლური ორგანული ნაერთები, რომლებსაც ახასიათებთ ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებისა და შარდის გამოყოფის გაძლიერების თვისებები), ამიტომ მისი მიღება არარეკომენდირებულია ნეკრესის ქარითა და ნეფრიტით დაავადებულებისათვის.

ჟოლოს ხშირი მირთმევა დეპრესიასთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ. ეს მასში შემავალი სპილენძის დამსახურებით ხდება. სპილენძი ანტიდეპრესანტების ერთერთი შემადგენელი კომპონენტია. ამიტომ სანამ აბებს მიმართვადეთ, მანამდე ჟოლო სცადეთ. ჟოლო ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება. ამაზე მასში შემავალი A, PP და B2 ვიტამინები იზრუნებენ. ისინი კანის ტონუსს, სიგლუვესა და სიმკვრივეს უწყობენ ხელს.

მალინამედიცინაში ჟოლოს ნაყოფი გამოიყენება როგორც მადისა და ოფლის მომგვრელი, სიცხის დამწევი, ღებინების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი ბრონქიტების დროს და ა.შ. ჟოლოს წვენს ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები.

ოჯახურ პირობებში შესაძლებელია ჟოლოს ნაყენის დამზადება შემდეგი რეცეპტით: 2 სუფრის კოვზ ჟოლოს მშრალ, გარეცხილ ნაყოფს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და აყოვნებენ 20 წუთით დახურულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც წურავენ და დაახლოებით ორ საათიანი შუალედებით დღეში 2-3 ჭიქა ცხელ ნაყენს სვამენ.

ფაღარათის დროს კარგია ჟოლოს ფოთლებისაგან მიღებული ნაყენი. ამისათვის 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერტ წიქა მდუღარე წყალს.

ჯანმრთელობისთვის დიდად სასარგებლოა ჟოლოს მურაბაც. 1კგ ჟოლოს დააყარეთ ამდენივე შაქარი, გააჩერეთ ვიდრე წვენი არ გამოუვა და მოხარშეთ. სხვა კენკროვანებისაგან განსხვავებით ჟოლოს მურაბა იმითაც გამოირჩევა, რომ ასეთ მდგომარეობაში თითქმის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. ვიტამინებისა და მინერალების შენარჩუნებას ხელს შეუწყობთ, თუ ხარშვის პროცესში მურაბას ნახევარ ჭიქა ჭარხლის ახლადგამოწურულ წვენს დაუმატებთ.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი